x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დაიწვრილეთ მკლავები სულ რაღაც ერთ კვირაში
image


მომატება მკლავების არეში განსაკუთრებით ქალებს ადარდებთ, რადგან ეს პრობლემა აიძულებთ ე.წ. "ბრეტელიანი" მაისურებისა და "სარაფანის" ჩაცმა უგულებელყონ ზაფხულობით. წონაში კლებისას კი ხშირია შემთხვევები, როდესაც მკლავებზე კანი ჩამოგვეკიდება. რა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ეს ზედმეტი ხორცი თუ კანი გავიმკვრივოთ და შესაბამისად მკლავებიც დაგვიწვრილდეს? სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მეტად მარტივი ვარჯიში, რომელიც თქვენს მკლავებს იდეალურ ვიზუალს შესძენს სულ რაღაც ერთ კვირაში.


სანამ უმარტივეს ვარჯიშს გაგანდობდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ მკვლევარმა ექიმებმა 70-ზე მეტი ქალი გამოიყენეს, რომელთაც ელექტრომაგნიტური ელექტროდები მიაერთეს სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშის დროს ხელის კუნთებზე. ასეთი სახით ისინი აფიქსირებდნენ თუ რომელი ვარჯიში უწყობდა ხელს კუნთების მეტ მუშაობას. სასურველი შედეგიც მალე გამომჟღავნდა.


მაშ როგორი ვარჯიში უწყობს ხელს მკლავების დაწვრილებას?



კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ თანაბარი დატვირთვა ხელებზე, ააქტიურებს კუნთებს, რაც ხელს უწყობს მათ გამკვრივებას. ამიტომ აზიდვები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი ვარჯიშია ქალისთვის. აზიდვების გაკეთება შეგიძლიათ როგორც გაჭიმული ფეხებით, ასევე მუხლებზე მდგომ ვითარებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვარჯიშის პროცესი არ მოითხოვს მის საფუძვლიან შესრულებას, უბრალოდ ცდაც კი საკმარისია. გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ თუ ვარჯიშის დროს (აზიდვები) მკლავებს გაშლით ფერდობზე და ცოტახანს ასე დაყოვნდებით, აზიდვებიც უსაფრთხოდ ჩაივლის და დადებითი შედეგიც მალე და ეფექტურად აისახება. (მაგალითისთვის იხილეთ ფოტოები)


imageimage

გარდა მკლავებისა, აზიდვები ასევე ააქტიურებს უამრავ კუნთს, ამიტომ ვარჯიშის დროს ძალისხმევა და კონცენტრაცია აუცილებელია, რათა რამე არ ავნოთ თავს. მისი შესრულება შეგიძლიათ ყოველ დღე, თავიდან დაიწყეთ სამი აზიდვით და დღის მანძილზე აიზიდეთ 12-15-ჯერ. თუ გსურთ სხვა დანარჩენი კუნთების გამკვრივებაც, მაშინ აკეთეთ ყოველდღე ოთხი აზიდვა 6-12-ჯერ.



P.S. წარმატებებს გისურვებთ.

0
5650
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0