x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მარსი გვიახლოვდება.30 მაისს მინიმალური მანძილი დაფიქსირდება
imageკვირას, 22 მაისს წითელი პლანეტა შესამჩნევად გადიდდება.



მარსი ყოველდღიურად გვიახლოვდება. იგი დედამიწას ყველაზე მეტად პირისპირ დგომის დროს უახლოვდება, როდესაც პლანეტა განლაგებულია მზის საპირისპირო მიმართულებით. პირისპირ დგომა მეორდება ყოველ 26 თვეში მარსის ორბიტის სხვადასხვა წერტილში.ეს პროცესი შესამჩნევი გახდება 22 მაისს, ხოლო 30 მაისს მანძილი მაქსიმალურად შემცირდება და ყველაზე მცირე იქნება უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.


რა თქმა უნდა მარსი მთვარის ზომა არ გახდება, როგორც ამას ზოგიერთი მისტიფიქატორი გვპირდება, თუმცა საკმაოდ შესამჩნევი იქნება ცაზე.


imageმარსი მზის გარშემო შემობრუნებას 2 წელიწადზე ოდნავ მეტი ხანს უნდება, ამ პერიოდში ის მზეს ხან უახლოვდება და ხან შორდება.



ახლანდელი პირისპირ დგომის დროს მარსი 76, 29 მილიონი კილომეტრით მოგვიახლოვდება, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ მეზობელი პლანეტა უფრო ახლოს მოსულა ჩვენთან, დაახლოებით 60 მილიონი კილომეტრით.


კიდევ უფრო იშვიათად ხდება ე. წ. დიდი პირისპირ დგომა, უახლოეს მსგავს დაპირისპირებას 2018 წელს ელოდებიან ასტრონომები.


ყველაზე უდიდესი პირისპირი დგომა მოხდა 2003 წელს, როდესაც მარსი მაქსიმალურად მოუახლოვდა დედამიწას ბოლო 60 ათასი წლის მანძილზე.2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 55 758 006 კმ.იყო.


უდიდესი პირისპირ დგომა მომავალში მხოლოდ 2287 წელს განმეორდება.

image

ფოტოზე: ასე ჩანდა ცაზე მარსი მთვარესთან ერთად 2003 წლის 27 აგვისტოს.

0
312
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0