x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე უცნაური სილამაზის სტანდარტი მსოფლიოში
სილამაზის გაგება ამ უკანასკნელ წლებში ძალზე შეიცვალა - დახვეწილი და ჰაეროვანი ოდნი ჰეპბერნის ნაცვლად ახლა ჯენიფერ ენისტონს აღმერთებენ; ფორმებიანი და ქალური მერილინ მონროს მაგივრად Victoria’s Secret-ის აშხვართულ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას; თვალებს ზემოთ წვრილი, ძლივს შესამჩნევი ხაზები სქელმა წარბებმა შეცვალა...ჩვენს გარშემო დროის წინსვლასთან ერთად ყველაფერი იცვლება, მათ შორის სილამაზის ცნებაც . თითოეული ადამიანი მას თავისი საზომით ზომავს, მაგრამ საინტერესოა, როგორ ხდება ეს გაზომვა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში, სხვადასხვა კულტურაში?

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში არსებულ სილამაზის სტანდარტებზე, მათ შორის მეტად უცნაურსა და გასაოცარზეც.


image





10. ახალი ზელანდია


image

ტატუირება ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული და ის სილამაზის ერთ-ერთ კომპონენტად აღიქმება, განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ტატუ-მაკიაჟი. აი, ახალ ზელანდიაში კი ტატუ წმინდა რიტუალად ითვლება. "ტა-მოკო"- ჩაქუჩისა და სატეხის საშუალებით ტატუს დატანის ათასწლოვანი რიტუალია. ეს წმინდა ტატუ აღნიშნავს მამაკაცის მზადყოფნას ზრდასრული ცხოვრებისათვის და ქალის შესაძლებლობას გააჩინოს და აღზარდოს მომავალი თაობა. მაორებში (ახალი ზელანდიის აბორიგენები) ''ტა-მოკო'' აგრეთვე სიძლიერის და სილამაზის აღმნიშვნელია.


9. სამხრეთ კორეა


image

თავს ლამაზად თვლით?- სამხრეთ კორეის მცხოვრებლები თავიანთი ტანადი სხეულებით, უბიწოების გამომხატველი თვალებით და საოცრად სუფთა კანით ამაში უთუოდ დაგაეჭვებენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ უნაკლო ადამიანების 80%-ის სილამაზე პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა. სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთ კორეის ყოველ მეხუთე მცხოვრებს გაკეთებული აქვს ერთი პლასტიკური ოპერაცია მაინც, ზოგს კი-რამოდენიმე. ამ ხალხისთვის დიდი თვალები, სწორი ცხვირი, პატარა სახე, ნატიფი და კაფანდარა ტანი და თოვლივით თეთრი კანი ითვლება სილამაზის ეტალონად და ამიტომ ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ ოპერაციებზე.


8. იაპონია


image

ევროპის ქვეყნებში ადამიანების დიდი ნაწილი უამრავ ფულს ხარჯავს კბილების გასასწორებელ ბრეკეტებზე, რათა ჰქონდეთ მარგალიტებივით ჩაწიკწიკებული კბილების სწორი მწკრივი; აი, იაპონიაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა: აქ ირიბად გაზრდილი კბილები (ღოჯები) მიმზიდველად და ახალგაზრდობის ნიშნად ითვლება. პოპ-ჯგუფ AKB48-ის წყალობით, ორმაგმა კბილებმა - Yaeba-მ იაპონიაში საოცარი პოპულარობა ჰპოვა. იაპონელი გოგონები ასობით დოლარს ხარჯავენ, რომ მიიღონ სანუკვარი ორმაგი კბილები.




7. მიანმა


image

მიანმის ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფში ქალების სილამაზის ეტალონად გრძელი კისერი ითვლება... გაცილებით გრძელი, ვიდრე ეს მოდელებს აქვთ პრიალა ჟურნალების ფურცლებზე, ამიტომ გოგონებს ადრეული წლებიდანვე უკეთებენ ყელზე ლატუნის რგოლებს, რომლის რაოდენობა ბავშვის ზრდასთან ერთად მატულობს. თუკი ქალი ქმრის მიმართ ღალატში იქნება შემჩნეული, მას სჯიან იმით, რომ რგოლებს ხსნიან ყელიდან. კისრის კუნთების დასუსტების გამო მას უკვე აღარ ძალუძს თავის დაჭერა და ქალი სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდობისთვისაა განწირული.



6. მავრიტანია


image
სანამ ჩვენ იდეალურ სხეულზე ვოცნებობთ, მავრიტანიელი მამაკაცები უპირატესობას სრულ ქალებს ანიჭებენ და რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო სასურველია ის აქაური სასიძოებისათვის, ამიტომ გოგონებს უკვე 5-6 წლიდან გაძლიერებულად კვებავენ (ამას «leblouh» ჰქვია) და თუ მხოლოდ კვება არაა საკმარისი, ზოგიერთები მადის გასაძლიერებელ ნაყენებსა და აბებსაც კი სვამენ. სიმსუქნე მავრიტანიაში კეთილდღეობის, სიმდიდრის და რაღა თქმა უნდა, სილამაზის ეტალონადაც ითვლება.


5. ეთიოპია


image

როგორც კი ეთიოპიაში მცხოვრები მურსის ტომელები ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, მათ ქვედა ტუჩს უჭრიან და შიგ მრგვალ დისკს - თეფშს უდგამენ. ზოგჯერ ამისათვის საჭირო ხდება წინა კბილების ამოღება, რომ რაც შეიძლება დიდი ზომის დისკი მოთავსდეს ჭრილობაში. როგორც წესი, მათ თიხისაგან ან ხისაგან ამზადებენ. თეფშის სიდიდე გვიჩვენებს მურსის ქალების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და რაღა თქმა უნდა, მათ სილამაზეს.


4. კენია


image

კენიაში მცხოვრები მასაის ტომის ხალხებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო გაწელილია ქალის ყურის ბიბილო, მით უფრო ლამაზია ის. გარდა ამისა, გაწელილი ბიბილოები აღნიშნავს ქალის ასაკს და მის სიბრძნეს-რაც უფრო გრძელია ბიბილო, მით უფრო მხცოვანია ქალბატონი. მასაის ტომის ქალებში აგრეთვე მიღებულია თავის გადაპარსვა და ქვედა ორი კბილის ამოღება-ესეც სილამაზის ეტალონად ითვლება.


3. ინდონეზია


image

ადამიანების უმრავლესობას გრძელი და წვეტიანი კბილების დანახვაზე იმწამსვე დრაკულა გაახსენდება, თუმცა ინდონეზიაში ეს სიმახინჯე ნაკლად სულაც არ ითვლება. დაგრძელებული კბილები აქ ფიზიკური სილამაზის, სოციალური და სულიერი კეთილდღეობის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს. კბილების დაქლიბვა-რიტუალია, რომლის დროსაც ხდება სულის გათავისულფლება სიხარბის, მრისხანების, შურის და სხვა უარყოფითი ადამიანური თვისებებისაგან-ასე თვლიან ადგილობრივები. როგორც წესი, ეს ცერემონია ტარდება მაშინ, როცა გოგონას პირველი თვიური ეწყება, ხოლო ბიჭს ხმა უბოხდება. რიტუალი აუცილებელია ჩატარდეს ქორწინებამდე.


2. ჩინეთი


image

მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთში ფეხების გადახვევა (ანუ ლოტოსის ფეხები) მიიჩნეოდა ქალის სილამაზის და სოციალური სტატუსის მაჩვენებლად. ღარიბ ოჯახებში გაზრდილი გოგონები ამ ხერხს სატყუარადაც კი იყენებდნენ, რომ სოციალური მდგომარეობით გაცილებით მაღლა მდგომ, შეძლებულ ჭაბუკებს გაჰყოლოდნენ ცოლად. პროცესი იწყებოდა მანამ, სანამ ფეხის ტერფი სრულყოფილად ჩამოყალიბდებოდა. როგორც წესი, გადახვევას აკეთებდნენ ზამთარში, რომ ფეხის ტერფები მოყინულიყო და ტკივილი ისეთი გაუსაძლისი აღარ ყოფილიყო. ქალები დეფორმირებული ფეხებით რთულად იჭერდნენ წონასწორობას სიარულის დროს და ძალიან უჭირდათ დამჯდარი მდგომარეობიდან ფეხზე ადგომა.


1. ირანი


image

ირანელ ქალებს მხოლოდ მაკიაჟი როდი ჰყოფნით, აქ ძალიან მოდაშია რინოპლასტიკა. ყოველწლიურად ათასობით ქალი იკეთებს ცხვირის ოპერაციას, რაც ირანს აქცევს ყველაზე ''ცხვირიან'' ქვეყნად მსოფლიოში. ირანელი ქალები თვლიან, რომ ჰიჯაბი ფარავს მათი სახის დიდ ნაწილს, ამიტომ ისინი ცდილობენ კოსმეტიკური ოპერაციებით მოახერხონ სახის მოყვანილობის სრულყოფილება. არ გყოფნით ფული ოპერაციისთვის?- დაიწებეთ ცხვირზე პლასტირი, რათა დაარწმუნო გარშემომყოფები, რომ ოპერაცია უკვე გაიკეთე.. სულ ერთია, ჰიჯაბის შიგნით მაინც ვერავინ დაგინახავთ.

0
418
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0