x
image
ციცი
სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი ლამაზმანის, ანა ანდრესის ცხოვრების დეტალები.

image

ულამაზესმა უკრაინელმა მოდელმა ანა ანდრესმა მოიპოვა ბევრი მიმდევარი ინსტაგრამზე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. მას 547 ათასი გამომწერი ჰყავს. გოგონას 2014 წელს გვირგვინი დაადგეს, რათა წარედგინა უკრაინა "მის სამყარო 2015-ზე", მაგრამ იმავე წლის ნოემბერში გოგონამ უარი თქვა გვირგვინზე და გადადგა. მისი გადადგომის მიზეზი იყო პირადი გარემოებები, მაგრამ არავინ იცის რეალური მიზეზი მისი გადადგომის და არსებობს უამრავი სხვადასხვა აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ანა მუდამ დედასთან ერთად იყო ხოლმე, რომელსაც მიუძღვის უდიდესი წვლილი ანას გაზრდასა და ფეხზე დაყენებისათვის. რაც შეეხება მის მამას გოგონას მასთან კონტაქტი არააქვს, იგი იტალიაში ცხოვრობს.

ანას დედა პროფესიით ხელოვნების შემოქმედია. ეს შემოქმედებითი ნიჭი მემკვიდრეობით ანას გადაეცა, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ნიჭი ფერწერისა და გრაფიკის და ეს მისთვის არის ჰობად ქცეული. ანა ერთადერთი შვილია დედის პირველი ქორწინებიდან, მაგრამ მას ყავს ნახევარძმა დედის მეორე ქორწინებიდან. არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ ანა ანდრესმა გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, ასევე გაიდიდა ტუჩი და იკეთებს ბოტოქსს ლოყების სიმკვრივისთვის, თუმცა ამ ყველაფერს ანა უარყოფს და ამბობს, რომ ეს უბრალოდ ჭორებია და მას მხოლოდ ერთხელ ორი წლის წინ უცდია ტუჩების გაზრდა. რამდენად სიმართლეა ეს ამაზეც ვერაფერს ვიტყვით.

ანა არ არის გოგონა, რომელიც ხშირად სტუმრობს დერმატოლოგს. იგი თვლის, რომ ახალგაზრდა ასაკში დერმატოლოგთან ხშირმა სიარულმა შესაძლოა გამოიწვიოს პირიქით კანის დაზიანება. ამიტომ გოგონა სახლის პირობებში ცდილობს კანის მოვლას. იგი იკეთებს ხოლმე ტალახის ნიღბებს და ყოველ დილას იწყებს სტაფილოს წვენით, რომელიც სილამაზის საიდუმლოა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image

0
778
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0