x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ყველაზე ლამაზი ცათამბჯენი მსოფლიოში
BBC Culture-ამ გამოაქვეყნა მსოფლიოს რვა ყველაზე ლამაზი ცათამბჯენის რეიტინიგი.


ყოველი ეს შენობა უდავოდ ინჟინერული და არქიტექტურული აზროვნების შედევრია.ისინი არა მარტო მომაჯადოებელი სილამაზით გამოირჩევიან, არამედ საიმედო და ფუნქციონალურები არიან.სწორედ ამიტომაც იზიდავს ტურისტებს თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.




პეტრონასის კოშკები-კუალა ლუმპური-მშენებლობა დასრულდა 1999 წელს და მყისვე მალაიზიის სიმბოლოდ იქცა.უნიკალური ორსარულიანი ხიდით, რომელიც 41 და 42 სართულებზეა განლაგებული და ორ შენობას ერთმანეთთან აერთებს.


image





მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სტალინის ეპოქის ცათამბჯენი, თითქმის 40 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ შენობა იყო ევროპაში, სანამ პირველობა ფრანკფურტის "მესეტურმა" არ ჩამოართვა.შენდებოდა 1949-53 წლებში.


image


ტაიბეი-101-ტაივანის კოშკი ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში 2010 წლამდე.მშენებლობა დასრულდა 2003 წელს.ნაგებობოს კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს უმძლავრეს მიწისძვრას და ამინდის მკაცრ პირობებს, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ცათამბჯენად ითვლება მსოფლიოში.

image



მბრუნავი ტორსი-მალმიო-54 სართულიანი შენობა ადამიანის სხეულის ბუნებრივ ფორმას იმეორებს.შენობა სუპერთანამედროვე ეკოლოგიური დიზაინით გამოირჩევა. ნაგებობა ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას
სკულპტურის ე. წ. „Twisting Torso-ს“ (გრეხადი ტორსი) მიხედვით არის
შექმნილი.აშენდა 2005 წელს.

image



ჯონ ჰენკოკის ცენტრი-ჩიკაგო-მისი მშენებლობა 1969 წელს დასრულდა და დღემდე ერთ-ერთ ულამაზეს შენობად ითვლება მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი ბევრი ყავს.

image


შარდი-ლონდონი-ეს შენობა თავიდან მაინცდამაინც არ მიიღეს ლონდონელებმა, თუმცა როგორც კი დამთავრდა მშენებლობა 2012 წელს, ყველზე პოპულარულ ადგილად იქცა როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.


სუპერთანამედროვე ცათამბჯენს გადმოსახედი მოედანი აქვს, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს უზარმაზარი მეგაპოლისი.


image



კრაისლერ-ბილდინგი-ნიუ-იორკი-კლასიკად ქცეული ულამაზესი ცათამბჯენი, არტ-დეკოს სტილის თვალსაჩინო ნიმუშია.

ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა.აშენდა 1930 წელს.

image



ბურჯ-ხალიფა-დუბაი-ეს ულამაზესი შენობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში, რომლის ფორმაც სტალაგმიტს მოგვაგონებს .აშენდა 2010 წელს.

image

0
248
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0