x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
100-ზე მეტი სკოლის მოწაფემ განაცხადა,რომ მათ მოჩვენება მოსაკლავად დასდევდა(ვიდეო)

image

უცნაური ამბები ხდება ქალაქ ტარაპოტოს(პერუ) ერთ-ერთ სკოლაში.ასეულობით მოწაფემ 11-იდან 14 წლამდე განაცხადეს, რომ მათ შავი მოჩვენება დასდევს მოსაკლავად. აჩრდილის გამოცხადების დროს მოწაფეებს გული მისდიოდათ და კრუნჩხვაში ვარდებოდნენ.



ამ გასაოცარი და საშინელი ისტორიის შესახებ სამხრეთამერიკელი ჟურნალისტები ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს წერდნენ.


ტარაპოტოს სკოლაში თითქმის ერთდროულად 100 მოწაფეს გული წაუვიდა და დიდხანს გრძნობაზე ვერ მოდიოდნენ.ამასთან ერთად ბავშვებს დაეწყოთ ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. ყველა ერთხმად ამბობდა ერთი და იგივე ისტორიას:თითქოს მათი მოკვლა სურდა შავ მოჩვენებას.



ექიმები და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან მომხდარ ფაქტს.

თუმცა პერუელმა პარაფსიქოლოგებმა შემდეგი ჰიპოთეზა გამოთქვეს: სკოლა აშენებულია ძველი სასაფლოას ადგილზე, სადაც სხვათა შორის დამარხულები არიან მაფიოზებიც და ბავშვების გამუდმებულმა ხმაურმა "ბოროტი სულები გააღვიძა."


სხვა პარანორმალური ექსპერტების განცხადებით კი რამდენიმე წლის წინ სკოლასთან მოხდა ტერაქტი და თითქოს გვამების ნაწილები ახლაც სკოლის მახლობლად არის მიმოფანტული და ამიტომაც იქცევიან ბავშვები ასე უცნაურად.


არც ხელისუფლებას და არც სამართალდამცავებს მსგავი ვერსიების არ სჯერათ და სურთ მომხდარ ფაქტს მიწიერი ახსნა მოუძებნონ.მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ხელჩასაჭიდი ჯერჯერობით არაფერია.





1
271
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
2016, 19 მაისი, 14:42
ან მოწიეს რაღაცა, რაც ჰალუცინაციებს იწვევს, ლენცოფას მოწევამ იცის მსგავსი რამ...
0 1 1