x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ჩვენი ცნობილების ყველაზე სექსუალური პირადი მცველები
პირად მცველებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დატვირთული და საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ. მათ ხელთაა გავლენიანი და ცნობადი ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბეზარი პაპარაცების თავიდან მოცილება. ფიზიკური კრიტერიუმების გავლენით შეეძლოთ სულ სხვა სფეროში ეშოვნათ სამსახური, თუმცა მათთვის სხვისი დაცვა ყველაზე სასიამოვნო პროფესია აღმოჩნდა. მოკლედ, დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ თუ რომელ ცნობად სახეებს ყავთ ყველაზე სექსუალური პირადი მცველები.


image


ყველაზე სექსუალური პირადი მცველები მსოფლიოდან...



1. Adele-ს პირადი მცველი. გასულ წელს მოგვევლინა ადელი თავის ახალ მცველთან Peter van der Veen-თან ერთად. გამოჩენისთანავე მონათლეს იგი ტაბლოიდებმა "ცხელ კაცად". სავსებით სამართლიანია მათი სტატუსი, რადგან პიტერი (ყოფილი) პროფესიონალი ბოდიბილდერი და "მის ევროპა 2005"-ის ტიტულის მფლობელია.



ადელიმდე კი ჩვენი უსექსუალურესი პიტერი პოპ დივას- Lady Gaga-ს იცავდა.


image

imageimage

imageimage




2. Jennifer Lawrence-ის პირადი მცველი. არანაკლებად აღაფრთოვანა საზოგადოება 25 წლის მსახიობის, ჯენიფერ ლოურენსის მცველმა Greg Lentz-მა, რომელიც პროფესიით მოდელი იყო. მათ ერთად გამოჩენას თავდაპირველად დიდი ჭორები მოჰყვა, საზოგადოებას ეგონა ისინი ერთად იყვნენ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა, გრეგი უბრალოდ იცავს მსახიობს და არის დაოჯახებული.

imageimageimage





3. Caitlyn Jenner-ის პირადი მცველი. გასულ წლამდე სპორტსმენი Kris Jenner-ი დღეს სქესშეცვლილი კეტლინ ჯენერია (კიმ კარდაშიანის მამინაცვალი), რომელსაც პირადი დაცვა აუცილებლად სჭირდება.

imageimageimage





4. Britney Spears-ის პირადი მცველი. ამერიკელ პოპ პრინცესას მთელი თავისი კარიერის მანძილზე მრავალჯერ ჰყავს პირადი მცველი გამოცვლილი, უმტესობასთან კი სკანდალები და რთული ურთიერთობები აკავშირებს. მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, მისმა ერთ-ერთმა მცველმა, ყოფილმა პოლიციის თანამშრომელმა Fernando Flores-მა ბრითნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სექსუალური ძალადობის ბრალდებით. კომპენსაციის სახით 10 მილიონს ელოდა, თუმცა მან საბოლოოდ ვერაფერი მიიღო.


ფოტოებზე მოცემულია ერთ-ერთი და ჯერ-ჯერობით მისი ბოლო პირადი მცველი, რომელშიც როგორც იქნა გაუმართლა მომღერალს.

imageimageimage





5. Heidi Klum-ის პირადი მცველი. ვერც გერმანელმა სუპერმოდელმა გაუძლო ცდუნებას თავბრუდამხვევი გარეგნობის მქონე მცველთან ურთიერთობის შედეგად და საწოლში შეითრია, თუმცა ბრითნის შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი და ყმაწვილს სასამართლოში არ უჩივლია, მშვენივრად მოერგო როლს საწოლშიც. მათი სექსუალური ურთიერთობა წლები გაგრძელდა, მოდელის გულშემატკივრები რატომღაც ქორწილის პროგნოზს აკეთებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. წყვილმა ურთიერთობაც გაწყვიტა და ეს ყველაფერი დატოვა ბიზნესის დონეზე. დღეს კი ჰაიდის ახალი მცველი ჰყავს.

imageimage




6. Katy Perry-ს პირადი მცველი. მომღერალი დაცვასთან რომანტიულ ურთიერთობებში არასოდეს ებმევა, მას ყოველთვის უჭირავს ზღვარი.

image

image





7. Beyonce Knowles-ის პირადი მცველი. მომღერლის გულშემატკივრებისგან უმეტესობა მიიჩნევს, რომ მისი პირადი მცველი გაცილებით სიმპათიურია მის ქმარზე, რეპერ Jay-Z-ზე.

image

imageimage



8. Daniel Radcliffe-ს პირადი მცველი. ბრიტანელი მსახიობი მამაკაცი ამ ჩამონათვალში გამონაკლისი სქესია, რომელსაც პირადი მცველები ჰყავს და საკმაოდ ათლეტური და მიმზიდველი გარეგნობის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მსახიობი უსუსურად გამოიყურება, მას ეს სულაც არ ადარდებს, უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.

imageimage

3
637
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
637
  
2016, 19 მაისი, 13:02
უმეტესობა დილეტანტია, პირად მცველს ხელები მუდამ თავისუფალი უნდა ჰქონდეს...
2016, 19 მაისი, 9:27
მადლობა მანჩო :*
2016, 19 მაისი, 9:13
გ......ე
0 1 3