x
image
alex999
Mediator image
შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში დახვდათ!
ბანგკოკის სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებს, რომლებიც ცხოველის ტყავის ნაწარმით იყვნენ დაინტერესებულნი, წინ საინტერესო და უცნაური სიურპრიზი ელოდათ. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ აქცია მოაწყო და აიძულა მომხმარებლები სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედათ და გაეგოთ მარტივი სიმართლე, ნატურალრი ტყავი ეს მოკლული ცხოველის კანია.


image


“ტყავის უკან” – ასე ასახელებენ ტაილანდური ჟურნალ-გაზეთები ცხოველთა დამცველების საზარელ ექსპერიმენტს, რომელმაც მთელი მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.


image



უფლებადამცველები დიდი ხანია ებრძვიან მოდურ ინდუსტრიაში ცხოველის ტყავის გამოყენებას, თუმცა საზოგადოების ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო

ღრმავდება ტყავის ჩასაცმელების, ფეხსაცმელების და ა.შ.


ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია - PETA-მ მომხმარებლებს ძალიან დიდი,

შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწყო.


image


სპეციალურად ექსპერიმენტისთვის, მათ გახსნეს მაღაზია ბანგკოკის ერთერთ პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში და დახლზე ჩვეულებრივი მაღალხარისხიანი ტყავის პროდუქცია განათავსეს. თუმცა, იქ შესულ მომხმარებელს ალბათ აზრადაც არ მოსვლია, რომ ცოტა ხანში საშინელებათა ისტორიის მონაწილე გახდებოდა.


image


ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა, ჩანთებში, ტანსაცმელებში და ფეხსაცმელებში

იმ ცხოველების ორგანოები განათავსეს, რომლების ტყავსაც ამ აქსესუარებისთვის

იყენებდნენ.


image


იმედია არ დაიბენით! ცხოველების ორგანოები რათქმაუნდა იყო ხელოვნური.

მაგრამ რამოდენიმე მყიდველმა ლამის გულის შეტევა გადაიტანა, რადგან ზოგს

დღესაც ნამდვილი ეგონა.


image


მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების მანძილზე გახშირდა, პითონების და ნიანგების

დახოცვა. სპეციალურად ქამრებისთვის და ზურგჩანთებისთვის, აფრიკის კონტინეტზე

ათასობით პითონის გველს კლავენ, ასევე ორიგინალურად დამზადებულ ერთ ტყავის

ზურგჩანთისთვის 4 ნიანგია საჭირო.


PETA მთელ მსოფლიოს მიუწოდებს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ უმნიშვნელო

ნივთებისთვის ცხოველების ხოცვა!!!!!!!!!


imageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

5
1925
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1925
  
2017, 27 სექტემბერი, 11:26
გაუაზრებელი არ ყოფილა რაც მთავარია,არც კანონი დაურღვევიათ. თან მე თუ მკვდაარი ცოველის ტყავის ტარება შემიძლია და ყოველდღიურად ვეხები მას,შიგნეულობამ რატო უნდა განმავიფროს?
2017, 27 სექტემბერი, 11:09
სრულიადაც დამსახურებულად გაუსკდებოდა გული,თუ მკვდარი ცხოველის ტყავის ტაარება შეუძლიათ შიგნეულობამ რატომ შეაშფოთა?
2016, 20 მაისი, 23:08
მე მაგალითად ამ ექსპერიმენტს, ვამართლებ, რადგან უსამართლობაა ჩვენი, ადამიანების მხრიდან ასე უმიზეზოდ ცხოველებისა თუ ქვეწარმავლების დახოცვა ! ამაზე მეტის ღირსებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც კლავენ ცხოველებს ტანსაცმლის გამო !!!!
2016, 18 მაისი, 12:56
ველაფერს თავისი პრინციპი აქვს., მაგრამ ასეთი ექსპერიმენტი მეტისმეტი იყო
2016, 18 მაისი, 12:55
ნამდვილად მოვკვდებოდი ასეთი რამ რომ დამხვედროდა. ვერაფრით გავამართლებ ამ ექსპერიმენტს, შეიძლება ვინმეს გული გახეთქოდა.
0 1 5