x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 მავნე ჩვევა, რომელიც ჩვენ სასარგებლო გვგონია

რიგი ჩვევებისა, რომლებსაც ბავშვობიდან დავეჩვიეთ და სასარგებლოდ ვთვლით, შესაძლებელია არანაირი სარგებლობის მომტანი არ იყოს და ზიანიც კი მოგვიტანოს. აქ სწორედ ამ კატეგორიის 10 ჩვევა არის წარმოდგენილი:



1. მუშაობა ფეხზე დგომით


image
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ დიდი ხნის მანძილზე დაჯდომა არ შეიძლება და ჯანმრთელობისთვის უკეთესია ფეხზე დგომა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ერთადერთი რაც ფეხზე დგომით შეიძლება მიიღოს ადამიანმა – ეს ვენების ვარიკოზული დაავადებაა.



2. კვერცხის გულის გადაგდება


image
კვერცხის გულს იმიტომ აგდებენ, რომ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს და ცხიმს შეიცავს (1 კვერცხის გულში 2 გრ. ქოლესტერინი და 5 გრ. ცხიმი არის). მას ქოლესტერინიან მკვლელსაც კი ეძახიან. მაგრამ, მისი გადაგდება საჭირო არ არის, თუ კვების რაციონი მხოლოდ კვერცხისგან არ შედგება.



3. ხელების მუდმივი დეზიმფექცია


image
ჩვენს ირგვლივ ყველგან ბაქტერიები არის, ამიტომ სტერილური ხელთათმანები უნდა ვატაროთ ან თავი დავანებოთ ხელების გამუდმებით საპნით დაბანას. მუდმივად ხელების სტერილიზაციით, მხოლოდ კანი ზიანდება და მას რეალური შედეგი არ მოაქვს. ხელების დაბანა საპნით მხოლოდ მაშინ არის რეკომენდირებული, როდესაც საკვებ პროდუქტებს ან სახის კანს ვეხებით და რა თქმა უნდა, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ.



4. ერთჯერადი საფენების გამოყენება საპირფარეშოში


image
ეს მავნე არ არის. მაგრამ, ამავდროულად, უსარგებლოა! ბაქტერიისთვის ქაღალდის თხელი ფენა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.




5. უარის თქმა მიკროტალღურ ღუმელზე


image
არანაირი მავნე გამოსხივება მიკროტალღურ ღუმელს არა აქვს და ის არც სასარგებლო ნივთიერებებს ანადგურებს. მიკროტალღური ღუმელი არაიონიზირებული სხივების ერთ-ერთ ფორმას ასხივებს, რომელსაც მოლეკულებზე და ატომებზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია.



6. განტვირთვის დღეების მოწყობა


image
განტვირთვის დღეებს მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, თუ რამე ტოქსიკური პროდუქტი მიირთვით და ორგანიზმს მისი მოცილება უნდა. სხვა შემთხვევაში, განტვირთვის დღეს არანაირი სარგებელი არ მოაქვს.



7. რძის დალევა


image
აქამდე თვლიდნენ, რომ რძე ბუნების საჩუქარი იყო და მასზე ძვირფასი პროდუქტი არ არსებობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის ჩვენი მეგობარი კი არა, მტერი ყოფილა!

ადამიანი – ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც რძეს მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხმარს. ყველამ ვიცით, რომ კატებსაც ძალიან უყვართ რძე, მაგრამ ვეტერინარები პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის რძის მიცემა არ შეიძლება, რადგან რძემ შესაძლებელია თირკმელების დაავადება გამოიწვიოს.

ძუძუმწოვრებს შორის, მხოლოდ ადამიანის რძეში არის ყველაზე ნაკლები რაოდენობის პროტეინი და ყველაზე ნაკლები კავშირი კაზეინსა და შრატს შორის (კაზეინი და შრატი – პროტეინის სახეობებია).

კაზეინის მონელება, რომელსაც ძროხის რძე შეიცავს, სპეციალური ფერმენტით – რენინით ხდება. ამ ფერმენტის გამომუშავება ხბოს კუჭში ხდება. გოჭის კუჭშიც ხდება რენინის გამომუშავება, მაგრამ მას განსხვავებული შემადგენლობა აქვს. ადამიანებში ეს პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს. ბავშვის კუჭში არ გამომუშავდება რენინი და დედის რძის კაზეინის მონელება სპეციალური ბაცილით ხდება, რომელიც დედის ორგანიზმში გამომუშავდება და ბავშვს გადაეცემა რძესთან ერთად.

ამრიგად, ცხოველები რძეს რენინით ინელებენ და ეს რენინი არ გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში. რაც შეეხება ცხოველებს, მათ ორგანიზმში ეს ფერმენტი მხოლოდ ძუძუთი კვების დროს გამომუშავდება. მაგ., ხბო როგორც კი კვების სხვა რეჟიმზე გადადის, აღნიშნული ფერმენტის გამომუშავება წყდება და თუ გავაგრძელებთ მის რძით გამოკვებას, ავად გახდება და შეიძლება, მოკვდეს კიდეც.

რძის მოხმარების ძირითადი პრობლემა კაზეინის ათვისებაში მდგომარეობს. ამ სახეობის პროტეინის შემადგენლობა განსხვავებულია სახეობათა მიხედვით და ერთი სახეობის ძუძუმწოვარს არ შეუძლია სხვა სახეობის კაზეინის სრულად ათვისება. ადამიანის ორგანიზმს აქვს გადაუმუშავებელი პროტეინების ათვისების უნარი. ანტისხეულები, რომელიც ბავშვს დედის რძესთან ერთად გადაეცემა, პირდაპირ სისხლში ხვდება, მონელების გარეშე და იქ რჩება. მოუნელებელი პროტეინების სისხლში გადასვლის თვისება, უფროსების ორგანიზმისთვისაც არის დამახასიათებელი და თუ სისხლში მოხვედრილი პროტეინი არ შეესაბამება ადამიანის ორგანიზმისთვის დამახასიათებელ პროტეინებს, დაიწყება მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება, რომლებსაც შეუძლია უცხო პროტეინებთან ერთად, საკუთარი, მსგავსი სტრუქტურის მქონე უჯრედების დაშლა. რაც ავტოიმუნური დაავადების განვითარებას იწვევს.
რაც უფრო დიდია პროტეინების შემცველობა ცხოველის რძეში, მით უფრო სწრაფად იმატებს წონაში ახალშობილი ცხოველი. ხბო 3-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ადამიანი. ის დაბადებიდან რამდენიმე საათში იწყებს სირბილს და ძროხის რძე, პირველ რიგში ხელს უწყობს მისი კუნთების და ძვლების გამაგრებას.

ადამიანის შემთხვევაში კი, პირველ რიგში თავის ტვინი ვითარდება, რომელიც ცილისგან კი არა, ცხიმებისგან შედგება და მას ცხიმოვანი საკვები ესაჭიროება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან ძროხის რძით იკვებებოდნენ, IQ-ს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე მათ, ვინც დედის რძით გაიზარდა.
ძროხის რძე დიდი რაოდენობით გალაქტოზას (რძის შაქრის ნაწილი) შეიცავს, რომლის ათვისების უნარი, მხოლოდ ბავშვებს აქვთ, რადგან მისი შინაგანი ორგანოების სისტემები ჩამოყალიბების პროცესში არის. ეს ეხება სისტემასაც, რომელიც პასუხს აგებს ინსულინის გამომუშავებაზე და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაზე. ამიტომ, ის შაქარს იღებს როგორც გლუკოზის, ისე გალაქტოზის სახით. გალაქტოზა არის რეზერვი ბავშვის ორგანიზმში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზად გარდაიქმნება. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძუძუთი კვება წყდება, გენი, რომელიც პასუხისმგებელია გალაქტოზას გლუკოზად გარდაქმნის პროცესზე, მუშაობას წყვეტს. ამის შემდეგ, რძის მომხმარებელი ადამიანის ორგანიზმმა არ იცის რა უნდა უყოს რძის გალაქტოზას და იწყებს მის გადანახვას კანის ან კანქვეშა უჯრედებში (ცელულიტი), თვალის არეში (კატარაქტა), სახსრებში, სხვა ადგილებში და შესაბამისად, ვითარდება სხვადასხვა სახის დაავადებები. მათ შორის:

— ქრონიკული დაღლილობა
— თავის ტკივილი
— კუნთების ტკივილი, ძირითადად კისრის, ზურგის და წელის არეში
— ჰიპერაქტიურობა ბავშვებში
— დიარეა
— ალერგია (ალერგიის ცნობილი სახეობების 90% რძით არის გამოწვეული)
— სასუნთქი გზების პრობლემები: ასთმა, რესპირატიული დაავადებები
— ნაადრევი ათეროსკლეროზი
— დიდბეტი: ტიპი 1 და 2
— აკნე (ჩირქოვანი გამონაყარი)
— ართრიტი
— ნერვული დაავადებები, მაგ., სკლეროზი
— დაბალი IQ


მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რძის პროდუქტები უშვილობას იწვევს მამაკაცებში. ხოლო გალაქტოზა, რომელიც საკვერცხეებისკე მიმავალი მილების კედლებზე გროვდება, ქალის უშვილობის მიზეზი ხდება.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კვირაში 3 ჭიქა რძის მოხმარება, 2-ჯერ ზრდის პროსტატიტის კიბოს განვითარების რისკს.

და ბოლოს, 9 თვემდე ბავშვთა სიკვდილიანობა აფრიკაში და ცენტრალურ აზიაში (ქვეყნებში, სამედიცინო მომსახურების დაბალი დონით), იქ, სადაც ძროხის რძეს არ მოიხმარენ, 1, 5%-ია, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც მოიხმარენ – 84, 7%.



8. უარის თქმა ცხიმზე


image
ცხიმი – ყოველდღიური რაციონის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილია და მის გარეშე ადამიანი დიდხანს სიცოცხლეს ვერ შეძლებს. თუ უარს ამბობთ ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებზე, ცხიმიანი თევზი მაინც უნდა მიირთვათ!



9. მიბრუნება, როდესაც ადამიანი აცემინებს ან ახველებს


image
თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ არ იყოთ ავადმყოფთან ერთად, ერთ ოთახში – კარგია. მაგრამ სუნთქვის შეკავებას, იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ოთახში დააცემინა ან დაახველა – აზრი არა აქვს. ავადმყოფობის გამომწვევი მოლეკულები, ხველების ან დაცემინების დროს, ავადმყოფის სასუნთქი გზებიდან, 5 მ/წმ. სიჩქარით მოძრაობენ, ხოლო ერთი დაცემინების (დახველების) დროს, იმდენი მოლეკულა გამოიფრქვევა, რომ პლანეტიე მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულ ადამიანს 2 მოლეკულა შეხვდება.



10. პროფილაქტიკის მიზნით, ანტივირუსული პრეპატატების მიღება


image
დღემდე არ არსებობს, მსგავსი პრეპარატების მიღების, ეფექტურობის სამეცნიერო მტკიცებულება.

1
3152
16-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3152
  
2016, 23 მაისი, 11:34
საინტერესოა
0 1 1