x
image
alex999
Mediator image
ნაცისტების საიდუმლო "ბოროტების ბანაკი" გაიშიფრა!
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც საბჭოთა კავშირს, ასევე ფაშისტურ

გერმანიასაც რამოდენიმე საიდუმლო ბუნკერი გააჩნდა. ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთ

საუკეთესო მეგობარმა პოლონეთში საიდუმლო ბუნკერის გაშიფვრა მოახერხა, რომელიც

კათოლიკური ეკლესიის ქვემოთ 10 მეტრში მდებარეობს.



image


საიდუმლო თავშესაფარი 70 წლის მანძილზე იძებნებოდა. ამ ადგილს აკონტროლებდა

ცნობილი ფრიც ბრახტი, რომელმაც ოსვენციმის ბანაკში გაგაზავნილი ათასობით

იუდეველის დახოცვის ბრძანება გასცა.


image


ნაცისტური ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე

იყო ფრიც ბრახტი. ის დავალებულ დავალებებს საუკეთესოდ ასრულებდა. ჰიტლერმა

მის დასაცავად სპეციალური მიწისქვეშა თავშესაფარი ააშენებინა, რომლის ჭერის

სიგანე 1 მეტრს აღემატებოდა და 200-ზე მეტ ადამიანს იტევდა. თავდაპირველად

ბრახტი ჰიტლერის მებაღე იყო, შემდეგში როგორც იცით მან მოახერხა "ოსვენციმის

მხეცის" სახელწოდების მიღებაც.


image


სამეთაურო ცენტრის ბანაკს "ბოროტების ბანაკს" უწოდებდნენ. 1944 წელს ერთ-ერთ

გერმანულმა გამოცემამ ბანაკის შესახებ გაზეთშიც დაბეჭდა.


image


ამ ყველაფრისდა მიუხედავად, არავინ იცოდა კონკრეტულად სად მდებარეობდა

"ბოროტების ბანაკი"! წლების მანძილზე იძებნებოდა, თუმცა უშედეგოდ...

ჟურნალისტმა ტამზ ბოროვსკამ და სილეზიის უნივერსიტეტის ომის ექსპერტმა,

მიროსლავ ვეცკიმ მოახერხეს საიდუმლო ბანაკის გაშიფვრა.


image


ჟურნალისტმა ბოროვსკამ პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ

კატოვიცეში აღმოაჩინა ბრახტის თავშესაფარი. მან თავის ფოტოაპარატით მთელ

მსოფლიოს გაუზიარა საიდუმლო ბუნკერის ფოტოები...


image


როგორც ცნობილია, მაგ პერიოდის ყველა მღვდელი სიკვდილით დასაჯეს ან

სასიკვდილოდ აწამეს...


image




კიდევ ერთი ისტორიული აღმოჩენა, 70 წლის შემდეგ!


ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი ჯავშანტექნიკა, რომელიც II მსოფლიო

ომის პერიოდში გამოიყენებოდა, შემთხვევით აღმოაჩინეს პოლონეთში, მდინარე

პლიცაზე.


image


მართალია, მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ მძიმე ტექნიკა კვლავ შესაშურად

გამოიყურება...


imageimageimageimageimageimageimageimage


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
1508
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1508
  
2016, 18 მაისი, 12:49
დიდი მადლობა გენაცვალე
2016, 18 მაისი, 12:43
საინტერესო თემა და მშვენიერი სტატია.... ცუდი ის არის, რომ ვერ გავაზიარე :(
0 1 3