x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაცოცხლებული ქვა - გასაოცარი ქანდაკებები, რომელთა რეალობა ჟრუანტელის მომგვრელია
უყურებ ამ სკულპტურებს და ძნელია დაიჯერო, რომ ისინი ქვისგანაა გამოთლილი.


image


სტატუა "უბიწოება", მარმარილო, ანტონიო კორადინი, 1752 წელი, სან-სევეროს კაპელა ნეაპოლში



image


სკულპტურა წარმოადგენს საფლავის ქვას თავად რაიმონდოს დედისა, რომელმაც შვილს სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩუქა (ქალი მშობიარობას გადაყვა).


image



სკულპტურა "პროზერპინას მოტაცება", მარმარილო, ქანდაკების სიმაღლე 2, 95 მეტრი, ბორგაზეს გალერეა, რომი


image

ლორენცო ბერნინიმ ეს შედევრი 1621 წელს შექმნა, მაშინ, როცა ის 23 წლის იყო.

"-მე გავიმარჯვე ქვაზე და შევძელი ის გამეხადა ისეთივე პლასტიკური, როგორც სანთელი, "- სიამაყით ამბობდა სკულპტორი.


image




image


ფრანჩესკო კვიროლოს მიერ შექმნილი ეს სკულპტურა მისი ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. ქანდაკება განსაკუთრებით ძვირფასია მარმარილოსა და პემზაზე შესრულებული უნატიფესი დეტალების გამო ( პემზით შესრულებულია ბადე). კვიროლო გახლდათ ერთადერთი ნეაპოლიტანელი სკულპტორი, რომელიც დათანხმდა ასეთი სამუშაოს შესრულებაზე. ბევრმა ცნობილმა მოქანდაკემ განაცხადა უარი ამ სკულპტურის შექმნაზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ მეთოდით გამოკვეთილი ბადე საჭრეთელის შეხებისთანავე დაიშლებოდა ნაწილებად. მართლაც, დღემდე ვერავინ შეძლო ახსნა, თუ როგორ მოახერხა ოსტატმა ამ გასაოცრად დახვეწილი ორნამენტების პემზაში ამოტვიფრა, თუმცა ფაქტია, რომ ქანდაკებამ უკვე საუკუნეებს გაუძლო.


image


იტალიაში უამრავია ასეთი დახვეწილი, სრულყოფილი ქანდაკებები. განსაცვიფრებელია ის, რომ კუთხეები და ნაყშები ამ ქმნილებებზე შეუძლებელია საჭრეთელით გამოიკვეთოს, მათი გამოყვანა არც თანამედროვე ელექტრობურღითა და საპრიალებელი მანქანით (შლიფოვკითაა) შესაძლებელი. აუცილებლად გაჩნდება სადმე ხარვეზი, ტკეჩი ან უსწორმასწორი ადგილი...მაგრამ არა, ნებისმიერი, სულ მცირე ელემენტიც კი ამ ქანდაკებებზე სრულყოფილად, იდეალურაადაა შესრულებული, თითქოს 3D პრინტერზე ამობეჭდესო და ეს მე-17- მე-18 საუკუნეში, როცა სკულპტორებს უმარტივესი ხელსაწყოების გარდა არაფერი გააჩნდათ.


imageimageimageimage

ოდესმე გინახავთ ასეთი ქანდაკება, ცოცხალი, მბრწყინავი თვალებითა და ხავერდოვანი წარბებით?


image


კაბით, რომელზეც ჩანს არამარტო არშიები, არამედ ნაკერები და ქსოვილის ფაქტურაც კი და ეს კაბა აცვია მარმარილოსაგან გამოქანდაკებულ სხეულს, რომელზეც საოცრად ბუნებრივადაა გამოყვანილი ნაკეცები და გამონაყარიც კი. ამბობენ, რომ თუ ქანდაკებას ახლო მანძილიდან დააკვირდებით, მასზე კანზე არსებულ უმცირეს ფორებსაც კი შეამჩნევთ.


imageimageimage
ამ ქანდაკებას "გოგონა" ჰქვია და ის XIX საუკუნის დასაწყისშია შექმნილი იტალიელი სკულპტორის კვინტილიანა კორბელინის მიერ. ის დგას აპულკაში, გრაფ ვორონცოვის ზამთრის სასახლეში და ჭეშმარიტად წარმოადგენს უდიდეს საგანძურს ხელოვნების ისტორიაში.


image

imageimageimage


თვალები, ხელები, ფეხები, ქსოვილის ფაქტურა, არშიები, ნაკერები...ნუთუ შესაძლებელია ადამიანის ხელმა ეს ყველაფერი ასეთი საოცარი სიზუსტით გამოკვეთოს მარმარილოსაგან? - დიახ, ეს მხოლოდ დიდ ხელოვანებს ხელეწიფებათ.



image




3
722
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
722
  
2016, 19 მაისი, 15:57
მარმარილო ასე ვთქვათ ხელოვანის ხელში კარგად "იკვეთება".
2016, 19 მაისი, 15:52
საოცრებააა, აღფრთოვანებული დავრჩი ამ ქანდაკებების ხილვით..ნეტავ რეალში მანახა...
2016, 19 მაისი, 13:26
მაგარია
0 1 3