x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პოპულარული მკურნალობის მეთოდები,რომელიც რეალურად უშედეგოა
არსებობს რაიმე დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რომლებზეც ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, თუმცა მათი ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია, ან საერთოდ უშედეგო.


ქვემოთ გაეცნობით ბრიტანელი მეცნიერების დასკვნას მკურნალობის რამდენიმე მეთოდზე, რომელზეც თანხის და დროის ფუჭად ხარჯვა არ ღირს.



1-სიროფი ხველების წინააღმდეგ-2014 არაკომერციულმა ორგანიზაცია Cochrane Collaboration-მა ჩაატარა კვლევა, რამაც დაადასტურა, რომ სიროფს არავითარი ეფექტი არა აქვს, არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, არ აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.ეს დასკვა 29 კლინიკური კვლევის ანალიზის შემდეგ გამოქვეყნდა.


image



2)ტაბლეტები ზომიერი დეპრესიის დროს-ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, ფსიქიატრი ჯოან მონკრიფი ამტკიცებს, რომ ზომიერი დეპრესიის დროს ანტიდეპრესანტული ტაბლეტები არ მოქმედებს. საქმე ის არის, რომ დეპრესია ხშირად განიხილება, როგორც დაავადება და არა როგორც ემოციური რეაქცია მძიმე ცხოვრების გარემოების გამო.


თუმცა სამეფო კოლეჯის ექსპერტები და ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ ზომიერი დეპრესიით დაავადებული პაციენტების 50% -იდან 65%-მდე მდგომარეობა უმჯობესდება ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ.

image



3)ფლოსი ანუ დენტალური(კბილის) ძაფი-შარშან ჟურნალმა Journal of Clinical Periodontology -მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ "თითქმის ყველა კლინიკურმა კვლევამ დაადასტურა ფლოსის არაეფექტურობა, "კბილის ძაფი მხოლოდ საჭმლის ნარჩენებს აშორებს კბილებს, ხოლო ლექზე და ღრძილების ანთებისთვის არაეფექტურია, რასაც ვერ ვიტყვით კბილის ჯაგრისზე.


image


4)ნემსების ჩხვლეტა ზურგის ტკივილის დროს-აკუპუნკტურას ზურგის ტკივილის დროს ბრიტანელი ექიმები უკვე აღარ ურჩევენ პაციენტებს, კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პროცედურა არაეფექტურია.


თუმცა ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ლევიტი ამ დასკვნას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ სხვა ქვეყნებში კვლევებმა პირიქით შედეგი აჩვენა.


image



5)ანტიბიოტიკები ყურების ტკივილის დროს-ყურის ინფექციის ორი მესამედი გამოწვეულია ვირუსებით და არა ბაქტერიებით, ამიტომ ანტიბიოტიკებით მკურნალობას შედეგი არ მოაქვს.ჩვეულებრივად ვირუსული ინფექციები თავისით გადის ორგანიზმიდან 48 საათში, ამიტომ ხშირად ექიმები ჩქარობენ რეცეპტის გამოწერას.


image



6)თევზის ქონი გულის დაავადებებისთვის-2012 წელს American Medical Association გაანალიზა 68 000 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც omega-3 fish oil-ს იღებდნენ.ორი წლის განმავლობაში არავითარი ეფექტი არ გამოვლინდა ინფარქტის ან გულის სხვა დაავადებების შემცირების მხრივ.


image





0
306
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0