x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მითების მსხვრევა დაიწყეს

კარგი ამბავია მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, დესერტზე უარს ამბობს!
როგორც ცნობილია, დღევანდელობის ძირითადი ტრენდი – მავნე ჩვევებზე უარის თქმა, კვების სწორი რეჟიმზე გადასვლა და სპორტში ინტენსიური ვარჯიში არის. თუმცა, გაირკვა, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ვიცოდით, არც თუ ისე სწორე ყოფილა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ «იდეალური» არსებობის ზოგიერთი წესი, არაეფექტური არის და ისინი კორექტირებას საჭიროებენ. ამ სფეროში ჩატარებულმა ახალმა აღმოჩენებმა, ჩვენში წლების მანძილზე დამკვიდრებული, ზოგიერთი მითის მსხვრევა გამოიწვია:


მითი № 1. დესერტი – მავნებელია!


image


დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, ისრაელელმა მეცნიერებმა, უარყვეს გახდომის მთავარი პრინციპი – უარის თქმა ტკბილეულზე. მათ, იმის გასარკვევად, თუ რომელი საკვები უწყობს ხელს, ყველაზე მეტად, წონის დაკლების პროცესს, ექსპერიმენტი ჩაატარეს. მასში ერთნაირი წონის ადამიანები მონაწილეეობდნენ, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ორივე ჯგუფი დაბალკალორიულ დიეტის კურსს გადიოდა: პირველ ჯგუფს, ამ დიეტისთვის, ტრადიციული რაციონი ჰქონდა: ხილი, ბოსტნეული, ლობიო, ხორცი და კვერცხი, ხოლო მეორეს, ხსენებულ რაციონთან ერთად, საუზმეზე, დესერტსაც აძლევდნენ. ექსპერიმენტის შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ორივე ჯგუფში, ყველა მონაწილემ თითქმის ერთნაირად დაიკლო წონაში, იმის მიუხედავად, ჭამდნენ თუ არა დილით ნამცხვარს ან ტორტის ნაჭერს. ამასთან, ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მათ ვინც I ჯგუფში იყვნენ, ისევ დაიწყეს წონაში მატება, ხოლო II ჯგუფის მონაწილეების წონა არ შეიცვალა.

ამრიგად, ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცდა, რომ დაბალკალორიული დიეტის დაცვას, არანაირი აზრი არა აქვს და არ არის საჭირო უარის თქმა დესერტებზე. მთავარი მიღებული საჭმლის კალორიები კი არა, მისი რაოდენობა არის.

image

სხეულის ფორმაში მოსაყვანად, საკვებზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის – მიირთვით ყველაფერი, ოღონდ, ცოტა!

imageმითი № 2. ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი პრინციპი – დილით ადრე ადგომა არის.


image
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის ანგარიში, რომელშიც ნათქვამი არის, რომ დილით ადრე ადგომა, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ განაცხადეს, რომ 6.00-დან – 8.00 საათამდე, მაქსიმალური რაოდენობის სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამოყოფა ხდება და ადრე გაღვიძებულ ორგანიზმს, არ აქვს ამ მაჩვენებლის ნორმალიზების უნარი. ამიტომ, კორტიზოლის დონე, მთელი დღის მანძილზე, მაღალია რჩება. რაც ადამიანის ცუდი განწყობოის, სტრესი და დეპრესიის მიზეზი ხდება.

imageადრე ადგომა — სტრესი არის!

imageმითი №3. უცხიმო საკვები = სწორი კვება.


image
ცხიმებზე უარის თქმა – ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, მას შემდეგ, რაც ათეულობით ჩატარებული ექსპერიმენტის მასალები შეისწავლეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უცხიმო საკვების მიღება, უარყოფითად მოქმედებს გულის მუშაობაზე.

იმისთვის, რომ უცხიმო საკვები გემრიელი იყოს, მწარმოებელი კომპანიები, მასში მავნე ნივთიერებებს ამატებენ.

imageცხიმი (მცენარეული, ცხოველური) საჭირო არის ჩვენი ორგანიზმისთვის და მათი საკვებში გამოყენება – ჯანსაღი ცხოვრების წესის, ახალი წესი არის.
imageმითი № 4. სუფთა ჰაერზე გასეირნება ყველასთვის სასარგებლოა.


image
მონრეალის (კანადა) უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი დაზუსტება გააკეთეს:

I. სუფთა ჰაერი ყოველთვის არ არის სუფთა (მაგ., ქალაქში), რადგან მასში შეიძლება იყოს მავნე ნივთიერებები;

II. ჭარბი წონის ადამიანებმა ნაკლები დრო უნდა გაატარონ სუფთა ჰაერზე, რადგან გარეთ ისინი უფრო ღრმად სუნთქავენ. შესაბამისად, ორგანიზმში ჰაერის ჭარბი რაოდენობა ხვდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათ ორგანიზმზე.

imageსუფთა ჰაერი = (ქიმიურად) სუფთა ჰაერი (და არა, ჰაერი სახლის გარეთ).
imageმითი № 5. იმტენსიური სირბილი – ჯანმრთელობის საწინდარია.


image
პენსილვანიის შტატის მეცნიერებმა (აშშ), ჯერ კიდევ 2 წლის წინ, განაცხადეს, რომ ინტენსიური სპორტული დატვირთვა ან საერთოდ, ამ დატვირთვის არ არსებობა, ერთნაირად მოქმედებს ორგანიზმზე. ამასთან, სპოტული ვარჯიშებით მეტისმეტი გატაცება უფრო მავნებელია, ვიდრე პასიური ცხოვრების წესი. ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს მხოლო ზომიერი დატვირთვა. კვლევის თანახმად, ადამიანმა არაუმეტეს 32 კმ. უნდა გაირბინოს, კვირის მანძილზე (დღეში – 4, 5 კმ.).

imageმხოლოდ ზომიერი დატვირთვა არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის!


0
1224
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0