x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კუნძული, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს!
ამ სტატიაში გაგაცნობთ ძალიან საინტერესო, დასახლებულ კუნძულს, სადაც მხოლოდ
6 ოჯახი ცხოვრობს.


პიტკერნის კუნძულები


დედაქალაქი - ედემსთაუნი


მოსახლეობა - 47 ადამიანი



image


პიტკერნის კუნძულებს ასევე მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანასაც უწოდებენ.
რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი ქალაქი, რომელსაც დედაქალაქის სახელწოდება
აქვს და ცხოვრობს მხოლოდ 6 ოჯახი.


image


სამხრეთ წყნარი ოკეანის შუა გულში მდებარე კუნძულს სინამდვილეში ძალიან
საიტერესო და დაუჯერებელი ისტორია გააჩნია...


image


ისტორია ასე იწყება:


1790 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო გემზე დაიწყო აჯანყება.
მეზღვაურებმა გემი ხელში ჩაიგდეს. აჯანყება შედეგიანი გამოდგა, თუმცა
სახლში დაბრუნების შანსი აღარ არსებობდა. სიკვდილს გადარჩენილი მეზღვაურები
თავს უკაცრიელ კუნძულს შეაფარებენ, რომელიც რუკაზეც კი არ ჩანს, შემდეგ
სამხედრო საზღვაო გემსაც მთლიანად დაწვავენ...


image


კუნძულზე გასულ მეზღვაურების რაოდენობა 8-ს არ აღემატებოდა. სანამ კუნძულზე
გავიდოდნენ თან გაიყოლეს 12 ტაჰიტელი ქალი და 8 მონა მამაკაცი. მთლიანად
ჯამში 28 ადამიანისგან შედგებოდა კუნძულის პირველი მოსახლეები.


image


მეზღვაურებს კუნძულზე ქრისტიან ფლეტჩერი უხელმძღვანელებს. კუნძულზე
დაბადებული პირველი ბავშვიც მისი შვილი - Thursday October Christian იყო.
წლების განმავლობაში აჯანყებულები კუნძულზე არსებობას ახერხებდნენ, როდესაც
პატარა ქრისტიანი 41 წლის გახდა, მან 10 კუნძულელთან ერთად ტაჰიტიში
გადაცხოვრება სცადა...


image


მცდელობა კრახით დასრულდა. პიტკერნის კუნძულებზე საკვები თითქმის აღარ
მოიპოვებოდა. ტაჰიტიში მგზავრობისას მათ შეეყარათ განუკურნებელი ვირუსი და
ადგილზე მისვლისთანავე გარდაიცვალნენ.


image


პიტკერნის კუნძულები შედგება 4 კუნძულისგან. ესენია: პიტკერნი, ჰენდერსონი,
დუჩი და უენო. მაგრამ პიტკერნის გარდა არცერთ კუნძულზე სიცოცხლე არ არის.


image


ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ მოშორებულ და წყნარ კუნძულზე სამართლიანი ცხოვრება
იქნება... მაგრამ არც ისე! 1996 წელს კუნძულზე იმოგზაურა ექსპერტმა, რომელმაც
აღმოაჩინა, კუნძულის მამაკაცები სექსუალურ ძალადობას იყენებდნენ
არასრულწლოვანი გოგონების მიმართ. 8 წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, 2004
წელს ახალ ზელანდიის სასამართლომ 6 კუნძულელ მამაკაცს თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯა.


image


47 კილომეტრ-კვადრატიანი კუნძულს საკუთარი დამწერლობა და ენა აქვს.
ისინი საუბრობენ პიტკერნულად, რომელიც ოდნავ განსხვავდება ინგლისურისგან.


image


2009 წელს მეცნიერთა ჯგუფი გაემგზავრა პიტკერნის კუნძულებზე. ისინი ვარაუდობნენ
რაიმე საინტერესოს აღმოჩენას, თუმცა კუნძულზე ისტორიული ან მნიშვნელოვანი
აღმოჩენა არ განხორციელებულა.


imageimageimageimageimageimage



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

7
518
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
518
  
2016, 12 ივნისი, 15:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 19 მაისი, 16:44
:*
2016, 19 მაისი, 16:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 მაისი, 15:58
სპს
2016, 16 მაისი, 15:58
დიდი მადლობა ჩემო სტიმულო, გენაცვალე გაიხარე.:-* ჩვენ ერთი გუნდი ვართ:-*
2016, 16 მაისი, 15:04
კარგია
2016, 16 მაისი, 12:07
ავტორი რო არ ეწეროს, თემაზე მაინც მიხვდები, რომ შენი სტატიაა :) მშვენიერია და გავაზიარე რა თქმა უნდა.
0 1 7