x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გარდაიცვალა "კასაბლანკას" უკანასკნელი მსახიობი
image


92 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მადლენ ლებო(madeleine lebeau), უკანასკნელი მსახიობი, რომელიც ლეგენდარულ, კლასიკად ქცეულ ჰოლივუდის ფილმ "კასაბლანკაში" თამაშობდა.


1942 წლის მელოდრამა "კასაბლანკაში" ლებო თამაშობდა ივონს, მთავარი გმირის, რიკის(მსახიობი ჰამფრი ბოგარტი) მიტოვებულ საყვარელს.


ერთ-ერთ სცენაში ის ცრემლმორეული ყვირის "გაუმარჯოს საფრანგეთს", რის შემდეგაც, რიკის კლუბის სტუმრები იწყებენ "მარსელიოზას" შესრულებას, რომ ჩაახშონ გერმანელი ოფიცრების სიმღერა.



მადლენ ლებო 1923 წელს დაიბადა პარიზის მახლობლად, 1940 წელს იძულებული იყო ქმართან ერთად გაქცეულიყო გერმანელების მიერ ოკუპირებული საფრანგეთიდან.

image

მადლენ ლებო "კასაბლანკას" გარდა კიდევ ორ ამერიკულ ფილმში თამაშობდა.


1963 წელს მან ითამაშა ეპიზოდური როლი ფედერიკო ფელინის კინოკლასიკაში "რვანახევარი".



"კასაბლანკა" — 1942 წლის ამერიკული რომანტიკული დრამა.დამდგმელი რეჟისორი მაიკლ კერტისი.ამერიკის და მსოფლიო კინომატოგრაფიის ისტორიაში აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად.


MDb-რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 250 საუკეთესო ფილმების სიაში "კასაბლანკა" ტოპ-30 -ში მოხვდა.


2005 წლის გამოკითხვის შედეგად "ყველაზე პოპულარული ფრაზები ფილმებიდან" "კასაბლანკამ" პირველი ადგილი დაიკავა.


2006 წელს ფილმ "კასაბალანკას" სცენარი დასახელდა საუკეთესოდ აშშ-ს კინოისტორიაში.


ფილმი 1944 წელს დაჯილდოვდა სამი "ოსკარით"(საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.)


0
134
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0