x
image
beko777
სასექტემბრო სტუდენტური, მუსიკალური ზეიმი ხობში
imageსაქართველო ბოლო ათწლეულია მოკლებულია საინტერესო, ხარისხიან და ხალხისთვის მისაღებ მუსიკალურ ღონისძიებებს, თუმცა იყო პერიოდული გამონათებები მუსიკალურ სამყაროში, რომლებსაც ერთჯერადი ხელსახოცის ფუნქცია ქონდათ და უამრავი კორუფციული გარიგების და "მახინაციის" ჭაობი იყო, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, რომ საქართველოში არსებობს და კიდევ შემორჩა ხალხისთვის შექმნილი ფესტივალები ან საკონცერტო ღონისძიებები, რომელთა შორის ერთ-ერთი წარმატებული ხობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომლის დამფუძნებელი პარლამენტის დეპუტატი, ხობელი გოდერძი ბუკიაა, სწორედ მისი და მისი გუნდის ორგანიზებით ტარდება ხოლმე ყოველ მეორე წელს "მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი", იგივე "ხობის ფესტივალი" - იგი შარშან 2015 წელს ჩატარდა ხობში და საორგანიზაციო კომიტეტი უკვე იმ დროიდან ემზადება 2017 წლის ფესტივალისთის. თუმცაა...

image
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ხობი" ახალ ინიციატივას გვთავაზობს - ხობის ფესტივალებს შორის ჩატარდეს სტუდენტური ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა პედაგოგები.


აღნიშნული სტუდენტური ფესტივალის იდეა ეკუთვნიას საქართველოს თეატრისა და კინოს ასოცირებულ პროფესორ ნინო სიხარულიძეს და ახალგაზრდების ჯგუფს.
imageფესტივალის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე ქართული სიმღერისადმი მომავალი თაობის ინტერესის გაზრდას.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ხობი", მისი პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ბუკია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტური თვითმმართველობები.
ფესტივალის მასპინძელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ხობის მუნიციპალიტეტი.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები. ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიზანი კი, ფესტივალის შემოქმედებითი მხარე - სიმბოლიკის შექმნა, მხატვრული გაფორმება, რეჟისურა, საფესტივალო ალბომი და სხვა მიმართულებები, მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა მიერ.
სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ცნობადობის ამაღლებისთვის გამოიცემა სპეციალური ალბომი.
სტუდენტური ფესტივალი იქნება ორდღიანი (2016 წლის 23-25 სექტემბერი). ახალგაზრდები იცხოვრებენ ოჯახებში, გაეცნობიან ამ კუთხის წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, დაათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ექნებათ ერთმანეთის გაცნობის, გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს მათ სტუდენტურ ცხოვრებას.


image


image

image

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0