x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
შვიდი უნიკალური სხეული, რომელთაც დაამსხვრიეს სპორტული ფიგურის ყველა სტერეოტიპი
ქალის მთავარი ძალა ნუთუ მისი სუსტი სქესია? იქნებ ასეც არის, თუმცა როდესაც წარმოგიდგენთ ამ შვიდეულს, ადვილად მიხვდებით მათი ძალა რომ სწორედ მათივე სხეულშია.


მაშასადამე, ჟურნალმა Elle-მ აკინძა ის შვიდი მანდილოსანი, რომელთაც უყვართ პროდუქტიული მოგზაურობა სპორტ დარბაზში. ჯერ თუ არ დაგიწყიათ, იქნებ სწორედ ეს გახდეს თქვენთვის სტიმული და მოემზადოთ პლაჟის სეზონისთვის.


წარმოგიდგენთ შვიდ უნიკალურ სხეულს ინდოეთიდან, რომელთაც დაანგრიეს სპორტული ფიგურის ყველა სტერეოტიპი:



1. Bani J. 28 წლის, მსახიობი. ბანიმ ვარჯიში 19 წლის ასაკში დაიწყო. "მე ვამაყობ ჩემი სხეულით. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამის მიღწევა, უბრალოდ გაიქარწყლეთ ეჭვი და მოახდინეთ კონცენტრაცია მხოლოდ მთავარზე"- ამბობს მსახიობი ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუს დროს.


image




2. Nilparna Sen. 23 წლის, "ტრენერი" (მწვრთნელი) და მენეჯერი. "სულაც არ ვფიქრობ, რომ სხვა ნებისმიერი ადამიანი იმაზე მეტ ენერგიას გრძნობდეს საკუთარ სხეულში, რამდენსაც მე. როდესაც ვიგრძენი პირველი დადებითი შედეგი, მაშინ დავრწმუნდი თუ რატომ მინდოდა ფორმაში ყოფნა"- ამბობს ნილფარნა.

image




3. Ayesha Billimoria. 29 წლის, ფიტნეს ტრენერი და სპორტსმენი. "13 წელი დამჭირდა ამ შედეგის მისაღწევად"- ამბობს სპორტსმენი.

image




4. Natasha Noel. 23 წლის, იოგას ინსტრუქტორი. "მაქვს მკერდი და თეძო, დიახ მე ვარ ქალი, თუმცა ვარ ძლიერი და ვამაყობ ამით"- ამბობს ნატაშა.

image




5. Shweta Sakharkar. 25 წლის, ბოდიბილდერი. "დედაჩემი 45 წელი ვარჯიშობდა, რამაც მაიძულა დამეპყრო ახალი სიმაღლეები"- ამბობს ბოდიბილდერი სვეტა.

image




6. Navreet Josan. 30 წლის, ვიზაჟისტი. "ძალიან ვამაყობ ჩემი სხეულით, ბეჭები და კუნთები- ყველაფერი ასხივებს სილამაზეს. ამ შედეგს კი სრული დატვირთვის შედეგად მივაღწიე, რისი მიღწევაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია თუ მოინდომებთ"- ამბობს ვიზაჟისტი.

image




7. Rashi Chowdhary. 31 წლის, დიეტოლოგი. "როდესაც ვვარჯიშობდი, კმაყოფილებას განვიცდიდი, რადგან ჩემს სფეროში მხოლოდ მასშტაბების მოშორებას ვასწავლიდით, თუმცა ეხლა მივხვდი, რომ კუნთების მასა ყველაზე მნიშვნელოვანია"- ამბობს რაში.

image


გამომცემლობა Elle-მ ეს პროექტი განახორციელა რათა დაენახვებინა საზოგადოებისთვის, რომ პრიალა ჟურნალების გარეკანებს სწორედ მსგავსი, ბუნებრივი და მადისაღმძვრელი სხეულის მქონე მანდილოსნები უნდა ამშვენებდნენ.

0
1280
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0