x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
1981 წლის 13 მაისი-35 წელი უდიდესი საფეხბურთო გამარჯვებიდან
image


დღეს 13 მაისს, 35 წელი გავიდა ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვებიდან.დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამომ" 2:1 დაამარცხა იენის "კარლ ცეისი"...


გუშინდელ დღესავით მახსოვს ეს დღე....17 წლის ვიყავი, თამაშის დამთავრებისთანავე რამდენიმე თანაკლასელი შევიკრიბეთ და გვიან ღამით "დინამოს" სტადიონზე გავემართეთ..გზად მთელი ქალაქი გუგუნებდა, დაახლოებით 15 ათასამდე კაცი შეიკრიბა სტადიონზე....ადმინისტრაციამ პროჟექტორები ჩართო, ბევრი მანქანით იყო შემოსული სტადიონის ტერიტორიზე და კაპოტზე 20 ლიტრიანი ბოცებიდან ღვინოს სთავაზობდა გამვლელებს "დაგვილოცეთ დიდი გამარჯვება და ჩვენი ბიჭები"...


გვიან ღამით წერეთლის გამზირს ფეხით გავუყევით..ხალხი ქუჩებში იყო გამოფენილი, ეს იყო სახალხო სეირნობა უბედნიერი სახეებით, სიყვარულით და სითბოთი აღსავსე..გზადაგზა სახელდახელო სუფრები იყო გაშლილი(ძირითადად ავტომობილებზე)....სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, ასეთი თბილი, ერთსულოვანი, სიკეთით და სიყვარულით აღსავსე ქართველი ერი(და არა მარტო ქართველი) არ ყოფილა არასდროს..მით უმეტეს დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ პერიოდის ქართველობიც ნატამალიც აღარა გვცხია, თითქოს 180 გრადუსით შემობრუნდა ყველაფერი და გარშემო ბოღმა, შური, ბოროტება და სისასტიკის კორიანტელი დგას...



მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, 1981 წლის 13 მაისის ღამეს არცერთი წვრილმანი ხულიგნობა და ქურდობა არ მომხდარა თბილისშიო....



5
326
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
2016, 27 მაისი, 16:28
არსებობს კი დღეს საქართველოში ფეხბურთი?
2016, 27 მაისი, 10:28
აბა თანამედროვე ქართული ფეხბურთის ყურებას "სვარკის" ყურება სჯობია.. :))
2016, 26 მაისი, 17:51
ისევ წარსულით თუ გავიხალისებთ აწმყოს თორე ეხლა თოFაძე მეჭიაურის მეთი გასართობი არაფერია :)))))))))))
2016, 13 მაისი, 13:44
სამწუხაროდ მაშინ დაბადებულიც კი არ ვიყავი, მაგრამ მე რაც მინახია ამ გუნდზე ეს იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავების კრებული.
2016, 13 მაისი, 9:25
ცრემლი მომერია...ისეთი საქართველო ალბათ აღარასოდეს დაბრუნდება :(
0 1 5