x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იცი?

იცი?! უშენობა ვერ შევძელი
ისევ მომელანდე გუშინ ღამე,
მეტი რაღა გითხრა გუშინდელზე,
მე ხომ სულ უთქმელად მომენატრე,
ისევ ის ფიქრები მომეძალნენ,
როცა ერთად ყოფნას ვოცნებობდით,
მერე ისევ ფიქრით მომეხმარნენ,
დარდებს გასაქანი რომ არ მისცეს,
ისევ ოცნებებში ჩავიძირე,
თითქოს ნასვამივით დავიძინე,
მაგრამ სიზმრად მაინც დამესიზმრე,
ვხვდები ვერასოდეს დაგივიწყებ,
გულში სამუდამოდ ჩამეყინე,
ისე ძველებურად ვსევდიანობ,
გულის კედლებს სევდა ეხეთქება,
მე კი გავუძლებ და არ შევიმჩნევ,
მაგრამ ვფიქრობ შენ რა გეშველება,
ისევ მოლოდინით დამიცადე,
შენ ხომ ფიქრი ასე გეხერხება,
გულს არ გაიტეხავ ისევ ვიცი,
ჩემთვის სხვა არავინ გემეტება,
ტუჩის ბაგეს ისევ დაიკბენ და,
ვიცი ისევ ჩემი თავი გახსენდება,
ვიცი შენებური მონატრება,
არასდროს არ მოძველდება,
შენი დარცხვენილი საუბარი,
მეც კი არასოდეს მომბეზრდება,
უკვე გაპატიე ჩემო თბილო,
შენი ასე ცუდი მოქმედება,
ვიცი განშორება არ გინდოდა,
ვიცი რაღაც მოხდა უჩვეულო,
და არ მინდა რომ ოდესმე ისევ გაიუჩემურო...image

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მსხილაძე
მარიამ მსხილაძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0