x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვინსენტ ვან გოგი - გენიალური მხატვარი (გაიცანით მისი შემოქმედება)
image
ვინსენტ ვან გოგის ტრაგიკული ცხოვრება დღეს პოპულარულია, როგორც რომელიმე ლეგენდა, რომელიც ადამიანებს უფრო მეტად სჭირდება ვიდრე მისი ვარსკვლავებისა და მზესუმზირების კაშკაში. მშიერი, თითქმის ღატაკური ცხოვრება და დამცირება თანამედროვეების მხრიდან მეოცე საუკუნეში მსოფლიო აჟიოტაჟად და ინტერესებად გადაიქცა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვან გოგმა მხოლოდ ერთი ნახატი ("წითელი ვენახები არლეში") გაყიდა, ზუსტად 100 წლის შემდეგ კი კრისტის აუქციონზე მისი ნახატი ("დოქტორ ჰაშეს პორტრეტი") 82, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ თაყვანისცემის ფონზე იკარგება თვითონ მხატვრის სახე: ძლიერი და სუსტი ერთდროულად, რომელმაც თავისი გზა დედამიწაზე სასოწარკვეთილებითა და თვითმკვლელობით დაასრულა. ვან გოგომა მხოლოდ და მხოლოდ 37 წელი იცხოვრა, რომელთაგან დაახლოებით ბოლო 7 წელი მიუძღვნა მხატვრობას. თუმცა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა გამაოგნებელია... ეს არის ათასობით ნახატი და თითქმის ამდენივე ფერწერული ტილო, რომლებიც მისი პოტენციალის ვულკანური ამოფრქვევის შედეგია, რომლის დროსაც მხატვარი დღის განმავლობაში 1-2 ნახატს ქმნიდა. ვან გოგი იყო ბოლო ჭეშმარიტად დიადი ხელოვანი ისტორიაში, მიუწვდომელი მაგალითი სხვებისთვის, რომლის თავდაუზოგავი და გმირული ხელოვნება, როგორც ლამპარი, როგორც ცისარტყელას ანათებს ახლა კაცობრიობისათვის. მისი სურათები არის განსაცვიფრებელი, სიყვარულით და ტანჯვით სავსე დიალოგი - საკუთარ თავთან, ღმერთთან, მსოფლიოსთან...

მაშ ასე, მოდით გავიცნოთ მისი შემოქმედება:

"კარტოფილის მჭამელები" - შექმნილია 1885 წელს. სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული და ასახავს ღარიბი გლეხების ცხოვრებას.

imageვარსკვლავებიანი ღამე - შექმნილია 1889 წელს, როდესაც ვან გოგი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა. აქ გადმოცემულია ადამიანის წარმოსახვის უნარის მთელი სიძლიერე. ინახება ნიუ იორკის მუზეუმში.


"ირისები" - შედევრი ისეა შექმნილი, რომ მაყურებელი თითქოს თვითონ იმყოფება მდელოზე და ყვავილების სილამაზით ტკბება. აღნიშნული ნამუშევარი 50 მილიონ დოლარად გაიყიდა.image


"წითელი ვენახები არლეში" - ერთადერთი ნაშრომია, რომელიც მხატვრის სიცოცხლეში გაიყიდა.image


"ღამის ტერასა კაფეში" - ეს ნახატი კიდევ ერთხელ გვანახებს მხატვრის აღფრთოვანებას ღამით. image


"ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურითა და ჩიბუხეთ" - აღსანიშნავია, რომ ვან გოგს უამრავი ავტოპორტრეტი აქვს შექმნილი. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეგობართან ჩხუბმა აიძულა მხატვარი ყურის ბიბილო მოეჭრა. სორედ ასეთი დასახიჩრებული და ავადმყოფობით დაღლილი წარსდგება ის ამ პორტრეტზე.image


"ლარნაკი 12 მზესუმზირით" - არლი, იანვარი 1889 წელი. image


"დოქტორ ჰაშეს პორტრეტი" - ყველაზე ძვირად 82, 5 მილიონ დოლარად გაყიდული ნახატია.image


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
2141
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
2141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0