x
image
ციცი
ნუკა ყარალაშვილის ემოციური მიმართვა-"მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე..."(+ფოტოები)

image
უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მოდელმა, "მის საქართველო 2015"-ის გამარჯვებულმა ნუკა ყარალაშვილმა ტელეკომპანია იმედის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ტელეშოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტი დატოვა. მისი მეწყვილე მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე იყო. აუტსაიდერებში იგი მომღერალ ლიზა ყენიასთან ერთად მოხვდა(ლიზა უკვე ორჯერ იყო აუტსაიდერი) და მაყურებელთა გადაწყვეტილებით პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გააგრძელებს შემდეგ ტურში ცეკვას.

მოდელი ნუკა ყარალაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც იგი მადლობას უხდის თავის გულშემატკივრებს და ტელეკომპანია იმედს, ხოლო დარჩენილ კონკურსანტებს გამძლეობას და წარმატებას უსურვებს:



"ჩემო გულშემატკივრებო, უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის... ვერ ვიტყვი, რომ იმედი გაგიცრუეთ, მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე... განსაკუთრებული მადლობა მინდა ტელეკომპანია იმედს და მის შემოქმედებით ჯგუფს გადავუხადო, იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რაც პროექტში ყოფნისას მივიღე.
ასევე მადლობა მათ, ვისაც არ მოვწონდი და აქტიურად მაკრიტიკებდნენ, ისინი მე დამატებით ძალას მაძლევდნენ.
სამწუხაროდ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს თუ როგორი სტრესულია პროექტში ყოფნა, რაც თავისთავად ცეკვაზეც აისახება... რაც მთავარია ვისიამოვნე, ცეკვა ვისწავლე, გავერთე და შევიძინე კარგი მეგობრები. დარჩენილ კონკურსანტებს კი გამძლეობას და წარმატებას ვუსურვებ... ცეკვავენ ვარსკვლავები..."imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
735
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0