x
image
მანჩო 777
ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებმაც თავიანთ მშობლებს სირცხვილი აჭამეს
პაპარაცები ამ გოგონებითა და ბიჭებით არანაკლებ ინტერესდებიან, ვიდრე მათი მშობლებით და ეს იმიტომ, რომ ისინი ნამდვილი ხულიგნები (ზოგჯერ კი სერიოზული დამნაშავეებიც) არიან. თავიანთი მცირე ასაკის მიუხედავად, ცნობილების შთამომავლებმა უკვე მოასწრეს არაერთხელ აღმოჩენილიყვნენ სკანდალების ცენტრში და შეერცხვინათ თავიანთი დედები და მამები.

დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება უცხოელი ვარსკვლავების შვილებზე, რომლებმაც საკუთარ მშობლებს დიდი სირცხვილი აჭამეს.


image




მაიკლ დუგლასი და მისი შვილი კემერონი


image

2009 წელს მსახიობის უფროსი ვაჟი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სერიოზული დანაშაულის გამო: ბიჭი ნარკოტიკებით ვაჭრობდა. კემერონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მაშინ დააკავა პოლიციამ, როცა ის ნარკოტიკს ყიდდა. თავდაპირველად კემერონს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის კამერაში ჰეროინის სერიოზული დოზა იპოვეს, პატიმრობა კიდევ 4, 5 წლით გაუგრძელეს. განსასჯელის ცნობილი მამა არაერთხელ ეცადა მიეღწია განაჩენის გადახედვისათვის, მიუთითებდა რა საჩივარში, რომ 10 წელი-ძალიან ბევრია იმ ახალგაზრდა კაცისათვის, რომელიც ძალადობასა და სხვა ადამიანებზე თავდასხმაში არ ყოფილა შემჩნეული, თუმცა კინოვარსკვლავის ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. ერთადერთი, რის მიღწევაც მოახერხა მაიკლმა- მისი შვილი ერთადგილიან კამერაში გადაიყვანეს.


image


"მე იმედგაცრუებული ვარ ჩემი შვილის გამო; იმედგაცრუებული ვარ კანონის გამო, რომელიც მის მიმართ ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა, თუმცა მე ვთვლი, რომ ამჟამად ციხე-ერთადერთი ადგილია, სადაც ის დაფიქრდება ბევრ რამეზე და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, "- განაცხადა მსახიობმა რამოდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.



ჯეკი ჩანი და მისი შვილი ჯეისი


image
მსგავს ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა ჯეკი ჩანის ვაჟი ჯეისიც. 2014 წელს პეკინის პოლიცამ ჯეისი ჩანი თავისსავე ბინაში დააკავა. მის სახლში სამარათალდამცველებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და რამოდენიმე ახალგაზრდა იპოვეს, რომლებიც ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.


image


სასამართლომ ჯეისის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 3000 დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ცნობილ მამიკოს არ უცდია სასამართლოს განაჩენში ჩარეულიყო და რაიმე ეღონა შვილის დასახსნელად.



უილ სმიტი და მისი ქალიშვილი უილოუ


image

ჰოლივუდთან მჭიდრო სიახლოვემ ჯერ კიდევ სულ მცირე ასაკიდან მეტად ცუდი ზეგავლენა მოახდინა პატარა უილოუს ქცევებზე. ორი წლის წინ ცნობილი მსახიობის გოგონამ (მაშინ ის მხოლოდ 13 წლის იყო) თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის იყო გადაღებული საწოლში თავისი ძმის ნახევრადშიშველ მეგობარ ბიჭთან ერთად.


image


მას შემდეგ, რაც ფოტომ დიდი ხმაური გამოწვია და ის უამრავი ჟურნალის და ტაბლოიდის გვერდებზე აღმოჩნდა, უილ სმიტის მისამართით წამოვიდა საყვედურების მთელი კასკადი. ბევრი თვლიდა, რომ ცნობილი მამიკო ყურადღებას არ აქცევდა შვილს და მას ზედმეტის უფლებას აძლევდა.



ბრუს უილისი და მისი ქალიშვილები სკაუტი და ტალულა


image

ბრუს უილისის და დემი მურის შუათანა ქალიშვილმა სკაუტმა გასულ წელს ნამდვილი სკანდალი მოაწყო: მან ნიუ-იორკის ქუჩებში წელსზევით შიშველმა გაისეირნა. გოგონამ რამოდენიმე ქუჩაზე ფეხით გაიარა და ორიოდე მაღაზიაც მოინახულა.

ქალაქის ქუჩებში ნახევრადშიშველი გასეირნების ფოტოანგარიში სკაუტმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.


image


თუმცა ქალაქში შიშველი სიარული სკაუტის ერთადერთი თამამი გამოხტომა როდია. ერთხელ მან ქსელში თავისი ცნობილი მამის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბრიუსი ქალის ხალათში, მყვირალა ფერის პარიკსა და თმის სახვევებშია გადაღებული. "ხუთი ქალიშვილის შემქმნელი"- ასე დაასათაურა ეს ფოტო უკომპლექსო გოგონამ.


image


ბრიუსს კიდევ უფრო მეტი თავსატეხი მეორე ქალიშვილმა - ტალულამ გაუჩინა. გასულ წელს ის კოკაინის მოხმარებაში იქნა შემჩნეული, რის შესახებაც დაუყონებლივ მოახსენეს მამამისს.


image


ბრიუსი ამ ამბავმა საშინლად განარისხა, მან დასჯის მიზნით გოგონას ჯიბის ფულის მიცემა შეუწყვიტა, შემდეგ კი იძულებით გაგზავნა ნარკოლოგიურ ცენტრში სამკურნალოდ.





2
2496
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2496
  
2016, 12 მაისი, 23:07
ნუ, ეგ ეგრე იქნება ასიანი :)
2016, 12 მაისი, 12:49
ბრიუს ვილისის "ქალიშგვილები" არა მგვონი ქალიშგვილები იყგვნენ
0 1 2