x
image
alex999
Mediator image
შოკისმომგვრელი ფაქტი გოგონების საპირფარეშოში!
შოკისმომგვრელი ფაქტი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან! 3 გოგონამ საპირფარეშოში 16 წლის თანაკლასელი გოგონა ცემით მოკლეს...


image



უბედური შემთხვევა განვითარდა აშშ-ს დელავერის შტატში მდებარე უმაღლეს

სკოლაში - Howard High School of Technology, სადაც X-ე კლასის მოსწავლე

გოგონებმა, 16 წლის თანაკლასელი - ემი ინიტა ჯოინერ-ფრენცისი სკოლის

საპირფარეშოში ცემით მოკლეს.


Dailymail-ის ცნობით, თანაკლასელებს შორის დაძაბული სიტუაცია 2 კვირის

წინ დაიწყო, როდესაც მსხვერპლ ჯოინერ-ფრენცისმა რომანი გააბა ტრინიტი

ქერის შეყვარებულთან. ამ მოვლენის შემდეგ, თანაკლასელებს ხშირად

მოსდიოდათ უთანხმოება, რაც ეგრედწოდებულ "საქმის გარჩევამდე" მიდიოდა.


მკვლელობის დღეს, ტრინიტი ქერმა და მის ორ მეგობარმა(ზიონ სნოუ და

შახეირა ვრაითი) მსხვერპლი ჯოინერ-ფრენცისი სკოლის საპირფარეშოში

დაიბარეს. თანაკლასელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამძაფრდა

და ჩხუბში გადაიზარდა.


ტრინიტი ქერმა, ზიონ სნოუმ და შახეირა ვრაითმა, 16 წლის თანაკლასელი

ცემით მოკლეს. ექსპერტების ცნობით, გოგონას გული გაუჩერდა. ხმაურით

დაეჭვებულ სხვა კლასის გოგონებმა, სკოლის სასწავლო ნაწილს მიმართეს,

რომლებიც ამ საზარელ ფაქტს შეესწრნენ.


დელავერის შტატის უზენაეს სასამართლომ, მკვლელ ტრინიტი ქერს 8 წლით

თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს: ზიონ სნოუს

და შახეირა ვრაითს 1-1 წლით. ამასთან ერთად თანამზრახველებს ფულადი

ჯარიმაც დაეკისრათ 50 000 დოლარის სახით და სამუდამოდ განათლების

სფეროებს მოაშორეს.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
2024
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2024
  
2016, 10 მაისი, 13:28
ცოტა მიუსჯიათ. ამბიციური და თავზეხელაღებული თაობა...
0 1 2