x
image
მანჩო 777
იმ ქარცეცხლიან დღეთა მოსაგონებლად - ფოტორეპორტაჟი ბრძოლის ველიდან
მოგეხსენებათ, რომ 9 მაისს მთელი მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე მოსახლეობა ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - დღეს, როცა საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი და რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს, თუმცა მანამდე იყო სისხლიანი და ცრემლიანი, უმძიმესი ოთხი წელი.

აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე ფოტოკორესპოდენტებიც იბრძოდნენ. მათი გაბედული და რისკიანი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს, გამარჯვებიდან 71 წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ხდებოდა იმ ქარცეცხლიან დღეებში.

დღევანდელ ფოტოკოლაჟში წარმოდგენილი ფოტოსურათები ასახავს ომის დროს მიმდინარე მოვლენებს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მტრის ზურგში.


image





ჯარისკაცები ცდილობენ მტრის ცეცხლს გაექცნენ (ომის პირველი დღე)


image


გერმანელების ალყა ბრესტზე 1941 წლის ივლისში


image


პირველი ბრძოლა სამხრეთის ფრონტზე


image


ბავშვები დაბომბვას ემალებიან და შიშით იყურებიან ცაში


image


ტულის მუშათა ბატალიონის მსროლელი


image


საბჭოთა მებრძოლები ცდილობენ მტრის თვითმფრინავის ჩამოგდებას შაშხანებიდან ნასროლი ტყვიებით


image


მოსკოველები საჰაერო თავდასხმას მეტროსადგურ "მაიაკოვსკაიაში" ემალებიან, 1941 წელი


image


გერმანელების არტილერია სმოლენსკთან, 1941 წელი


image


ტყვედ ჩავარდნილი წითელარმიელები, 1941 წელი


image


სატანკო არმიის მეთაური ბრძანებას გასცემს


image


საბჭოთა კავშირის მარშალი ბუდიონი წითელ მოედანზე, 1941 წელი


image


ბრძოლა დონეცკთან, 1942 წელი


image


დასავლეთის ფრონტი, 1941 წლის ოქტომბერი


image


ხიდის სწრაფი ტემპით მშენებლობა დონზე, 1942 წელი


image


ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი


image


ბრძოლა ქერჩის ნახევარკუნძულზე


image


ჰიტლერი და მუსოლინი აღმოსავლეთის ფრონტზე, პოლტავა, 1942 წელი


image


ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაში ბავშვები უფროსებს ცვლიან ჩარხებთან, 1942 წელი


image


გერმანელი სამხედრო ტყვეები, 1942 წელი


image


სევასტოპოლის შტურმი


image


ფაშისტების მიერ დახვრეტილი კიეველების სხეულები


image


შეტევაზე


image


ტანკების კოლონა გამანადგურებლების დაცვის ქვეშ


image


რუსი მაიორი


image


ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის ზეიმი, 1943 წლის 18 იანვარი


image


ქალაქი ბრიანსკი ორი წელი იმყოფებოდა ოკუპანტების ბლოკადის ქვეშ. ქალაქის განთავისუფლების ზეიმი


image
ხარკოვის განთავისუფლება, 1943 წლის აგვისტო


image


კინოსეანსი ბრძოლის ველზე


image


ომის ბავშვები


image



p.s. ვისურვებდი, რომ არასოდეს აღარ იყოს ომი, არ ტიროდნენ დედები, ცოლები, შვილები, დები, ძმები... ვისურვებდი, რომ სიკეთე იმარჯვებდეს ბოროტებაზე და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხებს მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვროთ!






8
168
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
168
  
2016, 10 მაისი, 23:37
არა ეგ "ლემენცი" იქნება. :)
2016, 10 მაისი, 23:32
დისლიაქის ავტორი პაციფისტი ნამდვილად არაა :)
2016, 10 მაისი, 23:27
დიდი ბაბუა კი დაბრუნდდა, მაგრამ მთელი ცხოვრება კოჭლობდა მისი უფროსი ძმა კი უგზოუკვლოდ დაიკარგა უკრაინაში.
2016, 10 მაისი, 23:24
ბაბუა (მამის მამა) 27 წლის და მისი ძმები, 21 და 18 წლის-არცერთი არ დაბრუნებულან ცოცხალი :(
2016, 10 მაისი, 23:15
ჩემი დიდი ბაბუაც ისე იყო, ქერჩში იყო ნაომარი და სიტყვას ვერ დააცდევინებდი.
2016, 10 მაისი, 23:06
მამამთილი მყავს ომის ვეტერანი. რამდენჯერ ვთხოვეთ, რაიმე გაიხსენე ომიდან თქო და არასოდეს არაფერს გვიამბობდა.ეტყობა არ უნდა იმ წლების გახსენება.
2016, 10 მაისი, 11:20
რა გასაჭირი გამოიარა ამ ადამიანებმა და რამდენიმე ჯერ კიდევ ცოცხალ ვეტერანს სათანადოდ ვერ ვაფასეთ.
0 1 8