x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ბადრიჯანი ფარშით
image

imageინგრედიენტები:


ბადრიჯანი (საშუალო ზომის) – 3 ცალი
ფარში – 1 კგ.

ხახვი – 1 თავი


მარილი და პილპილი – გემოვნებით


სოუსისთვის:


ხახვი – 1 თავი

პომიდორი – 2 ცალი

ტომატი – 1 ჭიქა

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

ნიორი – 2 კბილი

პილპილი – გემოვნებით

პიტნა (ხმელი) – 1 მწიკვი

ორეგანო (ხმელი) – 1 მწიკვი

ოხრარუში – 3 ძირი

მწვანე ხახვი – 2 ცალი

ზეთი – 2 ს. კ.


მომზადება:


1. გარეცხეთ ბადრიჯანი და დაჭერით 1, 5–2 სმ-ის სიგანის რგოლებად.

2. დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთი, რომ წვენი გამოუვიდეს > ბადრიჯანი ამოწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.

3. წვრილად დაჭერით ხახვი > ფარშს შეურიეთ ხახვი > შეანელეთ მარილით და პიილპილით.

4. სოუსის მოსამზადებლად, წვრილად დაჭერით ხახვი > მოთუშეთ ზეთში 3-4 წუთის მანძილზე.

5. პომიდორი გაფრცქვენით > ბულგარულ წიწაკასთან ერთად დაჭერით კუბიკებად > დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და წიწაკა მოთუშულ ხახვს და გააგრძელეთ თუშვა 6 წუთი > დაამატეთ ტომატი, მარილი, პილპილი > მიიყვანეთ სოუსი დუღილის ტემპერატურამდე > დაამატეთ პიტნა, ორეგანო და 3 წუთი ადუღეთ.

6. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი და მონაცვლეობით მოათავსეთ მასში ბადრიჯნის რგოლები და ფარში > დაასხით მომზადებული სოუსი.

7. კერძი შედგით 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 45 წუთით.

8. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი და ნიორი.

0
1458
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0