x
image
alex999
Mediator image
დიდი მოულოდნელობა და სასწაულებრივი გამართლება! რა მოხდა 2015-2016 სეზონზე, ინგლისის პრემიერლიგაში?
თითქმის დასრულდა 2015-2016 წლის საჩემპიონატო სეზონი ფეხბურთში.

წელსაც ჩვენთვის უსაყვარლესმა სპორტმა ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა.

სტატია სპეციალურად დავამაზადე თქვენთვის, წყაროების გამოყენების გარეშე.


ვნახოთ რა მოხდა 2015-2016 წლის საფეხბურთო სეზონზე, ინგლისის


პრემიერლიგაში?



1. ინგლისის პრემიერლიგა - ლესტერის წარმატება


image


რათქმაუნდა ლესტერ სიტი, წლის ყველაზე მოულოდნელი გუნდი გამოდგა.

მათ 2014- წელს "ჩემპიონშიპი"-დან მოახერხეს "პრემიერლიგაში"

გადასვლა, სადაც მოულოდნელად და საოცრად გახდნენ ჩემპიონები.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 კვირით ადრე, ლესტერმა პრემიერლიგის

უდიდესი თასი აწია, მათ ჩამოიტოვეს ისეთი გუნდები, როგორებიც არიან:

მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი,

ლივერპული და ევერტონი.


ლესტერ სიტიმ ინგლისის პრემიერლიგა თავის 132 წლიან საფეხბურთო ისტორიაში პირველად მოიგო. მსოფლიოს სხვადასხვა ტოტალიზატორებში

ლესტერის ჩემპიონობას 1/5 აძლევდენ, ანუ ეს იმას ნიშავს, რომ თითქმის

შეუძლებელი იყო ამ გუნდის ჩემპიონობა, თუმცა ფეხბურთმა კიდევ ერთი

ულამაზესი სანახაობა მოგვიწყო, სადაც ტოტალიზატორის დამარცხება

ლესტერ სიტიმ შეძლო, თავის შრომით და წვალებით..







2. ინგლისის პრემიერლიგა - ტოტენჰემი


image


როდესაც ინგლისის პრემიერლიგას ვახსენებთ, პირველი აზრზე მოგვდის

ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, არსენალი და ლივერპული.

ვინ წარმოიდგენდა, რომ წელს ჩემპიონი ლესტერ სიტი გახდებოდა და მას

მეორე ადგილზე ტოტენჰემი გამოჰყვებოდა? რთული დასაჯერებელი და

დასაწყისში მოულოდნელი იყო საერთოდ ტოტენჰემის მეორე ადგილი, მაგრამ

ამ გუნდმა მოახერხა ის, რაც ვერ შეძლეს პრემიერლიგის გრანდებმა.







3. ინგლისის პრემიერლიგა - ჩელსი და ლივერპული


image


საერთოდ ფეხბურთზე როდესაც ვსაუბრობ, ყოველთვის ვადიდებ ამ ორ

საფეხბურთო კლუბს: ჩელსის და ლივერპულს. თუმცა ზემოთ მოცემულ

ფოტოს გადაღების თარიღზე, რომ ვისაუბროთ უკეთესი იქნებოდა, ორი

ლეგენდა და ორი დიდი წარმატება, როდესაც ამ ფეხბურთელების წყალობით,

ორივემ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.


ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ლამპარდი და ჯერარდი აღარ არიან. ამასთან

ერთად, ჩელსი და ლივერპული წელს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვეღარ

მიიღებენ. ერთადერთი შანსი ლივერპულს დარჩა, სადაც სევილიასთან ევროპის

ლიგის ფინალში უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლივერპულიც

ევროტურნირების გარეშე დარჩება.





წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სატურნირო ცხრილს...


1. ლესტერ სიტი - 80

2. ტოტეჰემი -70

3. არსენალი - 68

4. მანჩესტერ სიტი - 65

5. მანჩესტერ იუნაიტედი - 63

6. საუთჰემპტონი - 60

7. ვესტ-ჰემი - 59

8. ლივერპული -58

9. ჩელსი - 48

.......

.......

.......

.......

.......

.......

.......

17. სანდერლენდი - 35

18. ნიუკასლი - 34

19. ნორვიჩი -31

20. ასტონ ვილა - 17



შენიშვნა: მუქი შრიფტით, დახრილი და ქვედა ხაზით მონიშნულია ჩემპიონი.

მუქი შრიფტი, დახრილად არის ჩემპიონთა ლიგის საგზურები. დახრილი

შრიფტით მონიშნულია ევროპის ლიგის საგზურები. ქვედა ზოლით მონიშნულია ჩემპიონატიდან გავარდნის ზონაზე მყოფი კლუბები. და ბოლოს

მუქი შრიფტით და ქვედა ზოლებით მონიშნულები არიან ის გრანდები, რომელბიც წელს ევროტურნიერებში ვერ ხვდებიან, ამ სატურნირო მდგომარეობით.





სტატია დამზადებულია: ალექსი აბდიევის მიერ

0
313
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0