x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცნაური არსებების სხეულები აღმოაჩინეს ლონდონის ერთი მიტოვებული სახლის სარდაფში
1960 წელს ლონდონში ახალი საცხოვრებელი კვარტალის აშენებისთვის საჭირო ტერიტორიის გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარებისას, დაანგრიეს დიდი ხნის წინ მიტოვებული ვილა, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ვინმე თომას თეოდორ მერლინს. სახლის სარდაფში მშენებლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ათასი მჭიდროდ დახურული პატარა ხის ყუთი. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როცა ნახეს რა იყო იქ ჩადებული: სხეულები იმ უძველესი მითიური არსებებისა, რომლებიც თითქოს მხოლოდ ზღაპრებში უნდა ცხოვრობდნენ.

image
ლორდი და პროფესორი თომას თეოდორ მერლინი.


სერ მერლინი დაიბადა 1782 წელს არისტოკრატის ოჯახში. დედა მშობიარობის დროს გარდაიცვალა და ბიჭი აღსაზრდელად მამას, ედუარდს დარჩა. მისი მამა სამხედრო გენერალი იყო, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ ძალიან მალე პენსიაზე გავიდა და მთელი სერიოზულობით შეუდგა ეზოთერიკის იტორიის შესწავლას. მომგებიან კომერციულ კომპანიებში ჩადებული კარგი ინვესტიციები მას საშუალებას აძლევდა
ემოგზაურა მსოფლიოში და მოეძებნა სხვადასხა არტეფაქტები და ცხოველების და მცენარეების უცნობი სახეობები.

image


ისინი მრავალი წელი ერთად მოგზაურობდნენ მანამდე, სამამ ედუარდი
გარდაიცვლებოდა. თომასი ძალიან განიცდიდა მამის სიკვდილს. ეძებდა რა თავის
სამუშაოში სიმშვიდეს, ის პრაქტიკულად განდეგილი გახდა, შეაგროვა სახლში შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა და ნაპოვნი უხილავი ქმნილებების ნიმუშები. მიუხედავად ყველაფრისა, მან მოიკრიბა ძალები რათა დაბრუნებულიყო
მეცნიერების სამყაროში. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე თომას მერლინმა არაერთხელ შემოიარა დედამიწა, ის მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა იმ დროის ბევრ ცნობილ მეცნიერთან. და, რა თქმა უნდა, აგრძელებდა თავისი კოლექციის შეგროვებას.


ერთხელ, 1899 წელს, მას ჰქონდა მცდელობა ეჩვენებია ის მსოფლიოსთვის,
გაემგზავრა რა ამისთვის ოკეანის იქით, ამერიკაში, თავისი შთამბეჭდავი კოლექციის მცირე ნაწილით. მაგრამ, ადგილობრივმა კონსერვატიულად განწყობილმა მაყურებელმა, უარყოფითად მიიღო ის არსებები, რომლებიც მერლინმა მათ აჩვენა.
ტური შეწყდა მანამდე, სანამ მან კალიფორნიამდე მიაღწია. საკვირველია,
მაგრამ სერ მერლინი თავისი სოლიდური ასაკის მიუხედავად საოცარ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებდა. მას იშვიათად მიაწერდნენ 40 წელზე მეტს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბრალიც კი წაუყენეს აკულტურ პრაქტიკაში, რაც თითქოს მას მარადიულ სიცოცხლეს აძლევდა.


image

ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა 1942 წელს, როცა პიროვნებამ, რომელიც თომას
მერლინად წაროადგენდა თავს, წარადგინა სახლის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და განაცხადა, რომ სურს გადასცეს ის თენბრიჯის ბავშვთა სახლს საკუთრებაში იმ პირობით, რომ სახლი არასოდეს არ გაიყიდებოდა და სარდაფი არასოდეს არ გაიხსნებოდა.
ადამიანები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ თომას მერლინის მოღვაწეობას, ბუნებრივია თვლიდნენ, რომ ის დიდი ხანია მოკვდა, და 1942 წელს ის 160 წელზე მეტის უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს ადამიანი სწრაფად გაქრა და მისი მოძებნა ვეღარ მოხერხდა. ბავშვთა სახლმა პირობა შეასრულა. ისინი არასოდეს არ აღებდნენ სარდაფს.
მაგრამ 1960 წელს მათ მოუხდათ შენობის დატოვება, სახლი კი დანგრევას
დაექვემდებარა. მხოლოდ თითქმის საძირკველამდე დაშლისას შეძლეს მშენებლებმა
მერლინის საიდუმლო კოლექციის პოვნა. და რაც იქ იყო, უბრალოდ საოცარებას წარმოადგენდა.

image



ფერიები.

imageimage



ახალშობილი ურჩხული Draco Magnus.

imageimage


Homo Vampyrus.

imageimage


Draco Alatus-ის სრული ჩონჩხი.

imageimage


Homomimus Aquaticus ან Icthyosapien — ხტუნია-თევზის შორეული წინაპარი, რომელიც ევოლუციონირდა რაღაც ქალთევზას მსგავს არსებად.


imageimage



Draco Alatus.

imageimage


Homo Vampyrus (ვამპირი) Homo Lupus (ლიკანტროპი).

imageimage


Homo Lupus (ლიკანტროპის შვილი ).


imageimage

ეშმაკის შვილი


image



ზრდასრული მამრი ლიკანტროპი.


image




Homomimus Dentata (კბილის ფერია).

image




Homunculi (გობლინი).

image




Homunculi (გნომი).


image



ნიმფა

imageimage


Succubi (სუკუბი).

image




Lepus temperamentalus (რქიანი კურდღელი).


imageimage



ზღვის ურჩხული

image


image



Ceratopsid Dinosaur.


image




Draco Fluminis.


image




მნიშვნელოვანი დამატება შენიშნვის სახით:



ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ცალკეული დაზუსტება გაკეთდეს ( თუმცა ეს ისედაც ნათლად ჩანს), რომ მთელი ეს
კოლექცია _ უბრალოდ საინტერესო მინიატურების ნაკრებია, მხატვრების შექმნილი,
რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ რეალობასთან. ხოლო ისტორია სერ თომას მერლინზე -ლამაზი ლეგენდაა მხოლოდ. ჩვენს პრაგმატულ სამყაროში ზოგჯერ ცოტა საიდუმლო და ამოუცნობიც საჭიროა. ნუ მიიტანთ ყველაფერ ამას გულთან ახლოს.

2
942
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
942
  
2016, 8 მაისი, 0:36
მადლობა. ,,
2016, 8 მაისი, 0:05
ძალიან საინტერესო იყო.. გავაზიარეე უეჭველი
0 1 2