x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსოფლიოში საუკეთესო ბლინჩიკების რეცეპტი და გულსართის 8 ვარიანტი
image

image

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფის რაოდენობა: 8-10



ინგრედიენტები:


ადუღებული წყალი — 600 მლ.
რძე — 600 მლ.
ფქვილი — 1, 5 ჭიქა
სახამებელი — 1, 5 ჭიქა
კვერცხი — 4 ცალი
მარილი — 1ჩ. კ.
კარაქი გამდნარი — 3 ს. კ.
შაქარი — 3 ს. კ.
ვანილი — გემოვნებით


მომზადება:


1. ათქვიფეთ კვერცხი.
2. გააგრძელეთ თქვეფა (არ შეჩერდეთ) > დაამატეთ შაქარი, მარილი, ვანილი.
3. დაამატეთ რძე და კარგად ათქვიფეთ.
4. დაამატეთ ფქვილი > შემდეგ, სახამებელი > კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი.

5. გააგრძელეთ თქვეფა და თანდათან, წვრილ ნაკადად, დაამატეთ მდუღარე (ცეცხლიდან ახლად გადმოდგმული) წყალი.
6. დაასვენეთ ცომი 30 წთ და გამოაცხვეთ თხელი ბლინები.
7. გულსართი შეიძლება ნებისმიერი იყოს!



გულსართის ვარიანტები:


ხორცის


ინგრედიენტები:


ხორცი – 350 გრ.
ხახვი (საშუალო ზომის) – 2 ცალი

მარილი, პილპილი – გემოვნებით
კარაქი – შესაწვავად


ხორცი მოხარშეთ და წვრილად დაჭერით > დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ კარაქში, ვიდრე გამჭვირვალე არ გახდება > დაამატეთ ხახვს ხორცი > დაამატეთ მარილი და პილპილი > შეწვით > გულსართი მოათავსეთ ბლინებზე და შეახვიეთ.


ქათმის


ინგრედიენტები:


ქათმის მკერდი – 500 გრ.
არაჟანი – 2 ს. კ.
ყველი – 100 გრ.
ხახვი (საშუალო ზომის) – 1 ცალი
ნიორი – 1კბილი
მარილი, პილპილი – გემოვნებით
კარაქი – შესაწვავად


ქათმის ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში > როდესაც გაცივდება, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ კარაქში > დაამატეთ ხორცი, დაჭყლეტილი ნიორი, არაჟანი და მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი > დაუმატეთ მარილი და პილპილი > ყველაფერი კარგად აურიეთ > გულსართი ბლინებზე მოათავსეთ, გადაახვიეთ და კარაქში შეწვით.


ღვიძლის


ინგრედიენტები:


საქონლის ღვიძლი (ახალი) – 600 გრ.
ხახვი (საშუალო ზომის) – 3 ცალი
სტაფილო (საშუალო ზომის) – 2 ცალი
კვერცხი – 2 ცალი
მარილი, პილპილი – გემოვნებით
კარაქი – შესაწვავად


გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო > ღვიძლი მოხარშეთ და ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ > ხახვი და სტაფილო შეწვით > დაუმატეთ ღვიძლი და კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს > მოხარშეთ კვერცხი და წვრილად დაჭერით > დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს > დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში > გულსართი ბლინებზე მოათავსეთ, გადაახვიეთ და სურვილის შემთხვევაში, დამატებით, შეწვით.


ორაგულის


ინგრედიენტები:


ორაგულის ფილე – 300 გრ.
ქამა სოკო – 200 გრ.
კამა – 2 ტოტი
კარაქი – 30 გრ.
პილპილი – გემოვნებით.


ინგრედიებტები ჰოლანდიური სოუსისთვის:

კვერცხის გული — 4 ცალი

მშრალი თეთრი ღვინო — 2-3 ს. კ.

შაქარი — 1 მწიკვი

კარაქი — 125 გრ.

მარილი, წითელი დაფქული წიწაკა, ლიმონის წვენი — გემოვნებით


1. სოუსის მოსამზადებლად, პატარა ქვაბით გააცხელეთ წყალი, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და გამორთეთ > ვიდრე წყალი გაცხელდება, დიდ თასში მოათავსეთ კვერცხის გულები, ღვინო, 1 ს. კ. წყალი, მწიკვი მარილი და შაქარი > დადგით თასი ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ > მეორე თასში გაადნეთ კარაქი და წვრილი ნაკადით დაამატეთ კვერცხის მასას > დაამატეთ მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი.

2. სოკო გაასუფთავეთ > წვრილად დაჭერით > შეწვით კარაქში > როდესაც კარგად დარბილდება, ცეცხლიდან გადმოდგით.

3. ორაგულის ფილე ხარშეთ 4-5 წთ.

4. კამა დაჭერით > შეურიეთ სოუსს.

5. თითოეული ბლინის ცენტრში მოათავსეთ ცოტა თევზი, სოკო, მოასხით სოუსი, მოაყარეთ პილპილი > ბლინებს გადმოუკეცეთ გვერდები (მაგ. მიეცით სამკუთხედის ფორმა) > დაალაგეთ ბლინჩიკები მინის ცეცხლგამძლე ფორმაში (გვერდები მაღალი უნდა ჰქონდეს) > ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი.

6. გამოაცხვეთ 180ºС-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 10–15 წთ. მანძილზე.

მიირთვით ცხელი.


ქიშმიშიანი ხაჭოს


ინგრედიენტები:


ხაჭო – 500 გრ.
არაჟანი – 2 ს. კ.
ქიშმიში – 0, 5 ჭიქა
კვერცხის გული – 1 ცალი
შაქარი – 3 ს. კ.
ვანილი – 1 ჩ. კ.
კარაქი – შესაწვავად


1. ხაჭო გახეხეთ საწურზე > დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი > კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ შაქარი, ვანილი და გარეცხილი და კარგად გამშრალი ქიშმიში > ისევ აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში > მოათავსეთ მაცივარში 1, 5–2 საათის მანძილზე.

2. მოათავსეთ გულსართი ბლინებზე > გადმოუკეცეთ გვერდები (მიეცით სამკუთხედის ან კონვერტის ფორმა) > შეწვით კარაქში.


შოკოლადის


ინგრედიენტები:


შავი შოკოლადი – 100 გრ.
კარაქი – 50 გრ.
წყალი – 1–2 ს.კ.
შაქრის პუდრი – 2 ს. კ.
ახალი ან დაკონსერვებული ხილი – გემოვნებით.


თასში მოათავსეთ დამტვრეული შოკოლადი და წყალი > გაადნეთ წყლის აბაზანაზე > სხვა ჭურჭელში გაადნეთ კარაქი და დაამატეთ გამდნარ შოკოლადს წვრილი ნაკადით > დაამატეთ შაქრის პუდრი და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > წაუსვით შოკოლადის გულსართი ბლინებს და ზემოდან ხილი ნაჭერი მოათავსეთ.


ბანანის


ინგრედიენტები:


ბანანი – 3 ცალი
კარაქი – 70 გრამი
ლიმონი – 1 ცალი
შაქარი – 2 ს. კ.


კარგად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი > ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით > ბანანის პიურეს დაუმატეთ ლიმონის წვენი > კარგად აურიეთ > შეურიეთ ერთმანეთს შაქრიანი კარაქი და ბანაბის პიურე > კარგად ათქვიფეთ > გულსართი ბლინებზე მოათავსეთ და გადაახვიეთ.


კენკრის


ინგრედიენტები:


ჟოლო, მოცხარი, ალუბალი (უკურკო) ან სხვა კენკრა – თითო ჭიქა
ვაშლი (საშუალო ზომის) – 2 ცალი
შაქრის პუდრა – 0, 5 ჭიქა
ნიგოზი (წვრილად დაჭრილი) – 0, 5 ჭიქა
ქიშმიში – 4 ს. კ.


კენკრა გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცზე დაალაგეთ > ვაშლი გაფრცქვენით და მსხვილ სახეხზე გახეხეთ > დაამატეთ ნიგოზი, შაქრის პუდრა და გარეცხილი და კარგად გამშრალი ქიშმიში > ბოლოს, დაამატეთ კენკრა > გულსართი მოათავსეთ ბლინებზე და გადაახვიეთ (მიეცის სამკუთხედის ან კონვერტის ფორმა).


image

0
1645
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0