x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომხეთი მზადაა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა
imageსომხეთმა დაამტკიცა კანონპროექტი, რის მიხედვითაც აღიარებს თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას.


შესაბამისი კანონი ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე წარადგინა სომხეთის საგარეო საქმეთა მიმისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა.კანონპროქტის განხილვა მოხდება 10 მაისს რიგგარეშე სხდომაზე.


"მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება განპირობებულია სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის განხილვების შედეგით, რეგიონის შემდგომი განვითარების და გარე ფაქტორების გათვალისწინებით(სიტუაცია რეგიონში)"-მოჰყავს ქოჩარიანის განაცხადი Интерфакс-ს.


კანონპროექტი მოამზადა სომხეთის პარლამენტის ოპოზიურმა ფრაქცია "მემკვიდრეობამ"და "სომხეთის ეროვნული კონგრესის" წევრებმა ზარუი პოსტანჯიანმა და სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰრანტ ბაგრატიანმა.



სიტუაცია მთიან ყარაბაღში ამა წლის აპრილის თვეში დაიძაბა.სომხური და აზერბაიჯანული მზარე ერთმანეთს ბრალს სდებდა სიტუაციის გამწვავებაში.ორივე მხრიდან ათეულობით დაღუპულები დაფიქსირდა.


ამავე პერიოდში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გააქტიურების შემთხვევაში მისი ქვეყანა აღიარებს მის დამოუკიდებლობას.



მცირე ისტორია


მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე სადაოდ იყო მიჩნეული.
ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნდათ ტერიტორიის ფლობასთან
დაკავშირებით.


საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში, ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს.


საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კუთვნილებაში იყო. 1988 წელს ძველმა ჭრილობებმა გაიღვიძა და სომხეთის ინიციატივით შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ეს ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მიმდინარეობდა მასობრივი სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც 1994 წელს ზავით დასრულდა.


1994 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. ომის დასრულების შემდეგ, შეიქმნა
მინსკის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კონფლიქტის მოსაგვარებლად რამდენიმე
სახელმწიფო გაერთიანდა. თუმცა, კონფლიქტი წლების მანძილზე გაყინული დარჩა.

image



1
244
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
2016, 5 მაისი, 14:13
აღიარებს და მიიღებს "შმერჩის" რაკეტებს მეწამორის აეს–ში.
პ.ს
აზერბაიჯანელმა მინისტრმა ასე განაცხადა...
0 1 1