x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფეხსაცმლის შეძენის და მოვლის წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

image

ხშირად, როდესაც ახალ ფეხსაცმელს ვყიდულობთ, გვავიწყდება კომფორტის და იმის შესახებ, რომ ამ ფეხსაცმლით, მინიმუმ, ერთი სეზონი მაინც უნდა ვიაროთ. ამიტომ, ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოსახერხებელი უნდა იყოს. იმისთვის, რომ თქვენ მხოლოდ ლამაზი კი არა, კომფორტული ფეხსაცმელი შეიძინოთ, ქვემოთ მოცემული 5 ოქროს წესი უნდა გამოიყენოთ:


image

image

რჩევები ფეხსაცმლის შეძენასთან დაკავშირებით

image

1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ

imageეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, და საერთოდაც, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდირებული. იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით გქონდათ კარგად, საღამოს უკვე მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ.

image2. არასტანდარტული სტანდარტები

imageსხვადასხვა ქვეყნებში ზიმის სტანდარტები განსხვავებული არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, აუცილებლად უნდა მოიზომოთ.

image3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს

imageფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს.


image

4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის

imageროდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილსე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკა ძირით. ასეთ ფეხსაცმელში უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.

image

5. ფეხი იზრდება

imageყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი შეიძლება გაიზარდოს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში, ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ.


ისარგებლეთ ფეხსაცმლის შეძენის ამ რჩევებით, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

image

image

image

ფეხსაცმლის მოვლა


1. კბილის პასტა

image
კბილის პასტით შეიძლება ფეხსაცმლის ძირის და თეთრი ფერის ფეხსაცმლის გასუფთავება: კბილის პასტა წაუსვით ფეხსაცმლის დასვრილ ზედაპირს, გააჩერეთ ცოტა ხნით და ლაქა ამოიყვანეთ ძველი კბილის ჯაგრისით. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, საპნის ხსნარი გამოიყენეთ.


2. სპირტი

image
ფეხსაცმლის მოვლის უამრავი ხერხი არსებობს, მაგრამ სპირტის ეფექტურობას ვერაფერი შეედრება! თუ ფეხსაცმელზე ლაქა გაჩნდა, წაუსვით ცოტა სპირტი და 30 წუთი გააჩერეთ და ჭუჭყი აორთქლდება!


3. სოდა

image
ბოტასებში ან ნებისმიერ სხვა ფეხსაცმელში სოდის ჩაყრის შემთხვევაში, გაქრება არასასიამოვნო სუნი და ზედმეტი ტენი. გარდა ამისა, სოდა ახდენს ფეხსაცმლის დეზიმფექცირებას. მთელი ღამის მანძილზე, ფეხსაცმელში სოდის დატოვების შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად განახლებული დაგხვდებათ.


4. ფრჩხილის ქლიბი

image
ზამშის ფეხსაცმელზე გაკაწრული და გაქერცლილი ადგილების აღდგენა, ფრჩხილის ქლიბით ან «შკურკით» არის შესაძლებელი.


5. ძმარი

image
სპორტული ფეხსაცმელი, ჩამჯდარი ჭუჭყით, რომელიც წყლით არ ირეცხება, ჩაალბეთ ძმნიან წყალში (პროპორცია 1:1). ძმარი გააქრობს სუნს, ამოიყვანს ჭუჭყს და დაუბრუნებს ფეხსაცმელს წარმომადგენლობით სახეს.


6. ვაზელინი

image
ლაკირებული ფეხსაცმელი ძველ ელვარებას დაიბრუნებს, თუ ვაზელინს წაუსვამთ. ვაზელინით, ასევე შეიძლება, ნაკაწრების დამალვა, იგივე ფეხსაცმელზე.


7. სიმინდის სახამებელი

image
მცირე რაოდენობის, ეს თეთრი ფხვნილი ყველანაირ პრობლემას აგვარებს ზამშის და ქსოვილის ფეხსაცმელზე: სიმინდის სახამებელი დააყარეთ ლაქას და ხელით შეაზილეთ — სახამებელი ჭუჭყს შეიწოვს და ლაქა გაქრება.


8. ფენი

image
ფეხსაცმლის გადიდებაში სქელი წინდები და თმის ფენი დაგეხმარებათ! ჩაიცვით წინდები და ის ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ, შემდეგ გაათბეთ ფენის თბილი ჰაერის ნაკადით. ფეხსაცმელი გაიწევა!


9. ყინული

image
ფეხსაცმლის გადიდების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: შესაკრავიან პოლიეთილენის პაკეტში ჩაასხით წყალი და ფეხსაცმელში მოათავსეთ, ხოლო ფეხსაცმელი საყინულეში შეინახეთ 20 წუთით. წყალი გაიყინება და მისი მოცულობა გაიზრდება, რაც ფეხსაცმლის ზომას 1 ზომით გაზრდის. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, დაელოდეთ წყლის გადნობას და პაკეტი ისე ამოიღეთ ფეხსაცმლიდან!


10. «შკურკა»

image
ფეხსაცმლის ძირს «შკურკით» თუ გახეხავთ, მისი ტექსტურა შეიცვლება და პრიალა ზედაპირზე აღარ მოცურდება.


11. ცვილი

image

ცვილით დაფარული ფეხსაცმელი არა სველდება! წაუსვით ფეხსაცმელს ცვილი. შემდეგ, მიუშვით, თმის ფენით, ჰაერის ცხელი ნაკადი, ცოტა ხნით. ასე დამუშავებულ ფეხსაცმელში, ნესტიანი გარემო ვერაფერს დაგაკლებთ!


12. დეოდორანტი

image
თუ ფეხსაცმელი ერთი და იგივე ადგილზე გაჭერთ, პრობლემურ ადგილებზე, შიგა ზედაპირზე, დეოდორანტი წაუსვით და თქვენ მაშინვე იგრძნობთ შვებას!


13. ლეიკოპლასტირი

image
ორივე ფეხის მე-2-ე და მე-3-ე თითები ლეიკოპლასტირით შეიკარით და უკეთესად იგრძნობთ თავს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. ამ შემთხვევაში, სწორედ გადანაწილებული დატვირთვის გამო, ფეხები ნაკლებად დაგეღლებათ.

2
4903
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4903
  
2016, 6 ივნისი, 13:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 11 მაისი, 21:53
ოჰო, ძალიან სასარგებლო რჩევებია
0 1 2