x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რეალურად არსებული ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ეშმაკთან დადეს გარიგება
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში უამრავია შემთხვევა, როცა ადამიანების გარიგება ეშმაკთან ლამის ყველაზე მაცდუნებელ და იოლ ხერხად ითვლებოდა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად და სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ცდუნება ძალიან დიდი იყო: ცხოვრების ყველაზე რეალური, კონკრეტული სიამენი იცვლებოდა რაღაც ეფემერულზე, არარეალურზე, თანაც ეს გაცვლა როდის შედგებოდა, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო და კიდევ, განა რით განსხვავდებოდა ეს გარიგება იმ დაქირავებული ჯარისკაცის კონტრაქტისაგან, რომელიც სიცოცხლეს ფულის ნაცვლად რისკავდა?


დღეს მინდა გიამბოთ რეალურად არსებულ, ისტორიაში ცნობილ ადამიანებზე, რომლებმაც გადმოცემის მიხედვით, მართლაც დადეს გარიგება ეშმაკთან.


image


რობერტ ჯონსონი



image

რობერტ ჯონსონი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჯაზის, როკის, ბლუზის და ზოგადად მთელი თანამედროვე ამერიკული მუსიკის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯონსონი გახდა ლეგენდარული "27-იანელების კლუბის" დამაარსებელი, ანუ პირველი მუსიკოსი, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონსონის ცხოვრების ისტორია სავსეა იდუმალებითა და მისტიფიკაციით. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 19 წლის ასაკში მან გაიცნო იმ დროისათვის ცნობილი ბლუზმენები სან ჰაუსი და ვილი ბრაუნი. რობერტი ოცნებობდა ისევე ვირტუოზულად დაეკრა გიტარაზე, როგორც ეს ამ ბიჭებს შეეძლოთ, მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი, დამქანცველი მეცადინეობისა, მას ეს არ გამოსდიოდა: თითები არ ემორჩილებოდნენ, ნოტები კი ხშირად ვარდებოდნენ მელოდიიდან. თავგაბეზრებული ჯონსონი დღე და ღამეს ასწორებდა გიტარასთან ერთად, თუმცა ამაოდ-პროგრესი არა და არ ჩანდა... და აი, ერთ მშვენიერ დღეს რობერტი მოულოდნელად გაუჩინარდა-უბრალოდ გაქრა..არავინ არ იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა ის, უახლოესმა ადამიანებმაც კი. ვარაუდობდნენ, რომ მან ხელი ჩაიქნია მიზნის მიღწევაზე, მიხვდა, რომ მუსიკა მისი საქმე არაა და სადმე მიყრუებულ სოფელში მყუდრო ცხოვრება აირჩია.


image


ჯონსონი ისევე მოულოდნელად გამოჩნდა, როგორადაც გაქრა ერთი წლის წინათ და ყველას გასაოცრად მან ასევე მოულოდნელად გამოამჟღავნა გიტარაზე დაკვრის ფენომენალური ცოდნა, მისი მუსიკალური დონე მკვეთრად ამაღლდა დროის სულ მცირე პერიოდის განმავლობაში. თავად მუსიკოსი ცეცხლს ნავთზე ასხამდა და ყველას უამბობდა თავის პირით, რომ არსებობს მაგიური გზაჯვარედინი, სადაც მან ეშმაკთან გარიგება დადო, რის შედეგადაც მან მიიღო გიტარაზე დაკვრის საოცარი ნიჭი. სინამდვილეს შეეფერებოდა თუ არა ეს სიტყვები, არავინ იცის; ფაქტი ერთია, რომ ამ დროიდან მოყოლებული ის საოცარი სისწრაფით მართავდა კონცერტებს, აკეთებდა ჩანაწერებს, თითქოს ჩქარობდა, რომ ყველაფერი მოესწრო. 1938 წლის 16 აგვისტოს მუსიკოსი მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობით, ის მსხვერპლი გახდა თავისი საყვარლის ეჭვიანი ქმრისა, თუმცა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, ისევე, როგორც მისი საფლავის ადგილსამყოფელი, დღემდე უცნობია.


ადოლფ ჰიტლერი


image

1932 წლამდე ჰიტლერი ჩვეულებრივი, წარუმატებელი ბიჭი იყო. ჩამორჩენის გამო ის გამორიცხეს უმაღლესი სკოლიდან. მას კარგი ნიშნები მხოლოდ ფიზკულტურასა და ხატვაში ჰყავდა. ამის შემდებ ადოლფი ზედიზედ ორჯერ ჩაიჭრა ხელოვნების აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ციხეშიც კი იჯდა. ადამიანები, რომლებიც მომავალ ფიურერს იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მას ძალიან უჭირდა გარშემომყოფებთან ურთიერთობა და თითქმის ყველა ნაცნობთან დაძაბული მდგომარეობა ჰქონდა.


image


და აი, უეცრად, 1932 წელს ჰიტლერი მოულოდნელად ექცევა ხელისუფლების სათავეში და იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა: სულ ერთი წლის განმავლობაში ყველასათვის უცნობი ჯარისკაცი და წარუმატებელი მხატვარი გადაიქცევა მთელი გერმანიის უზენაეს მმართველად. მაშინ ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ჰიტლერს დადებული გარიგება ეშმაკთან, ხოლო ფიურერის სიყვარული ოკულტიზმისადმი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ეჭვებს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც 1945 წლის ბოლოს ბერლინის განაპირას მდგარ ერთ-ერთ სახლში იპოვეს ჰიტლერსა და ეშმაკს შორის დადებული ხელშეკრულების ჩანაწერი, რომელიც ხელმოწერილი იყო 1932 წლის 30 აპრილს. ზუსტად 13 წლის შემდეგ, 1945 წლის 30 აპრილს, ჰიტლერმა თავი მოიკლა, შეასრულა რა ამ მოლაპარაკების პირობა.



ოლივერ კრომველი


image

ოლივერ კრომველი ისტორიაში ცნობილია, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, XVII საუკუნის ინგლისის რევოლუციის სულისჩამდგმელი. თანამედროვეების ცნობით, ეშმაკთან გარიგება მან 1651 წლის 9 ნოემბრის დილას დადო ვუსტერთან ბრძოლის წინ. ეშმაკი მას თეთრწვერა მოხუცის სახით გამოეცხადა და გაუწოდა გრაგნილი, რომელშიც გარიგების პირობები იყო ჩაწერილი. მისი გაცნობისას პოლიტიკოსი მრისხანებამ შეიპყრო: "როგორ, მხოლოდ 7 წელი?"- გაჰყვიროდა ის, - მე ხომ შენ 21 წელი გთხოვე". მათ შორის ხანგრძლივი კამათი გაიმართა, ბოლოს მოხუცმა თქვა: ''თუ შენ უარს იტყვი, გამოჩნდებიან სხვები, ვისაც ეს პირობა დააკმაყოფილებს".


სხვა ლეგენდის მიხედვით, ეშმაკი მას ყველანაირ ამქვეყნიურ ფუფუნებას და უზრუნველყოფას შეპირდა: სიმდიდრეს, კეთილდღეობას, დიდებას..მხოლოდ ერთზე უთხრა მან კრომველს უარი-მეფედ გახდომაზე. "-შენ პროტექტორი გახდები, მაგრამ მეტზე არ იოცნებო"- გამოუცხადა მან ოლივერს, მაგრამ კრომველს მაინდამაინც უმაღლესი ტიტული სურდა. ეშმაკის სიჯიუტით გაბრაზებულმა მან ხმალი მოიქნია, მაგრამ შემთხვევით ის საკუთარ ფეხზე მოუხვდა, ამ ჭრილობის შედეგად მას განუვითარდა განგრენა და ისე გარდაიცვალა, რომ მართლაც ვერ ეღირსა მეფის ტიტულს. აი, ამას გვიამბობენ ლეგენდები, თუმცა ძნელია მათ დაუჯერო, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოლივერ კრომველი სალმონელოზით გამოწვეული მალარიისა და მუცლის ტიფისაგან გარდაიცვალა და არა განგრენისაგან, როგორც ეს თქმულებებშია გადმოცემული.


ნაპოლეონ ბონაპარტე


image

ბონაპარტის პოლიტიკური კარიერა არ ყოფილა ისეთი მყისიერი, როგორიც ჰიტლერისა, თუმცა კორსიკელის აღმასვლაც საკმაოდ სწრაფად და წარმატებულად დაიწყო. 1799 წელს ნაპოლეონმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და დაიკავა პირველი კონსულის ადგილი. 1804 წელს ის უკვე იმპერატორი იყო. ბონაპარტემ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ქვეყნის საზღვრები და გაკეთა ისე, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი საფრანგეთზე. 1814 წელს, მმართველობის 10 წლის შემდეგ, ის ჩამოგდებული იქნა ტახტიდან, ხოლო 1815 წელს მან ისევ დაიბრუნა ტახტი, თუმცა ნაპოლეონის მმართველობა სულ რამოდენიმე დღე გაგრძელდა და ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ ის წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც.


image


როგორც ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, ნაპოლეონმა ეშმაკთან გარიგება 1799 წელს, ეგვიპტეში ყოფნისას დადო, გახდა რა ძველეგვიპტური ბოროტების ღმერთის - სეთის თაყვანისმცემელი. სწორედ ამ ღმერთის გიგანტური სტატუა ჩამოიტანა მან საფრანგეთში ლეგენდის მიხედვით. ამ ქანდაკებამ გაუხსნა მას გზა დიდებისა და ძალაუფლებისაკენ. საინტერესოა, რომ 1812 წელს, ზუსტად იმ დროს, როცა ფრანგებმა ნაპოლეონის სარდლობით მოსკოვი აიღეს, სეთის სკულპტურა მდინარე სენაზე გადაჰქონდათ, ამ დროს თოკი გაწყდა და ქანდაკება მდინარეში ჩავარდა. სწორედ ამ დღიდან დატრიალდა ნაპოლეონის ბედის ჩარხი უკუღმა. დაიწყო წარუმატებლობის სერია, რამაც დიდი ბონაპარტი სრულ კრახამდე მიიყვანა.


იოჰან გეორგ ფაუსტი


image

ცნობილი გერმანელი ექიმი და შავი მაგიის მსახური ფაუსტი XVI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. სწორედ მისი ცხოვრების გასაოცარი ისტორია გახდა უამრავი ლიტერატურული ნაწარმოების საფუძველი. მათ შორის ყველაზე ცნობილია გოეთეს "ფაუსტი".

როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ფაუსტი მუდამ ოცნებობდა ისეთ ცხოვრებაზე, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას მოუტანდა მას და არა დარდს ან მწუხარებას. სწორედ ამ ოცნებამ მისცა მას ბიძგი დაკავებულიყო ოკულტური მოძღვრებით, რომლის საშუალებითაც მან მოახერხა ბოროტი სულის გამოძახება.


image


ფაუსტმა ეშმასთან დადო გარიგება, რომლის თანახმადაც მისი სულის სანაცვლოდ ბოროტი სული მას ემსახურებოდა 24 წლის განმავლობაში. თუმცა თექვსმეტწლიანი უდარდელი, განცხრომითა და ცოდვებით სავსე ცხოვრების შემდეგ ფაუსტმა ინანა თავისი საქციელი და და მოისურვა გარიგების ჩაშლა. რა თქმა უნდა, ეს მან ვერ მოახერხა და უწმინდურმა სულმა, რომელსაც არ უნდოდა მსხვერპლის გაშვება თავის კლანჭებიდან, სასტიკად დასაჯა ის.


ნიკოლო პაგანინი


image

პაგანინს ბავშვობიდანვე უსაზღვროდ უყვარდა მუსიკა. მან ვიოლინოზე დაკვრა ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში ისწავლა. მამამ, რომელიც მუსიკალური საკრავებით მოვაჭრე მაღაზიის პატრონი იყო, შეამჩნია შვილის გატაცება და მას მუსიკის გაძლიერებული სწავლება დაუწყო. ორიოდე წლის შემდეგ პაგანინის დაკვრამ ისე განაცვიფრა ცნობილი მუსიკოსები, რომ მათ უარი თქვეს ბავშვის მასწავლებლობაზე - ნიკოლოს უკვე აღარაფერი დარჩა სასწავლი. მაშინ თავისი ოსტატობის დასახვეწად და სრული პროფესიონალიზმის მისაღწევად პაგანინი თავად იგონებდა ურთულეს კომპოზიციებს და უკრავდა უცნაურ მუსიკალურ კონსტრუქციებს. ამან გამოიწვია ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში პაგანინის მიერ შექმნილი მუსიკის დაკვრა ვერ შეძლო ვერცერთმა მუსიკოსმა, მის გარდა. თავის მუსიკას პაგანინი მხოლოდ თვითონ უკრავდა.


image


ნიკოლოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ალქაჯების ცეკვა''. სწორედ ეს ეტიუდი დაედო საფუძლად ლეგენდას იმის შესახებ, რომ მუსიკოსმა იმისათვის, რათა ვირტუოზულად დაეკრა ვიოლინოზე, გარიგება უწმინდურ ძალასთან დადო. ამას დაემატა მევიოლინეს უჩვეულო გარეგნობა, რომელსაც ხალხი ''მეფისტოფელურს'' უწოდებდა. ცნობილი პოეტი ჰაინრიხ ჰაინე ასე აღწერდა პაგანინისთან შეხვედრას: "მას ქუსლებამდე ჩაფორთხიალებული გრძელი მუქი ნაცრისფერი პალტო ეცვა, რის გამოც მისი ფიგურა არაბუნებრივად მაღალი ჩანდა. გრძელ შავი თმის ხვეულები მას მხრებამდე სცემდა და თითქოს შავ ჩარჩოდ ევლებოდა მის გაფითრებულ, მიცვალებულივით მკრთალ, გაქვავებულ სახეს, რომელზეც გენიასა და ტანჯვას დაეტოვებინა თავისი წარუშლელი კვალი".


თეოფილ ადანელი


image

წმინდა თეოფილ ანტიოქიელის ცხოვრება პირველია ისტორიაში, რომელშიც მოხსენიებულია ეშმაკთან გარიგება. ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში: არქიდიაკონი თეოფილი ერთსულოვნად აირჩიეს ადანის ეპისკოპოსად, თუმცა თავმდაბლობის გამო წმინდა მამამ უარი თქვა ამ ტიტულზე, მის ადგილზე სხვა მღდველი დანიშნეს, რომელიც თეოფილში კონკურენტს ხედავდა და ყველანაირად ავიწროებდა მას. მაშინ თეოფილმა უკუაგდო თავისი თავმდაბლობა და მოწიწება და ძებნა დაუწყო შავი მაგიის მსახურს, რათა მათი შემწეობით დაკავშირებოდა სატანას. ბოლოს და ბოლოს შეხვედრა შედგა. ეპისკოპოსის პოსტის სანაცვლოდ ეშმაკმა მას მოთხოვა უარი ეთქვა ქრისტესა და ღვთისმშობლის აღიარებაზე და ამ გარიგებაზე სისხლით უნდა მოეწერა ხელი.


image


გარიგება შედგა, მაგრამ ცოტაოდენი ხნის შემდეგ თეოფილი სინანულმა შეიპყრო ჩადენილის გამო. ის მარხულობდა და ლოცულობდა 40 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც გამოეცხადა ღვთისმშობელი და აღუთქვა მას, რომ უშუამდგომლებდა ღმერთთან. კიდევ 30 დღის შიმშილობის შემდეგ მას ისევ გამოეცხადა ქალწული მარაიმი და აუწყა, რომ ყველა ცოდვა მიეტევა, მაგრამ სატანა ფარ-ხმალის დაყრას ასე იოლად როდი აპირებდა - ერთ დილით, როცა თეოფილემ გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მკერდზე ედო სწორედ ის გარიგება, რომელსაც მან სისხლით მოაწერა ხელი. ამით ეშმაკი მას ახსენებდა, რომ ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო. მაშინ თეოფილემ აიღო ეს გრაგნილი, მიუტანა იმ ეპისკოპოსს, რომლის ადგილზეც ის დანიშნეს, ყველაფერი უამბო და ცოდვების მიტევება თხოვა. ეპისკოპოსი რადიკალურად მოიქცა: მან უბრალოდ დაწვა გარიგება, ამით კი საბოლოოდ გაანადგურა ის.


კრისტოფ ჰაიცმანი


image

კრისტოფ ჰაიცმანი-საშუალო დონის ბავარიელი მხატვარი იყო. ის ცნობილი გახდა არა თავისი ნახატებით, არამედ საკუთარი ცხოვრების ისტორიით. 1677 წლის 29 აგვისტოს ჰაიცმანი პოლიციაში მიიყვანეს. საარქივო ჩანაწერის მიხედვით, ის შეპყრობილი იყო უცნაური კონვულსიებით. სწორედ პოლიციაში გააკეთა მან უცნაური განცხადება: ჰაიცმანის თქმით, ცხრა წლის წინ მან ეშმაკთან დადო გარიგება და ახლა ეშინოდა იმის, რომ უწმინდური სული მას ვალის გადახდას მოთხოვდა. ჰაიცმანი პოლიციას მუხლმოდრეკილი ევედრებოდა, რომ გადარჩენის მიზნით ის გაეგზავნათ უახლოეს, მარიაცელის მონასტერში წმინდა მამებთან.

პოლიციამ მას დაუჯერა და ხუთ სექტემბერს თავად ჩაიყვანეს შეშინებული ჰაიცმანი მარიაცელში.


image


ლეგენდის მიხედვით, ეგზორციზმის (სატანის განდევნის) რიტუალი იქ სამი დღე და ღამე გრძელდებოდა. ამ დროს ჰაიცმანმა დაინახა, თუ როგორ გაიმარჯვა წმინდა მარიამმა უწმინდურზე და წაართვა მას გარიგება, რომელზეც ჰაიცმანს ხელი ჰქონდა მოწერილი მარჯვენა ხელისგულიდან აღებული სისხლით. ხელშეკრულებაში აი, რა ეწერა: "მე კრისტოფ ჰაიცმანი, ჩემ თავს ვუძღვნი სატანას, რათა გავხდე მისი სისხლისმიერი შვილი და მისი კუთვნილება როგორც სულით, ასევე ხორცით ცხრა წლის განმავლობაში". დამშვიდებული მხატვარი საცხოვრებლად თავის დასთან გაეშურა ვენაში, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მას ისევ განუახლდა შიში. 1678 წლის მაისში ის ისევ დაბრუნდა მარიაცელში, სადაც ისევ ჰქონდა ხილვა, თუ როგორ დაუბრუნა წმინდა მარიამმა ხელშეკრულება, ამჯერად შავი მელნით დაწერილი. ამის შემდეგ მხატვარი საერო ცხოვრებას აღარ დაბრუნებია, ის მონასტერში დარჩა და ეკლესიურ ცხოვრებას ეწეოდა 1700 წლის 14 მარტამდე, როცა მოხუცებული მშვიდად აღესრულა ამავე მონასტრის კედლებში.

13
2047
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2047
  
2017, 30 აგვისტო, 23:29
სათაურს არ დავაკვირდი :))
2017, 30 აგვისტო, 18:36
მაკა, ამ სტატიაში რეალურად არსებულ ადამიანებზე მქონდა საუბარი. დორიან გრეი რეალური პიროვნება არ ყოფილა, ლიტერატურული გმირია, თორე აუცილებლად მოხვდებოდა აქ. :)
2017, 30 აგვისტო, 3:12
ეხლა ვნახე მანჩო ეს სტატია, საინტერესოა და დორიან გრეის დავამატებდი კიდევ :)
2016, 8 აგვისტო, 18:27
ბოუი?:))) ეს ვერსია პირველად გავიგე.
2016, 8 აგვისტო, 18:14
სადაც სიკეთეა იქ ბოროტებაა..სადაც ღმერთია იქ ეშმაკია..ლოგიკურია :)
2016, 8 აგვისტო, 17:32
ყველა მათგანი, ვინც აქ არის მოყვანილი, რამდენად იყო დაკავშირებული ბოროტთან არ ვიცი, ძალიან მეპარება ეჭვი (ესე შეიძლება ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს დააბრალო ესეთი რამე, მაგალითად მოცარტს რომელიც ბავშვი იყო და უკვე გენიოსი) მაგრამ ისე ბოროტი რომ არსებობს (ერთ დრესაც აღარ იარსებებს ) და მისით შეპყრობილი ადამიანებიც არიან, ეს ფაქტია!
2016, 8 აგვისტო, 17:27
და ნოტარიულად იყო დამტკიცებული, ეს ეშმაკთან დადებული ხელშეკრულებები?:))))))
დევიდ ბოუეს დავამატებდი.....
2016, 27 მაისი, 14:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 მაისი, 23:07
სამაგიეროდ სხვებს სჯერათ :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10