x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83573
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441503
იოდი სასარგებლოა- დააკვირდით სარკეში თქვენს თავს ძვირფასო ქალბატონებო!

image


კანის სიმშრალე, სიფერმკთალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მსხვრევა, შეშუპება სახის, კიდურების, ქუთუთოების, ჩამქრალი თვალები, დაღლილობა, ძილიანობა, უხასიათობა და ა.შ. _ეს ყველაფერი იოდის ნაკლებობის ბრალია ორგანიზმში. თუ ორგანიზმს საკმარისი იოდი აქვს - მაშინ ქალის თვალები ბრწყინავს! ფრენა სურს!



image


ამ მიკროელემენტის ნაკლებობა ორგანიზმში საშიშია, რადგან ფარისებრი ჯირყვლის ფუნქციაზე დამოკიდებულია არა მარტო ჩვენი გარეგნობა - ჰორმონალური სისტემაც. ბავშვებში იოდის ნაკლებობა იოლად გამოიხატება _ კონცენტრირებას ვერ ახდენს სკოლის გაკვეთილებზე, იოლად იღლება, ჭირვეულობს.

დაეხმარეთ თქვენს და თქვენი შვილების ორგანიზმს!

image

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირყვლის ფუნქციის დაქვეითება)– უწყინარი და პატარა რამ არაა...მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ იოდი დაამატონ მარილშიც, სხვადასხვა მშრალ სადილშიც, ბავშვის საკვებშიც, ეს საკმარისი მაინც არაა!

დავიწყოთ სინჯით _ საღამოს ძილის წინ იოდით გაუსვით 3 ზოლი_ 10 სმ_ მარჯვენა ხელის გარეთა მხარეზე _წინა მხარზე.


პირველი ზოლი _ ყველაზე ძლიერი ინტენსივობის ფერი, მეორე- სუსტი, მესამე ყველაზე სუსტი.

დილით ნახეთ ეს ზოლები, რომელი ფერი შეიწოვა თქვენმა კანმა.


– იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე სუსტი ფერის ზოლი აითვისა ორგანიზმმა, ნიშნავს იმას, რომ იოდი ორგანიზმს ყოფნის, მაგრამ პროფილაქტიკისთვის შემოდგომა- ზამთრის პერიოდში, გამოკვება მაინც უნდა ორგანიზმს.

– იმ შემთხვევაში, თუ სუსტი და საშუალო ზოლის კვალი აღარაა _ ორგანიზმს იოდი ჭირდება!

– იმ შემთხვევაში კი, თუ სამივე ზოლის კვალია გამქრალი დილით _ საგანგაშოა!

– თუ სამივე „სახეზეა“ _არ მოდუნდეთ, შესაძლებელია თქვენი ფარისებრი ჯირყვალი ვეღარ მუშაობს ნორმალურ რეჟიმში, მოგიხდებათ მისი „დაქოქვა“!


გაფრთხილება მას, ვინაც აწუხებს ჰიპერტირეოზი– მომატებული აღზნებადობა, ოფლიანობა, გაღიზიანებულობა_თუ თქვენ გაივლით ასეთ ტესტს, თქვენი გულისცემა აჩქარდება, ამიტომ ეს პრაქტიკა სათქვენო არაა!

მკურნალობა:

ვიწყებთ ხატვას...ფერი, კანზე იოდის ინტენსივობა იქნება ისეთი, რომელიც შეიწოვა ტესტირებისას თქვენმა კანმა!!!

image


პირველი საღამო _იოდით ვხატავთ ხელისგულის ზომის ლაქას მარჯვენა ფეხზე (წინიდან, მუხლსა და ტერფს შორის ტერიტორიაზე)

მეორე საღამო– ვხატავთ ლაქას მარცხენა ფეხზე

მესამე საღამო _ვხატავთ ლაქას მარჯვენა ხელზე.

მეოთხე საღამო– ვხატავთ ლაქას მარცხენა ხელზე!_ ეს დამრტყმელი დოზაა,
ასე ვთქვათ, გულთან ყველაზე ახლოს.

მეხუთე საღამო _ ვხატავთ მარჩხენა ფეხზე

მეექვსე საღამო– ვხატავთ მარჯვენა ფეხზე

მეშვიდე საღამო– ვხატავთ მარცხენა ხელზე!


სქემა მარტივია _ მხოლოდ, არ უნდა აგერიოთ!

და რაც მთავარია _არ უნდა გამოტოვოთ არცერთი საღამო! გამოტოვეთ?_
მაშინ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ისევ სინჯებიდან.

ეს პროცედურა უნდა გაიკეთოთ მხოლოდ შმოდგომა-ზამთრის პერიოდში.
ზაფხულში _ არ შეძლება!!!


ახლა გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, სადაც იოდს იყენებენ (არ შეუთავსოთ
ეს რეცეპტი და ზემოთ აღწერილი პროცედურა ერთმანეთს! ეს გამოვა არა მხოლოდ იოდის გადაჭარბება _ გული შეიცოდეთ!)



გინეკოლოგიური და ანთებითი პროცესების დროს _წაისვით მუცლის კანზე (
ქვედა ნაწილში) იოდი_ იოდის ჩვეულებრივი ქსელი 3-5 საღამო ზედიზედ.

(იოდის ქსელი უნდა იყოს 1 სმ- 1სმ ზე. ეს ყველაზე საუკეთესო ზომაა მაქსიმალური შედეგისთვის)


რამდენიმე წვეთი იოდი ცოტაოდენ წყალში ( რძეში)_კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას.


სისხლჩაქცევების და კუნთების დაჭიმულობისას _რამდენიმე დღის განმავლობაში იოდის ქსელი დაშავებულ ადგილზე.

image



სურდოს დროს _იოდის ინჰალაცია(თუ ალერგია არ არ გაქვთ იოდზე!)_გახსენით
იოდის შუშა, ღრმად შეისუნთქეთ მისი ორთქლი ორივე ნესტოთი ( 4-5 ჯერ დღეში) _მხოლოდ, არ მიიტანოთ ცხვირის ნესტოსთან შუშა გახსნისთანავე და წინ არ დაიხაროთ.

ზურგის ტკივილისას _ აურიეთ 1 ჩ. კ. იოდი და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი. დაასველეთ ბამბა ამ ხსნარში და გაიწმინდეთ ზურგი მთლიანად. 3-4 საათის შემდეგ სთხოვეთ ახლობელს დაათვალიეროს თქვენი ზურგი. ის ადგილები, სადაც იოდი გაუფერულდა_ პრობლემურია! მათ მოცემული ხსნარი უნდა ვუსვათ
მანამდე, სანამ ზურგის ტკივილი არ გაგივლით ( ყოველ წასმაზე ახალი გაამზადეთ)

image


თეთრი იოდი- იოდიან შუშაში ჩადეთ ორი ცალი ასპირინის აბი და მიიღებთ
კანზე წასასმელ თეთრ იოდს. ეს მათთვის, ვისაც არ სურს იაროს შეღებილმა იოდის
ქსელებით.


იოდის ყველა ნახატი ღამე უნდა გაკეთდეს, ხოლო თუ დღე იკეთებთ, მაშინ გარეთ არ უნდა გახვიდეთ და გამჭოლ ქარს ერიდეთ.


გისურვებთ ჯანმრთელობას!




იოდი _ ეს ქიმიური ელემენტია, უნივერსალური თვისებებით. იოდი აღმოჩენილი იქნა 1812 წელს ფრანგი ქიმიკოსის ბ. კურტუას მიერ ზღვის წყალმცენარეების ნაცრის გოგირდმჟავით დამუშავების გზით.


image

ამის თაობაზე მან შეატყობინა თავის მეგობრებს დეზორმს და კლემანს, რომლებმაც 1813 წლის ბოლოს საფრანგეთის აკადემიაში განაცხადი გააკეთეს ახალი ელემენტის აღმოჩენის თაობაზე.


მალევე ახალი ელემენტი დაწვრილებით შესწავლილ იქნა ინგლისელი ქიმიკოსის
გ. დევის და ფრანგის _ ლიუსაკის მიერ. მათ დაადგინეს, რომ თავისი ქიმიური თვისებებით იოდი გავს ქლორს. გეი-ლიუსაკმა ახალ ელემენტს მისცა სახელი „იოდი“ მისი ორთქლის ფერის გამო (jodes- ბერძნულიდან - იისფერი)
image

დამტკიცდა, რომ იოდი, მცირე დოზით პლანეტის ყველა ბუნებრივ სხეულში შედის: წყალში, ნიადაგში, მინერალებში, მცენარეებში.იოდს ღებულობენ ზღვის წყალმცენარეების ნაცრიდან და ნავთობის საბურღების წყლიდან – სპეციფიური სუნის ნაცრისფერ- შავი ფერის ფირფიტები. აქროლებადია ჩვეულებრივ
ტემპერატურაზე; გაცხელებისას იწვის იისფერი ალით.



შენიშნვა:

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი – ენდოკრინული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნცქციის დაქვეითება.

დაავადებას შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი.

მიზეზები


დაავადება ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის ან უჯრედების დონეზე მათი ბიოლოგიური მოქმედების დაქვეითების გამო, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას და ორგანოებისა და ქსოვილების ტეროიდული ჰორმონებით არასაკმარის მომარაგებას.


დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
მემკვიდრეობითი ფაქტორი;დიფუზურ ტოქსიკური ჩიყვის გართულება (ბაზედოვის დაავადება);იმუნური სისტემის დაქვეითება;ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები;ორგანიზმში იოდის უკმარისობა;ჰიპოთალამუზის, ჰიპოფიზის დაავადებები.


სიმპტომები

დაავადების მახასიათებელი სიმტომებია:

სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;კუნთების ტკივილი;სისუსტე ხელებში;კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება;კანის სიმშრალე;თმის მტვრევა, ცვენა;მეტყველების შენელება;სმენის დაქვეითება;ხმის ჩახრინწვა;ბრადიკარდია;პერიკარდიტი;არტერიული ჰიპერთეზია;ანემია;თავის ძლიერი ტკივილი;ქალებში მენსტრუალური ციკლისი დარღვევა;მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.


დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს:

სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;სისხლის იმუნოფერმენტულ ანალიზს;ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას;ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

ტირეოიდულ ჰორმონებს;გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;იოდის შემცველ პრეპარატებს.


საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:


ჰიპოტირეოიდული კომა;ცენტრალური ნერვული სისტემის დაქვეითება;მიოკარდის ინფარქტი;უნაყოფობა;თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;იშემიური ინსულტი.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი (კრეტინიზმი) იწვევს გონებრივ ჩამორჩენას და ორგანიზმის ყველა სისტემის განვითარების დარღვევას. ჰიპოთირეოიდული კომა ხშირ შემთხვევებში მთავრდება ლეტალური შედეგით.

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

ქალები;მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;პერნიციოზული ანემიის მქონე ადამიანები;დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები.


პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:


საკვებში საკმარისი რაოდენობის იოდის მიღება;სისხლში ჰორმონების დონის კონტროლი;სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება;სტრესული სიტუაციებისთვის თავსი არიდება.





ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზს (თირეოტოქსიკოზი) –
დაავადებას იწვევს ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების სტაბილურად ზრდადი დონე.
ტერმინი თირეოტოქსიკოზი (თირეოიდული ჰორმონებით ინტოქსიკაცია) ზედმიწევნით
ადექვატურად აღწერს დაავადების არსს, რადგან ჰიპერთირეოზი ვლინდება ნორმალურ
პირობებშიც, მაგალითად ორსულობისას.


დიფუზურ–ტოქსიკური
ჩიყვი, კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტის
თირეოტოქსიკური ფაზა, ეს ის დაავადებები, რომელთა ფონზეც ყველაზე ხშირად ვითარდება
თირეოტოქსიკოზი. იშვიათად დიაგნოსტირდება მეორეული თირეოტოქსიკოზი, ვინაიდან თირეოტროპული
ჰორმონის (თტჰ) ფონზე, რომელსაც გამოყოფს ჰიპოფიზის ადენომა, ხდება ფარისებური
ჯირკვლის მუდმივი სტიმულაცია.


თირეოტოქსიკოზი
–ჰიპერტირეოზის საპირისპირო მდგომარებაა: თუ ჰიპერთირეოზის დროს ორგანიზმში
მიმდინარე ყველა პროცესი შენელებას იწყებს, თირეოტოქსიკოზის დროს მეტაბოლიზმი
მკვეთრად მატულობს.

თირეოტოქსიკოზის სიმპტომები: გახდომა,
ტაქიკარდია, სხეულის გახურების (სიცხის) შეგრძნება; შინაგანი კანკალი, ჩახუთული სივრცის და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, აღგზნებადობის და ნერვოზული ფონის მომატება, მოუსვენრობა, ხელების კანკალი. სიმძიმის ხასიათის მიხედვით განასახვავებენ მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და ძალიან მძიმე თირეოტოქსიკოზს.

დაავადების სიმპტომები, რომელთა მიხედვით ვლინდება თირეოტოქსიკოზი: თვით ჩიყვი – კისრის შეშუპება, ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება კისრის არეში, ჟრჟოლა.


თირეოტოქსიკოზის დიაგნოსტიკა: ანამნეზის
შეკრების და სათანადო შემოწმების შემდეგ, თირეოტოქსიკოზის საბოლოო დიაგნოზის
დასმის მიზნით, ექიმი პაციენტს ურჩევს გაიკეთოს სისხლის ჰორმონალური ანალიზი. თირეოტოქსიკოზის
დროს თტჰ–ს დონე კლებულობს, ხოლო T3 და T4 დონეები მომატებულია.


იმ დაავადების დაზუსტების მიზნით, რომლის ფონზეც განვითარდა თირეოტოქსიკოზი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს შემდეგი სახის გამოკვლევები: ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რადიოაქტიური იოდის და ტექნეციუმის გამოყენებით ფარისებური ჯირკვლის სკანირება, ფარისებური ჯირკვლის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, ფარისებური
ჯირკვლის სტრუქტურებში ანტისხეულების და ასევე თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების ანტისხეულების დონის განსაზღვრა, ჰიპოფიზის ადენომაზე ეჭვის შემთხვევაში კომპიუტერული ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.


თირეოტოქსიკოზის მკურნალობა

არსებობს თირეოტოქსიკოზის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი: მედიკამენტოზური, ქირურგიული და რადიოაქტიური იოდით მკურნალობა.


კონსერვატიული (მედიკამენტოზური) მკურნალობისას ინიშნება თირეოსტატიკური პრეპარატები, აუცილებელია პრეპარატის რეგულარული და დროული მიღება ასევე ექიმი–ენდოკრინოლოგის რეგულარული კონსულტაციები.


ქირურგიული გზით მკურნალობის საჭიროება დგება, კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის, შუასაყარის ორგანოების (ფარისებური ჯირკვლის მნიშვნელოვნად ზრდა, ჩიყვის მკერდუკანა მდებარეობა) ზეწოლის სიმპტომების, თირეოსტატიკებით მკურნალობისას მძიმე გვერდითი მოვლენების და ფარისებრ ჯირკვალში ავთვისებიანი წარმონაქმნის ალბათობის შემთხვევებში.

4
55193
17-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
55193
  
ძალიან საინტერესო იყო
2017, 4 მარტი, 14:27
ძალიან კარგი სტატიაა
2016, 4 მაისი, 22:11
მადლობა...მადლობა, მადლობა...:-)
2016, 4 მაისი, 21:04
მაგარი სტატიაა, ნინი და ძალიან სასარგებლოც!!! გავაზიარე რა თქმა უნდა!
0 1 4