x
image
natia.a
იშვიათი ფოტოები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომლებიც რუსეთში არ გამოაქვეყნეს
image

როგორც ვიცით, წელს ჩერნობილის კატასტროფიდან 30 წელი შესრულდა, ამიტომ გთავაზობთ იშვიათ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია ვიქტორია ივლევას მიერ 1990 წელს. ამ ფოტოებისთვის ვიქტორიამ ფოტოკონკურს World Press Photo-ზე მთავარი ჯილდო მიიღო კატეგორიაში "მეცნიერება და ტექნიკა". სურათებმა პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთ, მაგრამ რუსეთში ისინი არ გამოქვეყნებულა.



მარცხნივ: დოზიმეტრისტები იგორ მიხაილოვი და იური კობზარი ცენრალური რეაქტორის დარბაზში.


მარჯვნივ: ხედი მეოთხე ბლოკზე. მოხრილი ფიჭვი ყოველთვის ასეთი იყო და რადიაციის ზემოქმედებით სულაც არ მოხრილა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
image
მარცხნივ: დაშლილი ნიკონი, რომლითაც ეს ფოტოებია გადაღებული. აპატარს სამედიცინო სპირტით გაქმენდა დასჭირდა.




მარჯვნივ: იგორ მიხაილოვი და ვიქტორია ივლევა მეოთხე ბლოკის ცენტრალური რეაქტორის დარბაზის მონახულების შემდეგ.


image
ტურბინა სამანქანო დარბაზში


image
დოზიმეტრისტი იური კობზარი ცენტრალური რეაქტორის დარბაზში ამავალი კიბის საფეხურთან. ბევრს ჰგონია, რომ იურა რადიაციისგან ანათებს - ასე არ არის. საქმე ის არის, რომ თეთრ სპეცსამოსზე მას კიდევ სპეციალური პლასტიკის საფარი აქვს ჩაცმული. მანათოებლი ეფექტი კი იქმნება სოფიტების ძლიერი შუქის გამო, რომლებიც იმისათვის დააყენეს, რომ სრულ სიბნელეში არ ემუშავათ.

image

მილსადენები სამანქანო დარბაზში

image


მე-4 ბლოკის სამანქანო დარბაზი. სინათლის სხივები სარკოფაგში არსებული ხვრელებიდან მოდის.

image

მე-4 ბლოკის მართვის პანელი.

image

დოზიმეტრისტები იგორ მიხაილოვი და იური კობზარი მეოთხე ბლოკის კორიდორებში დადიდან.

image
დოზიმეტრისტი იგორ მიხაილოვი ცენტრალური რეაქტორის დარბაზში. ტოტი, რომელიც მიხაილოვის ფეხებთან გადის მარცხნიდან მარჯვნივ, არის "ელენას" ნაწილი - ასე ეძახდნენ რეაქტორის სახურავს.

image


ეს თეთრი ქაფი არის "რადეზი" - რადიაციული დეზაქტივატორი, რომლითაც სადგურის ყველა თანამშრომელს უნდა დაებანა სამსახურიდან გასვლისას.

image

სადგურის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით მე-4 ბლოკის, ვალდებული იყო სამსახურიდან გამოსვლისას გაევლო სპეციალური შემოწმება რადიაციაზე. თუ თანამშრომელი არ იყო საკმარისად "სუფთა", ინთებოდა წითელი შუქი და გასასვლელი ავტომატურად იკეტებოდა. აუცილებელი იყო უკან, აბაზანაში დაბრუნება და სპეციალური საშუალებით კიდევ ერთხელ დაბანა.

image

ნატურმორტი საბჭოთა ეპოქიდან, გადაღებული ატომურის ელექტროსადგურის მიდამოებიდან.

image

გამოსხივების საზომი ქალაქ ჩერნობილში, სადაც ავარიის შემდეგ ცხოვრობდნენ კურჩატოვის ინსტიტუტის ექსპედიციის თანამშრომლები.

image

მიტოვებული აუზი ხედით ეშმაკის ბორბალზე, რომელიც უკვე აღარასოდეს იმუშავებს. აუზის ფერი მეტყველებს მასში ჭაობის მცენარეების არსებობაზე და არაფერი აქვს საერთო რადიაციასთან.

image


მარცხნივ: საბავშვო ბაღი ქალაქ პრიპიატში, საიდანაც ევაკუირებული იყვნენ მაცხოვრებლები.




მარჯვნივ: ლენინი, რომელმაც ახლა უკვე სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი პრიპიატის მიტოვებულ საბავშვო ბაღში.


image

ქალაქ პრიპიატის საბავშვო ბაღის საძინებელი.


image

3
1533
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1533
  
2016, 4 მაისი, 13:19
Ki saertod es tema zalian mizidavs, shansi rom mqondes auvcileblad chavidodi kvlevebze
2016, 4 მაისი, 13:06
გეთანხმები, მეც დამაინტერესა. მახსოვს, შენც გაქვს ჩერნობილის თემაზე დაწერილი... მადლობა, ჩემო კარგო.
2016, 4 მაისი, 13:02
უდაოდ საინტერესო თემაა.. გავაზიარე..
0 1 3