x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს! 10 ჩვევა, რომლისგანაც სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ!

თირკმელები – წყვილი ორგანო, ითვლება რომ ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ორგანიზმში. ამ ორგანულ ფილტრს საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი – სისხლის გასუფთავება ტოქსინების, მიკრობებისა და ინფექციებისგან. ასევე, არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, არტერიულ წნევასა და სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას.


ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ იმაზე გავჩერდეთ, რომ თავად ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ ამ ორგანოს... ბევრი ჩვენთაგანისთვის ცნობილია ეს ჩვევები, თუმცა მათი მავნებლობის შესახებ არ დავფიქრებულვართ. ადამიანი მაშინ არის ჯანმრთელი, თუ ჯანმრთელი თირკმელები აქვს. ამიტომ გადაეჩვიეთ ამ მავნე თვისებებს თქვენივე სასიკეთოდ.



image


თირკმელების განადგურების გზები:

ალკოჰოლი და სიგარეტი


უკვე დიდი ხანია რაც დამტკიცდა, რომ მოწევა და ალკოჰოლის მიღება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ეს მავნე ჩვევები თირკმელების მუშაობას აუარესებს, რადგანაც თავს ვერ ართმევს ამ რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებასთან გამკლავებას. მხოლოდ ფილმებში სვამენ და ეწევიან ლამაზად, რეალურ ცხოვრებაში კი ადამიანები ნელ-ნელა თავს იკლავენ. ამაზე კარგად დაფიქრდით, როცა სიგარეტის მოწევას ან ალკოჰოლური სასმელის მიღებას დააპირებთ...


არასაკმარისი ძილი


საქმე იმაშია, რომ უშუალოდ ღამით ხდება თირკმელების ქსოვილის განახლება. თუ მუდმივად იკლებთ ძილს, ამ პროცესის ჩატარება სრულად ვერ ხერხდება, რაც მალევე იწვევს ორგანოს მუშაობის შეფერხებას. ასე რომ, გამოიძინეთ კარგად – ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.


კოფეინის მიღება დიდი რაოდენობით


აი ამიტომაც ვერ იძინებ... კოფეინი, რომელსაც ყავა და სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელები შეიცავს, დიდ რაოდენობით მავნებელია მთელი ორგანიზმისთვის, თირკმელებისთვის კი – განსაკუთრებით. ის ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, აუწყლოებს ორგანიზმს და თირკმელებს აიძულებს ტყუილად იმუშაოს, რაც ზედმეტ დატვირთვას წარმოადგენს მისთვის.



პასიური ცხოვრების წესი


ხშირად, განსაკუთრებით იმ ადამიანების თირკმელებში, ვისაც მჯდომარე სამუშაო აქვთ, ადგილი აქვს ინერტულ მოვლენებს. იმ მიზნით რომ აღდგეს სისხლის სწორი ცირკულაცია, ყოველ საათში შეასრულეთ რაიმე სახის ვარჯიში. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების გაჩენას.


ვიტამინ B6 ნაკლებობა


იმისთვის რომ თირკმელები კარგად ფუნქციონირებდეს, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საშუალოდ 1.3 მლ. ვიტამინი В6 მიიღოთ, რომელსაც შეიცავს ქათმის ხორცი, თევზი, კარტოფილი, შვრია, ბანანი და კიდევ ბევრი ხილი.


შარდის შეკავება


მუდმივად შარდის შეკავებამ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა და შეუკავებლობა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად გათავისუფლდეთ ბუნებრივი მოთხოვნილებისგან.


ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა


ნატრიუმის ძირითად წყაროს ადამიანისთვის მარილი წარმოადგენს. მაგრამ თუ მას ჭარბი რაოდენობით იღებთ, მაშინ თქვენმა თირკმელებმა, როგორც წყალ –მარილოვანი ცვლის ძირითადმა მარეგულირებელმა, შესაძლოა თავი ვერ გაართვას სამუშაოს. ზრდასრული ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა დაახლოებით 5-6 გრ. შეადგენს. რჩევა ასეთია: საკვებს მარილი დააკელით – მალევე შეეჩვევით და უკეთ შეიგრძნობთ მის გემოს.


უგუნური დიეტები


ბევრი არასწორედ შერჩეული დიეტა, რომელიც ორგანიზმში ცხიმს წვავს, არსებითად "აშიშვლებს" თირკმელებს და დაცვისუნარიანობას უქვეითებს. შედეგად ეს ორგანო ორმაგ დარტყმას იღებს: ერთის მხრივ, ახდენს სისხლის ფილტრაციას დარღვეული ბალანსით, მეორეს მხრივ კი – არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს.


ჭარბი ცილა


ცილებს, ისე როგორც ცხიმებს, ორგანიზმში დაგროვების უნარი არ გააჩნია. ამიტომ ზედმეტი ცილა და მისი დაშლის პროდუქტები ასევე ზრდის ზეწოლას თირკმელებზე. და თუ ის ვერ მოახერხებს ორგანიზმიდან მეტაბოლური პროდუქტების გამოდევნას, ამ შემთხვევაში კენჭები წარმოიქმნება.


არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღება


თირკმელების სწორი ფუნქციონირებისთვის, ისევე როგორც სხვა ორგანოებისთვის, უმნიშვნელოვანესია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. წყალს, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოაქვს ორგანიზმიდან ყველა სიბინძურე!


თირკმელების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია! მოიშორეთ ეს მავნე ჩვევები და გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს!

5
9352
15-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
9352
  
2016, 23 ოქტომბერი, 17:14
არასაკმარისი ძილი და ჭარბი ცილა. აი ეს ორი საკითხია რომელსაც ვიზიარებ.
2016, 5 მაისი, 23:44
მადლობა, ნინი გაიხარე !
2016, 5 მაისი, 13:34
არასაკმარისი ძილი და პასიური ცხოვრების წესი,-- ეჰ, მე მეხება... საინტერესო სტატიაა როგორც ყოველთვის
2016, 5 მაისი, 13:17
დიდი მადლობა, ნინი
2016, 5 მაისი, 12:20
გავაზიარე. ზოგიერთი ჩემი ნაცნობისთვის პირველ რიგში. წაიკითხავენ იმედი მაქვს
0 1 5