x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352365
  • სურათი:508425
"ვისაც "კარგი ყურები" და გემოვნება გააჩნია, სულაც არ ჩათვლის ამას ამბიციად!!!"-მაიკო კაჭკაჭიშვილი.
image
კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის და მომღერალ ლევან ლაზარიშვილის შვილი, ტყუპისცალი 12 წლის დათუნა ლაზარიშვილი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ტელეშოუს "იქს ფაქტორის" კონკურსანტია. მისმა ნამღერმა ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა. დათუნა წარმატებით მიიწევს წინ. ბედნიერი დედა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი თავის პოზიციას აფიქსირებს, როგორც მუსიკოსი და არა როგორც დედა:

"განცხადებას ვაკეთებ როგორც მუსიკოსი და არა როგორც მშობელი !!! ( რეპეტიციაზე რომ მივიყვანე ბავშვი, დაცვამ მითხრა მშობლები გარეთ დაელოდეთო და ტვინში სისხლი ჩამექცა. ვერ აღვიქვი, მივუბრუნდი და არ ვარ მე მშობელითქო, ძალიან გაბრაზებულმა ვუპასუხე). მე ძალიან მიხარია, რომ ყველაზე პატარა დათუნას ღირსეული კონკურენტები ყავს, მაგრამ გავბედავ და გეტყვით რომ, როცა ეს სულელი ბავშვი გამოდის სცენაზე იცვლება ჟღერადობა, ტემბრი (ინდივიდუალური და არა კოპიო) ინტელექტი, გემოვნება, და რაც მთავარია მე ეს არ მეჩვენება როგორც დაბრმავებულ
დედას, როგორც არ მეჩვენება და "კრასავჩიკს" არ ვეძახი... მომიტევეთ ამბიციისთვის მაგრამ ვისაც "კარგი ყურები" და გემოვნება გააჩნია, სულაც არ ჩათვლის ამას ამბიციად!!!
P.s: ხო და ჩემი აქტიური პოსტები თუ არ მოგწონთ ამ წამსვე წამშალეთ, ადგილი არ მაქვს კარგი ხლხის დასამატებლად!"

რას წერენ დათუნასგან აღფრთოვანებული მეგობრები კომენტარებში:

" უბედნიერესი დედა ბრძანდებით... თქვენ კი არა მე მომდის უნენლიეთ ცრემლები, როცა დათუნას გამოსვლას ვუსმენ და თუ ვინმეს აღიზიანებს თქვენი პოსტები... მარტივად შეუძლიათ საერთოდ არ წაიკითხონ... დათუნას ფანი ვარ და პროექტის წარმატებით დასრულებას ვუსურვებ... პ.ს. გენი არ იკარგება..."


" უნიჭიერესი და უთავმდაბლესი ბავშვია. იმღერებს, აგვაცრემლებს, დაგვმუხტავს და ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს ეს წუთია "ჭრელო პეპელას" შესრულება დაამთავრა...
წარმატებები და გამარჯვება დათუნას!"image

0
181
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0