x
image
natia.a
შეიძლება თუ არა ცხელი ჩაის (ყავის) ცივი წყლით გაზავება? - ეს ბევრმა არ იცის!
image
ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ საუბარი იმაზე, რომ ცხელი ჩაისა თუ ყავის ცივი წყლით გაზავება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ბებია-ბაბუები განსაკუთრებით უკრძალავენ ამას ბავშვებს, რადგან, მათი თქმით, ჩაიში ცივი წყლის ჩამატება "კუჭს აუშლით". საინტერესაო, მართლა არის თუ არა სახიფათო ადუღებული წყლის ცივი წყლით გაზავება და რატომ?


თავად წყალზე, მის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებზე ადუღება არანაირ გავლენას არ ახდენს. წყლის თვისება არ იცვლება არც მისი ადუღებით და არც ადუღებულ წყალში აუდუღარის შერევით.


მაგრამ!!!



image

ჩვენს გარშემო უთვალავი მავნე ბაქტერიაა. ისინი ყველგანაა - წყალშიც ჰაერშიც, საგნებზეც, ჩვენს კანზეც... მათგან ბევრი დაავადების გამომწვევია. წყლის ადუღებისას მიკრობების დიდი ნაწილი იხოცება, ამიტომ მდუღარე წყალი პრაქტიკულად სტერილურია. მდუღარეში ჰაერიდან მოხვედრილი მიკრობები მაშინვე იღუპებიან. მაგრამ რაც უფრო ცივდება ანადუღარი წყალი, მიკრობების დაღუპვის ალბათობაც მცირდეა. ხოლო თუ მიკრობები გაციებულ ანადუღარ წყალში მოხვდებიან, გაცილებით უკეთესი პირობა ხვდებათ სიცოცხლისა და გამრავლებისთვის, ვიდრე ნედლ წყალში, რადგან ამ გარემოში "არ ჰყავთ კონკურენტები" და აქვთ "ხელმისაწვდომი საკვები". თუმცა მიკრობების გამრავლებისთვის საჭიროა გარკვეული დრო, ამიტომ რამდენიმე საათის მანძილზე ადუღებული წყალი მაინც რჩება პრაქტიკულად სტერილური. ჰემეტულად დახურვის შემთხვევაში კი რამდენიმე დღეც გაძლებს.


არაანადუღარი წყალი მიკრობებს შეიცავს (მათი მოშორება სრულად ვერც ფილტრის გამოყენებით ხდება). არც იმის გარანტია არსებობს, რომ მაღაზიაში ნაყიდი წყალიც სრულიად სტერილურია - მასშიც შეიძლება არსებობდეს მიკრობები. ცხელ ჩაის ცივი, აუდუღარი წყლით თუ განვაზავებთ, ამ უკანასკნელში არსებული მიკრობები სიცოცხლეს განაგრძობენ და თქვენს კუჭში მოხვდებიან. თუ იქაც მოახერხებენ გადარჩენას, რისი საკმაოდ დიდი ალბათობაა, თქვენს ნაწლავში გადაინაცვლებენ. აი, იქ კი დაიწყება "ბრძოლა" "ახლადმოსულებსა" და "დამხვედრებს" შორის. ძალიან ხშირად ასეთი "ბრძოლის" შედეგი, არც მეტი არც ნაკლები, დიარეაა.


თუ ასეა, მაშინ საერთოდ ნედლი წყლის დალევაც საშიში ყოფილაო - გაიფიქრებს ალბათ ბევრი. საქმე ის არის, რომ თბილ გარემოში (ჩვენს შემთხვევაში წყალში) მიკრობები გაცილებით სწრაფად მრავლდება, ვიდრე ცივში. აქედან გამომდინარე, განელებული, ანუ ცივი ნედლი წყლით გაზავებული წყალი გაცილებით მეტ მიკრობს შეიცავს, ვიცდრე ცივი წყალი და, შესაბამისად, უფრო სახიფათოა.


ასე რომ, დაუჯერეთ ბებიებსა და ბაბუებს და იყავით ჯანმრთელნი!




0
4009
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4009
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0