x
იუპიტერზე ამოუცნობი ობიექტის დაცემა დააფიქსირეს

imageრამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეცემა გაურკვეველი ობიექტი პლანეტა იუპიტერს. ჩანაწერში პლანეტის მარჯვენა მხარეს წამიერად ჩნდება თეთრი ნათება, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ მას ეცემა.
ავსტრიელი მოყვარული ასტრონომის, გერიტ კერნბაუერის თქმით, ვიდეო მან 17 მარტს გადაიღო, როდესაც პლანეტას ტელესკოპით აკვირდებოდა. ვიდეო მან YouTube-ზე გამოაქვეყნა და ის მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.


კერნბაუერის განცხადებით, საქმე გვაქვს დაახლოებით იგივე ინციდენტთან, როგორიც 1994 წელს იუპიტერზე შუმეიკერ-ლევის უზარმაზარი კომეტის ჩამოვარდნა იყო.

აღსანიშნავია, რომ გაურკვეველი ობიექტის იუპიტერზე დაცემა ასევე გადაიღო კიდევ ერთამა მოყვარულმა ასტრონომმა, ირლანდიელმა ჯონ მაკკეონმა.

0
215
8-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0