x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მერილინ მონროს 3 ქორწილი და 3 საქორწინო კაბა
image


ჰოლივუდის ყველაზე მიმზიდველი ქერა ქალბატონი 3-ჯერ იყო გათხოვილი და სამჯერვე განსხვავებული სტილის საქორწინო კაბა ეცვა...



ქორწინება ჯიმი დოგერტთან

image


პირველად მერილინ მონრო 16 წლის ასაკში გათხოვდა. მისი რჩეული მაშინ ფეხბურთელი ჯიმი დოგერტი იყო. ხოლო თავად, მომავალი მსახიობი ავიასამშენებლო ქარხანაში მუშაობდა და თვლიდა, რომ მისთვის ეს ქორწინება მომგებიანი პარტია იქნებოდა. არასრულწლოვანი ნორმა ჯინა მაშინ მინდობითი აღზრდის პროგრამაში იყო და რადგან მისი დროებითი მეურვეები სხვა ქალაქში გადადიოდნენ საცხოვრებლად, გოგონა თავშესაფარში უნდა დაბრუნებულიყო. ამის გაკეთება კი, ძალიან არ უნდოდა...

ქორწილი 1942 წლის 19 ივნისს გაიმართა. პატარძალი უბრალო სილუეტის, სახელოებზე “აზბორილ“ თეთრ მაქმანებიან კაბაში იყო, რომელიც 40-იან წლებში ტრენდული იყო.

1946 წლიდან მერილინ მონრო უკვე მოდელად მუშაობდა და ერთ–ერთი ფოტოსესიის დროს საკუთარი საქორწინო კაბა ჩაიცვა. ქვემოთ სწორედ იმ დროს გადაღებული, უკვე ფერადი სურათია წარმოდგენილი.


image


ფოტომოდელის კარიერასთან ერთად, ნორმა ჯინამ ახალი ცხოვრება დაიწყო, – ახალი სახელით, განსხვავებული თმის ფერით და სრულიად თავისუფალმა. ქმარმა მას არჩევანის გაკეთება მოსთხოვა – კაეიერასა და ოჯახს შორის... და მან კარიერა აირჩია.



ქორწინება ჯო დი მაჯოსთან


image


1954 წლის 14 იანვარს მერილინ მონრო მეორედ გათხოვდა. მსახიობის რჩეული ბეისბოლის ცნობილი მოთამაშე და მთელი ამერიკის კერპი იყო. ხოლო, მის მიერ შერჩეულმა საქორწინო კაბამ ნამდვილად რომ ყველა გააოცა.

მსახიობმა საქორწინო ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა და თეთრი კაბის ნაცვლად, თეთრ საყელოანი, ყავისფერი კაბა-ფუტლიარი ჩაიცვა.


ეს ქორწინება 1955 წლის ოქტომბერში, გაყრით დასრულდა.



ქორწინება ართურ მილერთან


image


1956 წლის 29 ივნისს მსახიობი მესამედ გათხოვდა. ის ცოლად ცნობილ მწერალს და დრამატურგს გაჰყვა. ამჯერად, საზეიმო ცერემონიალზე მსახიობს ამერიკელი დიზაინერის, ნორმან ნორელის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. პატარძლის აბრეშუმის ღია კრემისფერი კაბის სილუეტს ხელთათმანები და ვუალი ავსებდა. ხმები დადიოდა, რომ მერილინ მონრომ თეთრი ფერის ვუალი ყავაში ამოავლო, რადგან კაბის შესაფერისი ტონის ქსოვილი ვერ იშოვა.


image


imageimageimageimageimageimageimage







0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0