x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ ვერ იძინებთ და ცხვრების თვლაც მოგწყინდათ...
image

არასრულფასოვანი ძილის შემთხვევაში, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყოველ ღამე ხდება. საბედნიეროდ, არსებობს 3 კომპონენტი და მათი შერევის შემთხვევაში, მიიღება «სასწაული ნაზავი», რომელიც ადამიანს ეხმარება გამოძინებაში.


საჭირო ინგრედიენტები:image


ქოქოსის ზეთი – 1 ს. კ.

თაფლი – ¼ ჩ. კ.

ზღვის მარილი – 1/8 ჩ. კ.

ეს კომპონენტები დაეხმარებიან თქვენს ორგანიზმს, მთელი ღამის მანძილზე, «გამოძინებაში». ნაზავი ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონების ანუ კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც იწვევს ადამიანის გამოღვიძებას ღამის მანძილზე.


მომზადება და მიღების წესი:


I ვარიანტი:


image

შეურიეთ ერთმანეთს ქოქოსის ზეთი და თაფლი თასში > დაამატეთ მარილი > ყველა ინგრეტიენტი კარგად შეურიეთ.

მიღების წესი:

მიღებული ნაზავი გადაყლაპეთ და წყალი დააყოლეთ.


II ვარიანტი:


მიღების წესი:

imageცალკე დალიეთ ქოქოსის ზეთი, დააყოლეთ თაფლი და წყალი. შემდეგ, პატარა ჭიქა წყალში გახსენით მარილი და დალიეთ.

imageთუ დაიძინეთ და ღამე გაგეღვიძათ, მიიღეთ ნაზავი და ნახევარი საათის შემდეგ ან უფრო ადრე ჩაგეძინებათ.


ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს და რა პროცესებს იწვევს ნაზავი:

image

ქოქოსის ზეთი, მთელი ღამის მანძილზე, კვებავს ორგანიზმს ენერგიით. ის ასევე აფერხებს სისხლში შაქრის დონის ზრდას, რაც ხშირად არის უძილობის მიზეზი.
თაფლი ასევე ეხმარება ადამიანს დაძინებაში. ის თავის ტვინს საკმარისი რაოდენობის გლიკოგენით (ნახშირწყლები, რომელიც ფორმირდება და ინახება ღვიძლში) კვებავს. როდესაც გლიკოგენის რაოდენობა მცირდება, თირკმლის ზედა ჯირკვლები ჭარბი რაოდენობით სტრესის ჰორმონების გამოყოფას იწყებენ, რაც შემდგომში, უძილობის მიზეზი ხდება.
მარილი — კიდევ ერთი სასარგებლო ინგრედიენტია, რომელიც ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს. ნაზავის ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, რომელიც «გამოძინების» საშუალებას აძლევს ორგანიზმს. სისხლში ნატეიუმის არსებობა, ამცირებს ადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფის დონეს ორგანიზმში.

0
368
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0