x
image
Guns N Roses
წმინდა ცეცხლის მითი

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართმადიდებლური სარწმუნოების სწავლების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. ამ სასწაულის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში. „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრება, ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველი აღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონების წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს.

image
წმინდა ცეცხლის წესის აღსრულების ისტორიისათვის, რომელიც აღესრულება დიდი შაბათს იერუსალიმში პროფესორი ნიკოლოზ უსპენსკი სიტყვა
ნიკოლოზ უსპენსკი – ცნობილი რუსი ლიტურგისტი, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორი; ეკლესიის ისტორიის დოქტორი; მუსიკათმცოდნე-საეკლესიო გალობის სპეციალისტი; ასზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევის, რეცენზიის, სტატიის ავტორი; გარდაიცვალა 1987 წელს. იდება შემოკლებით. თარგმნა ლადო გოგიაშვილმა

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატიოსანნო მამანო, ღრმადპატივცემულო კოლეგებო და ძვირფასო სტუმრებო!
ჩემ მიერ შერჩეული და აკადემიის საბჭოს მიერ ნებადართული თემა ეხება იმ მღვდელმოქმედების ისტორიულ წყაროებს, რომელიც ასევე ცნობილია მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოვლენის სახელით.



მკრეხელობა იქნებოდა ზეციური ცეცხლის მოთხოვნა იმისგან, რომელმაც ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოსთვის მიწის ბუნებრივი ნაყოფები – პური და ღვინო გამოიყენა. თუმცა აღმოსავლური აღმსარებლობის ქრისტიანებს შორის – მართლმადიდებლები, სომეხ-გრიგორიანელები, იაკობიტები და კოპტები – ძალზე გავრცელებულია რწმენა “მადლმოსილი ცეცხლის” ზებუნებრივი და სასწაულებრივი წარმოშობის შესახებ. მომლოცველთა ჩანაწერებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრები ბერნარდიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, წითელ ზოლად გასდევს აზრი წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი წარმოშობის შესახებ. ამასთანავე, მომლოცველთა ერთი ნაწილი პატრიარქის მიერ ცეცხლის გამოტანის თვით ფაქტის კონსტატირებას ახდენს, ხოლო მეორენი კი მიუთითებენ მისი წარმოშობის ფორმებზე, იქნება ეს მტრედის, თუ ელვის სახით, ასე რომ ჯერ კიდევ იღუმენ დანიელს უნდა ეთქვა: “ბევრი მომლოცველი არასწორად საუბრობს ამ ნათლის წარმოშობის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ სული წმინდა მტრედის სახით გადმოდის მაცხოვრის საფლავზე, ხოლო ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ელვის სახით”. შევნიშნავთ, რომ რუსი იღუმენი დანიელი იერუსალიმში მოგზაურობდა 1106-1107 წლებში. თუმცა მის შემდეგაც გვხვდება მომლოცველთა ჩანაწერებში ამ ცეცხლის ფორმების შესახებ მსგავსი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები. ეს უწყებები, რომლებიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, უფრო მეტად ავტორთა რელიგიურ ეგზალტაციაზე მეტყველებს, ვიდრე თავად ამ ტრადიციის სიდიადეზე. აქედან გამომდინარე იკარგება მათი სამეცნიერო ღირებულება ტრადიციის გამოკვლევის საკითხში
ამის შესახებ დუმს წმ. კირილე იერუსალიმელიც. ასაბუთებს რა მკვდართა აღდგომას, ბუნებაში სიცოცხლის უწყვეტად განახლებადი კანონებით, ციურ სხეულთა მოძრაობით და რომელიც ამ მიზნით ფენიქსის ლეგენდასაც კი იყენებს (სიტყვა 18), იგი არც ერთ სიტყვას არ ამბობს სასწაულებრივი წარმოშობის ცეცხლზე, მაშინ, როცა ზუსტად ამ სიტყვას წმ. კირილე წარმოთქვამდა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო ზუსტად იმ ტაძარში, სადაც წმ. ცეცხლის აღნიშნული ტრადიცია აღესრულება, სადაც ამგვარი უწყება უფრო შესაბამისი და დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე მის მიერ მოყვანილი მაგალითები
ჩვენთვის საინტერესო საკითხს ასევე ნათელს ჰფენს მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე აღმოჩენილი ლიტურგიკული ძეგლები. ეს არის ე. წ. ლატალის ხელნაწერი იერუსალიმის ტიპიკონისა (მე-9 ს. დასაწ.), კალის ხელნაწერი იგივე ტიპიკონისა (მე-10 ს-ის ბოლო, ან მე-11-ს დასაწ.) და 1122 წლის წმ. საფლავის ტიპიკონის ხელნაწერი. ამ ხელნაწერებში გადმოცემულია წმ. ცეცხლის ჩვენთვის საინტერესო ტრადიცია. ამ ძეგლთაგან ყველაზე გვიანდელში, 1122 წლის წმ. საფლავის ტიპიკონში, რომელიც, პროფ. დმიტრიევსკის აზრით, იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძრის საღვთისმსახურო პრაქტიკას ასახავს იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობდა მე-9-10 საუკუნეებში, წმ. ცეცხლის ტრადიცია შემდეგნაირად არის აღწერილი. “ამ წმ. დღის ორ საათზე იწყებენ კანდელების წმენდას, ამზადებენ მათ და დგამენ საფლავზე (…) ამ კანდელთა წმენდის დროს აღესრულება ჟამნების საკითხავი”. დიაკონი წარმოთქვამს კვერექსს. ამ დროს პატრიარქი წმ. საფლავის კარებს ხურავს, გასაღები თან მიაქვს და “მაშინ ტაძრის ყველა კანდელი ქრება (…) პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად, თეთრ სამოსში მოსილი, შედიან აღდგომის ტაძარში კანდელისა და სანთლების გარეშე, დგებიან წმ. საფლავის უკან და იწყება საღამოს ლოცვა”. შემდეგ ტიპიკონში აღწერილია საღამოს ლოცვა, რომელიც რამდენადმე განსხვავდება დღევანდელი პრაქტიკისგან. შემდგომ ტიპიკონი ამბობს: “პატრიარქი შედის საკურთხეველში და საკმეველს ურიგებს მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს და მათთან ერთად აკმევს ტაძარში, შემდეგ სამჯერ უვლიან გარს საფლავს, შემდეგ გამოდიან და გოლგოთისკენ მიემართებიან, შემდეგ წმ. ბაღში შედიან, შემდეგ კონსტანტინეს ბაზილიკაში და იქიდან მოემართებიან აღდგომის ტაძრის კარებისკენ. შემდეგ იპოდიაკონები იღებენ კანდელებს და ყველა შედის საკურთხეველში. პატრიარქი იწყებს სიტყვების “უფალო შეგვიწყალე”-ს წარმოთქმას და მთელი ერი განუწყვეტლივ პასუხობს: “უფალო შეგვიწყალე”. შემდეგ პატრიარქი, არქიდიაკონი და პროტონოტარიუსები გამოდიან ტაძრიდან, რომლებიც პატრიარქს ორივე მხრიდან დგანან (…) შემდეგ პატრიარქი განერთხმება წმ. საკურთხევლის წინ და ლოცულობს. იგივეს აკეთებენ მის გარშემო მყოფნი. ხალხი კვლავ ღაღადებს: “უფალო შეგვიწყალე”. შემდეგ იგი შედის წმ. საფლავთან, სამგზის განერთხმება და უფალს თხოვს საკუთარი თავისა და დანარჩენი ადამიანების შეწყალებას. შემდეგ აღანთებს სანთელს წმ. ნათლისგან და გადასცემს არქიდიაკონს, ხოლო არქიდიაკონი კი ხალხს. ამის შემდეგ პატრიარქი, არქიდიაკონი და დანარჩენნი გამოდიან და გალობით აღასრულებენ ლიტიას კონსტანტინეს წმ. ბაზილიკაში”.






0
235
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0