x
image
melody_inside
მალაიზიაში დაიბადა თიკანი ადამიანის სახით!
image



63 წლის მალაიზიელი მიწათმოქმედის იბრახჰიმ ბასირას ფერმაში დაიბადა ადამიანის სახიანი თიკანი. მამაკაცი ვერ გარკვეულა ამ უცნაური მოვლენის მიზეზებში. სხვათაშორის, ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც ჩლიქოსანი ცხოველი ადამიანის სახის ნაკვთებით იბადება, აცხადებს The Week.


"თხის შვილი ადამიანის ჩვილს უფრო გავდა თმებიანს, ვიდრე თიკანს. ჩვეულებრივი დრუნჩის მაგივრად მას თვალები და ცხვირი ადამიანის მსგავსად ჰქონდა.", – განაცხადა ბასირმა.



მამაკაცმა ვეტერინარები გამოიძახა, მაგრამ მათაც ვერ შეძლეს აეხსნათ მისთვის ასეთი უცნაური თიკანის დაბადების მიზეზი. სამწუხაროდ, პატარას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.



მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია უჩვეულო თიკანზე, ფერმერთან დაიწყო ცხოველის სხეულის ყიდვის მსურველების წინადადებების შემოსვლა, მაგრამ მალაიზიელმა ამჯობინა მეცნიერებისთვის მიეცა გამოკვლევების ჩასატარებლად.


გასული წლის მარტში დიდი რეზონანსი მოჰყვა ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ დაღესტანში დაიბადა ბატკანი " ადამიანის" სახით.




2014 წელს კენიაში სოფელ მარალალში აღმოაჩინეს თხა ადამიანის სახით. ის აღმოაჩინეს ბავშვებმა თამაშის დროს. მუტანტი თხა მაშინვე მოკლეს. ადგილობრივი მცხოვრებლები დარწმუნებული არიან

-თხაში ჩასახლდა ბოროტი სული ხურა. ამ წარმართულ ღმერთს ჩვეულებრივ გამოსახავენ ადამიანის სახით და ცხოველის სხეულით. ერთი წლით ადრე მსგავსი შემთხვევა მოხდა ქვეყნის ჩრდილოეთით. იქ დაიბადა თიკანი, რომლის სხეულშიც არცერთი ძვალი არ იყო.




0
606
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0