x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 ყველაზე ძვირადღირებული როლი ჰოლივუდის ისტორიაში

ჰოლივუდი — ჭეშმარიტად «ჯოჯოხეთური» მანქანა არის, რომელიც ყოველ თვე და შესაძლებელია, ყოველ კვირაც, კინოგაქირავებაში ფილმს უშვებს და იწყებს ათობით, ასობით და ათასობით ახალ ფილმზე ფიქრს. მსახიობები ამ ფილმებში, არა მხოლოდ სახელისა და პოპულარობის მოსახვეჭად, არამედ ჰონორარებისთვისაც თამაშობენ, რომლებიც ხან ისეთ საარაკო რაოდენობას აღწევს, რომ უბრალო მოკვდავისთვის, წარმოუდგენელიც კი არის. აქ წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი ჰონორარის მქონე მსახიობებს და იმ როლებს, რომლებშიც ეს თანხები მიიღეს! ამ რეიტინგში მხოლოდ ის როლები მოხვდა, რომლის შემსრულებისთვის, ჰონორარი 30 მლნ. და უფრო მეტი იყო.



20. არნოლდ შვარცნეგერი, «ტერმინატორი 3» - 30 მილიონი $

image

image

ნიჭიერი ადამიანები, ყველაფერში ნიჭიერები რომ არიან, არნოლდ შვარცნეგერმა დაამტკიცა. ის იყო პროფესიონალი სპორტსმენი, შემდეგ იყო ჰოლივუდი, ბიზნესი, პოლიტიკა, ლიტერატურული მოღვაწეობა, ქველმოქმედება და ბევრი სხვა რამე. და მან ყველა სფეროში წარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცნეგერმა, ფილმისთვის «ტერმინატორი 2», ჰონორარის სახით 20 მლნ. $ მიიღო.




19. ჯიმ კერი, «ყოველთვის თქვი «დიახ» — 35 მლნ. $

image
ჟანრის ვეტერანის და ისეთი ცნობილი კომედიების მსხიობის, როგორებიც არის «სულელი და კიდევ უფრო სულელი» და «ნიღაბი», ფილმში «ყოველთვის თქვი «დიახ» როლის შესრულებისთვის, ჯიმ კერის მიერ აღებულმა ფიქსირებულმა ჰონორარმა, ფილმის საკასო შემოსავლის 36, 2% შეადგინა. ამ შემთხვევაში, ფილმის შემქმნელებს ნამდვილად არ გაუმართლათ, რადგან თუ მსახიობის კონტრაქტში საკასო შემოსავლების წილი იწერება, ის 15% იშვიათად აღემატება.

image


18. რობერტ დაუნი უმცროსი, «შურისმაძიებლები: ალტრონის ერა» — 40 მლნ. $

image
დაუნი უმცროსმა დიდი გზა გაიარა თავისი პირველი რკინის ადამიანის როლიდან ამ ზღაპრულ ჰონორარამდე! სწორედ ამას ჰქვია — წარმატების მიღწევა.


17. ტომ ჰენქსი, «რიგითი რაიანის გადასარჩენად» — 40 მლნ. $

image
ჰოლივუდის საყვარელი მსახიობი, ტომ ჰენქსი მხოლოდ ჰონორარის გამო არ დათანხმდა ამ როლზე. ის მთელი არსებით ჩაეფლა პროექტში და როგორც ფილმის რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღიარა, ჰენქსის გარეშე, «რიგითი რაიანი» ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც დღეს არის.


16. რობერტ დაუნი უმცროსი, «შურისმაძიებლები» — 50 მლნ. $

image
განსხვავება «შურისმაძიებლები» I და II ჰონორარებს შორის 10 მილიონია, და ორივე ერთად – 90 მლნ. $ შეადგენს.


15. ჯონი დეპი, «ალისა საოცრებათა ქვეყანაში» — 50 მლნ. $

image
ჯონი დეპი უდაოდ ნიჭიერი მსახიობია! ფილმის სიუჟეტის მიხედვით, შეშლილი მექუდეს პერსონაჟი – მეორეხარისხოვანი როლია, მაგრამ ტიმ ბერტონის ფილმში, ის წინა პლანზე გამოდის.


14. რობერტ დაუნი უმცროსი, «რკინის ადამიანი 3» — 50 მლნ. $

image
რკინის ადამიანის როლის თამაში, ამ მსახიობს, ნამდვილად კარგად აქვს დაცდილი. რკინის ადამიანის III წაწილი ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა ამ ჟანრის ფილმებს შორის – ეკრანებზე «შურისმაძიებლების» გამოსვლამდე.


13. ჯონი დეპი, «კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე» — 55 მლნ. $

image
«კარიბის ზღვის მეკობრეების» წინა სამი ფილმის საკასო შემოსავალმა, მსოფლიო მაშტაბით, 2, 5 მილიარდი დოლარი შეადგინა და რა თქმა უნდა, IV ფილმში თამაშისთვის, დასახელებულ თანხაზე ნაკლებ ჰონორარს, მთავარი როლის შემსრულებელი, ვერ აიღებდა!


12. ლეონარდო დი კაპრიო, «დასაწყისი» — 59 მლნ. $

image
როგორც ტომ ჰენქსი, ისე ლეო დი კაპრიო — ფილმის პრესტიჟულობის და პოპულარობის საწინდარია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფილმში – «დასაწყისი» შესრულებული როლისთვის, მან ესოდენ მნიშვნელოვანი ჰონორარი მიიღო.


11. ჯეკ ნიკოლსონი, «ბეტმენი» — 60 მლნ. $

image
კომიქსების გმირი ბეტმენი 1939 წელს შეიქმნა და იქიდან მოყოლებული, არაერთი თაობის საყვარელი გმირი გახდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, მისი პოპულარობა თანდათანობით შემცირდა და ამ კომიქსების გადასარჩენად, 1966 წლიდან, ტელევიზიით, მინი-სერიალის ჩვენება დაიწყეს, რომლის მთავარი გმირი ბეტმენი იყო. ექსპერიმენტმა გაამართლა და კომიქსები ბეტმენის პერსონაჟით, ისევ პოპულარული გახდა. მაგრამ შემდეგ, გაყიდვების რაოდენობა ისევ შემცირდა. ახალი სერიალი, ბეტმენის მონაწილეობით, 1986 წელს გამოვიდა ეკრანებზე და კომიქსები ისევ პოპულარული გახდა. ამ ტალღაზე, გადაწყდა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება და ჯოკერის როლზე, იმ დროს უკვე პოპულარული მსახიობი, ჯეკ ნიკოლსონი მიიწვიეს. მსახიობის პროექტში ჩართვამ და მისთვის უზომოდ დიდი ჰონორარის გადახდამ ნამდვილად გაამართლა და ფილმმა შემქმნელებს მილიონობით დოლარის მოგება მოუტანა.


10. ჰარისონ ფორდი, «ინდიანა ჯონსი 4: ბროლის თავის ქალის სამეფო» — 65 მლნ. $
image

image

ფილმის «ინდიანა ჯონსი 3: ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა» (1989 წ.) გადაღების დასრულებიდან, თითქმის 20 წელი იყო გასული და თუ ფილმის შემქმნელებს ინდის ეკრანებზე დაბრუნება უნდოდათ, როლის შემსრულებლისთვის, ეს საარაკო ჰონორარი უნდა გადაეხადათ.



9. ტომ ჰენქსი, «ფორესტ გამპი» — 70 მლნ. $

image
როდესაც ამ ფილმს იღებდნენ, გადამღებ ჯგუფს არც თუ ისე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ამიტომ, ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელს, ჰონორარად, გაქირავების საკასო შემოსავლების 10% შესთავაზეს. ასე, რომ, ეს ჰონორარი წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული და ტომმა არ იცოდა, რა თანხას მიიღებდა როლის შესრულებისთვის.


8. ტომ კრუზი, «მისია შეუსრულებელია 2» — 75 მლნ. $

image
ამ ფილმების შემქმნელებმა, კინოგაქირავების შედეგად, საერთო ჯამში, 8 მილიარდი დოლარი მიიღეს და რა თქმა უნდა, ფილმის მთავარ გმირს, რომელიც ამავდროულად, ფილმის წარმატების გარანტიაც იყო, ნამდვილად ეკუთვნოდა ზემოთ ხსენებული ჰონორარი.


7. ტომ კრუზი, «მისია შეუსრულებელია 3» — 75 მლნ. $

image
«მისია შეუსრულებელია 2»-ში როლის შესრულებისთვის, ტომ კრუზისთვის მიცემული ჰონორარის ტარიფს, რა თქმა უნდა, ვეღარ შეამცირებდნენ. აქ საკვირველი მხოლოდ ის არის, რომ უფრო მეტად არ გაზარდეს.



6. კიანუ რივზი, «მატრიცა: რევოლუცია» — 76 მლნ. $

image
პირველი «მატრიცა» (1999) იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა თხოვნით, მისი გადაღებები გაგრძელდა. შესაბამისად, გაიზარდა კიანუ რივზის ჰონორარიც. პირველ ფილმში, მან სავარაუდოდ, 30 მლნ. დოლარზე ნაკლები მიიღო, თორემ აუცილებლად მოხვდებოდა ამ რეიტინგში.



5. სანდრა ბულოკი, «გრავიტაცია» — 77 მლნ. $

image
ერთადერთი ქალია ამ სიაში. სანდრამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში, თავისი თამაშით და ფიქსირებულ ჰონორარის გარდა, საკასო შემოსავლების 15 პროცენტიც მიიღო.


4. ტომ კრუზი, «სამყაროთა ომები» — 100 მლნ. $

image
საგადასაღებო მოედანზე, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რეჟისორის სტივენ სპილბერგის და ბოევიკი ვარსკვლავის შეხვედრით, მსოფლიომ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ყველაზე საუკეთესო ფილმი მიიღო, ხოლო ტომ კრუზმა –ყველაზე შთამბეჭდავი ჰონორარი მის ცხოვრებაში.


3. უილ სმიტი, «ადამიანები შავებში 3» — 100 მლნ. $

image
ფილმში «ადამიანები შავებში» 1997 (წ.) როლის შესრულებისთვის, უილ სმიტმა, ჰონორარის სახით, 5 მლნ. დოლარი მიიღო. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შემდეგ ფილმებში, მსახიობის ჰონორარი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა: «ადამიანები შავებში 2» ფილმში თამაშისთვის მან 20 მლნ. + კინოგაქირავებიდან მიღებული თანხის 10%, ხოლო «ადამიანები შავებში 3»-ში – 20 მლნ. + საკასო შემოსავლების 20% მიიღო.


2. ბრიუს უილისი, «მეექვსე გრძნობა» — 120 მლნ. $

image
ჰოლივუდის ჰორიზონტზე, ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, ბრიუს უილისმა, ამ ფილმში თამაშის წინ, კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც ფიქსირებული ჰონორარი 14 მლნ. დოლარი იყო + 17% კინოგაქირავებით შემოსული თანხიდან. ფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დამატებითმა ჰონორარმა, ფიქსირებულს ბევრად გადააჭარბა.



1. კიანუ რივზი, «მატრიცა: გადატვირთვა» — 126 მლნ. $

image
მას შემდეგ, რაც კიანუ რივზმა ნეოს როლი შეასრულა, ის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ამ ფილმში მისმა ფიქსირებულმა ჰონორარმა და ფილმის კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლების 15%-მა, მსახიობი რეიტინგის ლიდერად, ხოლო ნეოს როლი – ყველაზე შემოსავლიან (1/5 მლრდ. $ მეტი) როლად აქცია.

0
853
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0