x
image
Guns N Roses
რა არის ქიმერა? - მითოლოგიური ჰოროსკოპი

რა არის ქიმერა?





1. ბერძნულ მითოლოგიაში ქიმერა არის ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და გველის თავით დასრულებული კუდი; მოკლა ბელეროფონტმა.
2. შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნებაში კი ფანტასტიკური არსების (ურჩხულის) სკულპტურული გამოსახულება (მაგ., პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე).
გადატანითი მნიშვნელობით ქიმერა ფანტაზია, აუსრულებელი სურვილები ან მოქმედებებია.


image







ქიმერა - ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველეშაპის ბოლო, ან სამი თავი: ლომის, თხისა და დრაკონის. ჰესიოდეს მიხედვით ეს თავისებური საზარელი უწმინდური ტიფონისა და ექიდნეს ასულია, გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. ცხოვრობდა ფრიგიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში თუ კარიაში, სადაც თითქოს მეფეამისუდაროსმა გაზარდა და ბელეროფონტმა მოკლა ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით. ჰომეროსის დახასიათებით, "წინამო ლომისა აქვს", უკან დრაკონია. პრაგმატიკული თვალსაზრისით, ესაა ცეცხლისმფრქვეველი მთა, რაც მც. აზიაში მრავლადაა. ჩვენ ხშირად გაგვიგია სიტყვა "ქიმერები", რომელიც არ არის სწორი. ურჩხული ქიმერა ერთია. ხელოვნებაში ამ სახეს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. უხვადაა კორინთულ და ატიკურ ვაზებზე, მონეტებზე. გამოსახულია ბრინჯაოს თასებზე. ეტრუსკებს ბრინჯაოს ქანდაკი ჩამოუსხამთ. განსაკუთრებით ფართოდ აისახება ბელეროფონტის და ქიმერას ბრძოლა, როგორც კეთილისა და ბოროტის, - ქრისტეს და ანტიქრისტეს შეტაკება. იყენებენ შენობის სამკაულად (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). წიგნის მხატვრობაში - ლომდრაკონია, ზურგზე თხის თავით, ან გველისკუდიანი ფრთოსანი ლომი (XII ს., ლუვრი), ან კიდევ ჰარპიების მსგავსი ფრთოსანი ქალია. ფლორენციის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება პირღია ლომი, ბრინჯაოს ქანდაკი, რომლის კუდიც გველია. ლომს კუდი აუდრეკია და ზურგზე ამოზრდილ გველისკისრიან თხის რქას ხრავს.

ასევე არის მითოლოგიური ჰოროსკოპი ქიმერა (16 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

ადამიანი - ქიმერები რეალურ ცხოვრებაშიც ანალოგიური თვისებებით გამოირჩევიან, ისინი ორპირები და ფარისევლები არიან. მათი ქმედებები ხშირად გაუთვლელია, რის გამოც ხშირად ქიმერების საქციელის უკან, საპირისპირო აზრი იმალება ხოლმე. ის ნამდვილი ქამელეონია და მასთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.






0
488
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0