x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134412
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოულოდნელად აღმოჩენილი განძი
imageჩრდილოეთ კალიფორნიაში როდესაც წყვილი საკუთარ ნაკვეთში თავიანთ ძაღლს ეთამაშებოდნენ, ძაღლმა მოულოდნელად დაიწყო მიწის თხრა, ბებერი მუხის ძირში. აღმოჩნდა რომ ამ მუხის ძირას ოქროს მონეტებით სავსე განძი იყო დაფლული. მონეტების რაოდენობამ 1427 ცალი შეადგინა, რაც დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ღირებულებას წარმოადგენს.

ყველა მონეტა იდეალურ მდგომარეობაშია და დათარიღებულია 1847-1994 წლებით. მონეტები ნომინალებით 5, 10 და 20 დოლარი 6 ქილაში იყო მოთავსებული ქრონოლოგიური მიმდევრობით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიღაც ორმოს მუხის ძირში ბანკად იყენებდა.

მათი ნამდვილობა უკვე შემოწმებულია სპეციალური ორგანიზაციის Professional Coin Grading Service-ს სპეციალისტების მიერ.

image


თვითოეული ასეთი მონეტის ღირებულება 27 000$ აღწევს. არის ისეთი მონეტებიც, რომელთა ღირებულებ თითქმის მილიონია.

წყვილი რომელთაც ერგო ეს განძი თავიანთ ვინაობას და განძის პოვნის ადგილს არ ასაჯაროებენ. რადგან შიშობენ, რომ ეს თუ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი იმ ადგილს უამრავი განძის მაძიებელი ესტუმრება თავიანთი მეტალოდეტექტორებით. ამიტომ ისინი მონეტების გაყიდვას საიტ Amazon-ის მეშვეობით აპირებენ
image






2
706
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
706
  
2016, 5 მაისი, 14:51
ძაღლი კი არ უნდა გაყიდონ ოქროს ბუნაგი უნდა დაუდგან :D
2016, 30 აპრილი, 1:46
ძაღლს არ ყიდიან ნეტა?))))))
0 1 2