x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოჩნდა ახალი პროგრამა "Privates" ,რომელიც ბევრ მომხმარებელს გაახარებს
imageსმარტფონებისთვის და ტელეფონებისთვის შეიქმნა ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო პროგრამა, რომელსაც ვფიქრობ ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა.


ინტერნეტში ორიოდე დღეა გამოჩნდა აპლიკაცია სახელწოდებით "Privates", რომელიც ამერიკულმა კომპანია RXN-მა შეიმუშავა.



"Privates"-ი პირველი მთავარი ღირსება ისაა, რომ გაგზავნისთანავე შლის სმს, ფოტო ან ვიდეო შეტყობინებას.


მეორე ღირსება გახლავთ ის, რომ მიმღები ადრესატი მყისიერად არ იღებს მესიჯს.პროგრამის მფლობელს შეუძლია შეხედულისამებრ დააყენოს რეჟიმი, თუ რა დროის განმავლობაში უნდა მიიღოს გზავნილი:ესაა 3, 12 და 24 საათი.ამის შემდეგ წერილი ავტომატურად იშლება.



პროგრამის კიდევ ერთი თვისება გააჩნია: შეუძლებელია ეკრანიდან სურათის გადაღება(სქრინშოტი)


აშკარაა, რომ პროგრამა ძალიან გამოადგებათ(განსაკუთრებით მეორე ნაწილი) ემოციურ ადამიანებს და იმ ხალხს, რომლებსაც სიმთვრალის დროს უყვართ "საქმის გარჩევა".


დამეთანხმებით, ბევრს მოგსვლიათ ცხოვრებაში, როდესაც გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ გვინანია, თუმცა უკვე გვიანია.


აპლიკაცია "Privates" კი იძლევა იმის საშუალებას არა მარტო ავტომატურ რეჟიმში მომენტალურად წაიშალოს შეტყობინება(რაც ხშირად შესაძლოა დაგვიწყებიათ, მით უმეტეს, რომ არ გინდათ ეს მესიჯი ვინმემ წაიკითხოს, შემთხვევით თუ განზრახ)არამედ გაძლევთ იმის დროს, რომ ადრესატს შეტყობინება საერთოდ გაუუქმოთ.


"Privates-ი" ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მარტო App Store-ზე, თუმცა აპლიკაციის ავტორები აცხადებენ, რომ მალე პროგრამა ОС Android-ზე და Windows-ზეც გამოჩნდება.


0
149
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0