x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
3 მილიონი რუბლი ჯილდოდ ინფორმაციისთვის-–მასობრივი მკვლელობის ახალი დეტალები!



imageრუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ სიზრანის პოლიციის ყოფილი უფროსის ანდრეა გოშტის და მისი ახლობლების სიკვდილში მონაწილეობდა არანაკლებ ოთხი ადამიანისა.

ხინშტეინის თქმით, ბოროტმოქმედებმა ერთდროულად შეაღწიეს რამდენიმე ოთახში და
დაიწყეს მძინარე ადამიანების ცემა ჩაქუჩებით და რკინის ღერძებით.

დეპუტატმა ამასთანავე აღნიშნა, რომ თავდასხმისთვის მკვლელები გულდასმით მოემზადნენ, ერთერთი მათგანი ნამყოფიც კი იყო ამ სახლში.


ალექსანდრე ხინშტეინი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი: "ცნობილია, რომ სახლში ისინი შევიდნენ ფანრით იმ უკანა კარებიდან, რომელიც ღამე არასოდეს არ
იკეტებოდა, როცა გოშტი შაბათ-კვირას მშობლებთან ჩადიოდა. დამნაშავეებმა იცოდნენ ოთახების განლაგება, იცოდნენ ისიც, რომ კარები არ იყო დაკეტილი."



ამის გარდა, დამნაშავეებმა იცოდნენ ვიდეოთვალთვალის სისტემის სერვერის ადგილ-მდებარეობა და შეძლეს სისტემის ბლოკის თან წაღება.


ხინშტეინმა ასევე განაცხადა, რომ ყოფილი პოლიციელი, თავისი მშობლებისგან განსხვავებით, ძილში არ მომკვდარა. ჭრილობის მიხედვით, ნაცემი გოშტი რაღაც დროის განმავლობაში ცოცხალი იყო. სასიკვდილო დარტყმა, მას უკნიდან მიაყენეს, გადმოსცემს ТАСС.



შეგახსენებთ, რომ პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი ოჯახის 5 წევრი 24 აპრილს
მოკლეს საკუთარ სახლში სოფელ ივაშევკაში. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ პოლიციელის
7 წლის ძმისშვილი. მან სერიოზული ტრამვები მიიღო.


განიხილება ამ მასობრივი მკვლელობის სამი ძირითადი ვერსია, მაგრამ დეტალებზე საუბარს გამომძიებლები ჯერ არ აპირებენ.



მანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციელს გაუწორდნენ მისი პროფესიიდან გამომდინარე.
ასევე არ გამორიცხავდნენ, რომ გოშტი და მისი ახლობლები მოკლეს მძარცველებმა.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 მილიონი რუბლით დააჯილდოვებს
იმას, ვინც მიაწვდის დამატებით ინფორმაციას მკვლელების შესახებ.

0
760
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0