x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ აქვთ ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული ლოგიკა? – ახსნა, რომელიც დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს

image


საერთოდ, ქალები უფრო რთუალა არიან მოწყობილები, ვიდრე მამაკაცები. კაცებს ყველაფერი მარტივად აქვთ, ქალებს კი – რთულად... და იცით რატომ? იმიტომ რომ, კაცის და ქალის ტვინი, ბიოლოგიურად, განსხვავებულად არის მოწყობილი:

მამაკაცის ტვინი – არის მოწყობილობა, რომელშიც იდეალური წესრიგი სუფევს. იქ ყველაფერი ცალკე «კოლოფებში», ცალკე «უჯრებშია» მოთავსებული. მაგ., ოჯახი – ერთ «ყუთშია», სამუშაო – მეორეში, სპორტი – მესამეში და ა. შ. არის «ყუთი» – ავტომობილისთვის, ფულისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის...

მამაკაცი ყოველთვის, ყველაფერს, შესაფერის «ყუთში» ინახავს და ერთი წესით ხელმძღვანელობს: ვიდრე ერთ «ყუთში» იქექები, ხელის ხლება არ შეიძლება მეორე «ყუთისთვის». როდესაც მამაკაცი რომელიმე საკითხზე მსჯელობს, ის იმ კოლოფს ხსნის, რომელშიც «დოკუმენტები» აქვს მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
ქალის ტვინი კი, სულ სხვაგვარად არის მოწყობილი – ის ბირთვია, რომელზეც აზრების «მავთულია» დახვეული და მასში, ყველაფერი ურთიერთკავშირშია: მაგ., ფული – მანქანასთან, მანქანა – სამუშაოსთან, ბავშვები – დედასთან, დედა – ბებიასთან და ბებიაც რამესთან არის «ჩაბმული». შედეგად, ქალის აზროვნების პროცესი – ფართოზოლიანი მაგისტრალია, რომელიც ენერგიის ერთი ფორმით – ემოციებით იმართება. ამ უკანასწკელთან დაკავშირებით კი ცნობილია, რომ თუ ნებისმიერ მოვლენას ცხოვრებიდან ავიღებთ და ემოციას მივამაგრებთ, ის ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ რჩება. აი რატომ არის, რომ ქალებს, როგორც წესი, ყველაფერი ახსოვთ.
და რატომ არ ხდება ასე მამაკაცებთან დაკავშირებით? იმიტომ რომ, ჯერ–ერთი, ისინი არასდროს ათვალიერებენ «კოლოფებს» და მეორეც – მამაკაცები, ქალებთან შედარებით, ნაკლებად ემოციურები არიან. და კიდევ, მამაკაცებს ტვინში ერთი «კოლოფი» აქვთ, რომელიც ცარიელია. ის მათი საყვარელი კოლოფია და თუ ამის შანსი მიეცემათ, ქვეცნობიერიდან სწორედ მას იღებენ. სრულიად «ცარიელი» ტვინი ხომ, – განტვირთვის და დასვენების საუკეთესი საშუალებაა?..
და ამ მტკიცებას ხუმრობად ნუ მიიღებთ, – ეს ყველაფერი მეცნიერულადაა დადასტურებული:

რამდენიმე წლის წინ, პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს მართლაც შეუძლიათ გონების გათიშვა, – მათ შეუძლიათ არაფერზე იფიქრონ, უფრო სწორედ არ იფიქრონ და ამავდროულად, ისუნთქონ. ქალებს კი ეს არ შეუძლიათ, რადგან შესაბამისი უნარი არ გააჩნიათ.
ქალის გონება არასდროს ჩერდება. ისინი მუდამ რამეს აკეთებენ და ყველაზე მეტად მაშინ ღიზიანდებიან, როდესაც ხედავენ, რომ მამაკაცი არაფერს აკეთებს – ზის ან წევს და ჭერს უყურებს. ქალიც შეიძლება, არაფერს აკეთებდეს, მაგრამ მაინც დაიღალოს... ფიქრით.

imageP. S. განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის მართლაც ფუნდამენტალურია. გენდერული თავისებურებები აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ნეირონულ დონეზე და ამ განსხვავების ძირითადი მიზეზები, შეგიძლიათ მოცემული სტატიის პირველ ბმულში («ძირეული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის») იხილოთ.imageimageimageimageimageimageimage






2
383
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
383
  
2019, 29 ნოემბერი, 21:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 ნოემბერი, 16:57
ეს ყველაფერი ფემინისტებს რო წავაკითხოთ არ იქნება ურიგო საქმე. გაიძახიან თანასოწრები ვართო და ეგრე არ არის,რა გავაკეთოთ? ქალი კაცს ვერ დაეწევა უნარული თვისებებით,ვერც ძალით და ვერც კაცი დაიქვეუთებს ამ ყველაფერს. თანასწორობა კანონის წინაშე მოსულა,მაგრამ ის,რაც ფემინისტები ითხოვენ არის სრული სისულელე. სულ ახლახან კანონზე მუშაობდნენ,რაც ქალთა რაოდენობის კვოტირებას გულისხმობ და ეს ფემინისტების ინიციატივაა. უცოდინარი არც კაცი ვარგა არსად და არც ქალი,თუ ცოდნა აქვს,მაშინ კვოტა რათ უნდა.
0 1 2