x
image
თამუნა გეწაძე
თეონა კონტრიძის გარდასახვა.

image




თეონა კონტრიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. 17 წლის ნიჭიერმა მუსიკოსმა კარიერა რუსეთში განაგრძო და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. მომღერალი ამბობს, რომ 70 პროცენტი რუსულენოვანი არტისტია, რადგან ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მისი რეპერტუარის უდიდესი ნაწილი რუსულენოვანია.22 წელია საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ხშირად სტუმრობს მის საყვარელ სამშობლოს. 2008 წელს თეონამ და მისმა მეუღლემ (ეროვნებით რუსმა) საქართველოში იქორწინეს. მომღერალი აცხადებს, რომ ძალიან უყვარს მისი ქმარი და ბედნიერია ჰყავთ ორი ქალიშვილი, რომლებიც საქართელოში ძალიან დიდ დროს ატარებენ. თეონას აზრით, მისი ქალიშვილები ძალიან ზრდილობიანი და განათლებული ბავშები არიან. მომღერალი საკუთარი აზრის გამოთქმას ყოველთვის პირდაპირ ახერხებს და ამის გამო სხირად მის მიმართ კრიტიკასაც გაიგონებთ, ის არ ერიდება მეუღლესთან ერთად სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას და ბევრს ხალისობს ამ თემაზე. ცოტა ხნის წინ მას ფეისბუკზე გოგონებს მიმართა და ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა" ძვირფასო მეგობრებო და უბრალოდ გოგონებო ნუ დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან, მაგრამ თუ ასე მოხდება, და რატომღაც ის არ მიატოვებს თავის საშინელ, ბებერ, მსუქან დედაკაცს, რომელზეც დაქორწინდა ღრმა ახალგაზრდობაში.... არ ღირს განაწყენება თქვენ ხომ ასეთი ახალგაზრდები, ლამაზები და გამხდრები ხართ. ყველაფერი წინ გაქვთ ნუ იქნებით ტერორისტები" მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეგობრები წერენ რომ ამჯერადაც თეონამ ათიანში მოარტყა, მაგრამ კითხვის ავტორი თუ რატომ დაინტერესდა მომღერალი ამ თემით თეონამ უპასუხოდ დატოვა. მომღერალი მის წონას ყოველთვის იუმორით უყურებდა და აკრიტიკებდა საკუთარ თავს, მაგრამ ყველა გააოცა მისმა ბოლოდროინდელმა ფოტოებმა. თეონამ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მის დიეტას კი ყველას ანდობს და მოუწოდებს საზოგადოებას დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი. თეონამ წონაში დაკლების შემდეგ იმიჯიც შეიცვალა თმა გაიმუქა, რაც ძალიან მოუხდა.


imageimageimageimageimageimage





0
619
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0