x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ლეგენდარული მომღერლის ჯონ ლენონის ერთი სურათის ისტორია

image ჯონ ლენონი: "როგორ მოვიგე მე ომი".
1966 წელს ლეგენდარული ჯგუფის მომღერალს შესთავაზეს როლი ფილმში "როგორ მოვიგე მე ომი", როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს მომღერალი რომელიც ცნობილი იყო როგორც პაციფისტი, დათანხმა ომის თემაზე გადასაღებ ფილმში მიეღო მონაწილეობა.
სწორედ ამ ფილმის გადაღების პროცესში დაწერა მომღერალმა თავისი ცნობილი სიმღერა «Strawberry Fields Forever» და პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში სათვალით, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოუშორებია.
მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილმა მომღერალმა ითამაშა რიგითი გრიპვიდის როლი რიჩარდ ლესტერის სატირულ ფილმში. თუმცა ფილმი ვერ გამოვიდა წარმატებული და ის კრიტიკოსებმა და მაყურებელმა არ მოიწონა, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა ლენონის პოპულარულობაზე.
რაც მთავარია კამერამ დააფიქსირა ლეგენდარული მომღერალი საოცარი და მრავლისმეტყველი გამოხედვით.
"ომი–ესაა დიდი ბიზნესი, ამერიკელებს უყვართ ომი, რომლის წყალობითაც მათ შეუძლიათ იყვნენ მსუქნები და ბედნიერები. მე კი ნებისმიერი ომის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ არ მიშვებდნენ ისინი ამერიკაში, მაგრამ არ გამოუვიდათ!
არსებობს მშვიდობის პოპულარიზაციის ბევრი გზა და საშუალება. მთავარი ერთი რამეა–ყველაფერი გააკეთეთ მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში. წერეთ მშვიდობისათვის, გაიღიმეთ მშვიდობისათვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ ეს მშვიდობისათვის. ჩვენ ყველას შინაგანად გვყავს ჰიტლერი, მაგრამ ასევე ყველა ქრისტიანს შინაგანად გვყავს ქრისტე. ჩვენი ვალია ჩვენს შიგნით არსებული ბოროტი დავთრგუნოთ და გზა სიკეთეს დავუთმოთ"–ეს ჯონ ლენონის სიტყვებია რომელიც მან დიდი ხნის წინ წარმოსთქვა ინტერვიუს დროს.
წელს 9 ოქტომბერს ჯონ ლენონს 76 წელი შეუსრულდება, დიახ შეუსრულდება რადგან მისი მკვლელობიდან 36 წლის მერეც კი ის აქაა და არსად არ წასულა. ძნელია მოუსმინო ჯონ ლენონის მიერ შესრულებულ სიმღერას და ის დაივიწყო იმის გამო რომ ის დღეს ცოცხალი არაა.
"მე პოპულარულობამ მომცა ერთი რამ–ვილაპარაკო სიმართლე". ჯონ ლენონის ეს ფრაზა იქცა მოტივაციად სამოციანელების მთელი პლეადისათვის, მათ შორის "საბჭოელი" ადამიანებისათვის "რკინის ფარდის" არსებობის პირობებში: ანდრეი ვოზნესენსკის, რობერტ როჟდესტვენსკის, ვასილი აქსიონოვისათვის ეს ფრაზა გახდა შთაგონების წყარო.

4
128
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
2016, 26 აპრილი, 17:35
თვალზე პრობლემები კერ კიდევ სკოლს ასაკიდან ჰქონდა ,მაგრად უტყდებოდა.......შემდეგ კი უკვ ეგაიკეთა,რომელიც დღეს უკევ ლეგენდარულ "ლენონებად"იქცა..ჰო კიდევ..მთლიანად ბითლზს 5 სარილმეტრაჟიან ფილმში აქვს ნათამაშები
2016, 26 აპრილი, 16:53
არც მე, სურათი რომ ვნახე დამაინტერესა წარმოშობამ და მაშინ გავიგე. :)
2016, 26 აპრილი, 15:18
გენიოსი
2016, 26 აპრილი, 15:17
ძალიან საინტერესოა, ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ფილმში იყო გადაღებული :)
0 1 4