x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილი ლამაზმანები შემთხვევით გაშიშვლებული პიკანტური ადგილებით (+14)
image

ინტიმური ხასიათის კონფუზი - ბევრ ჩვენგანს კოშმარულ სიზმარში თუ წარმოუდგენია. და რას იგრძნობენ ყველასათვის ცნობილი ადამიანები, რომელთა წარუმატებელი ფოტოები მთელი მსოფლიოს განხილვის საგნად იქცევა, მით უმეტეს, თუ ამ ფოტოებზე შემთხვევით გაშიშვლებული პიკანტური ადგილები ჩანს...

შარლიზ ტერონი
image

მარტის დასასრულს მსახიობი ევროპაში გაემგზავრა ფილმ "ფიფქია და მონადირის" მეორე ნაწილის პრეზენტაციაზე. 30 მარტს შარლიზი მსახიობ ემილი ბლატთან ერთად პრემიერაზე გამოჩნდა ჰამბურგში.

გამოსვლისთვის ტერონმა შავი, ზედა საცვლის სტილში გადაწყვეტილი ტოპი, ტყავის ლეგინსები და მკაცრი პიჯაკი აირჩია. მიუხედავად საკმაოდ მოკრძალებული სამოსისა, შარლიზმა მაინც მიიქცია ყურადღება. ფოტოსესიის დროს ლამაზმანს შემთხვევით მკერდი გამოუჩნდა. თუმცა შარლიზმა ამაზე უბრალოდ გაიცინა და სწრაფად შეისწორა პიჯაკი.

სელენა გომესი


image

2016 წლის მარტის დასაწყისში 23 წლის მომღერლის გამოჩენამ ჟურნალისტები შოკში ჩააგდო. პარიზში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე სელენა შავი ფერის კაბა-სმოკინგით გამოჩნდა, ძალიან უცნაური და ღრმად გაჭრილი გვერდით, რომელმაც შემთხვევით (ან იქნებ არც!) გააშიშვლა არა მხოლოდ მკერდი და ფეხი, არამედ უფრო პიკანტური ადგილიც...

პაპარაცების ერთ-ერთ სურათზე ნათლად ჩანს, რომ ლამაზმანს არ აცვია ქვედა საცვალი. თუმცა ფოტოს გადიდების შემთხვევაში თითქოს საცვალი ჩანს...ყოველ შემთხვევაში თავად პაპარაცების აზრი ამ ფაქტის შესახებ ორად იყოფა.

ჯენეტ ჯექსონი


image

ჰოლივუდში დღემდე ახსოვთ 2004 წელს მომხდარი ამბავი: როცა ჯასტინი და ჯენეტ ჯექსონი ფეხბურთის მსოფლიო თასის გათამაშების ცერემონიალზე ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე. თუმცა თავად სიმღერა, რომელიც მომღერლებმა შეასრულეს აღარავის ახსოვს, დასამახსვრებელი სულ სხვა მომენტი აღმოჩნდა. ტიმბერლეიკმა ცეკვის დროს ჯენეტს ტანსაცმლის ნაწილი შემოახია, რის გამოც ქალს მკერდი გაუშიშვლდა. ტრანსლაცია იმ წუთშივე რეკლამაზე გავიდა, ჯანეტმა კი სწრაფად დატოვა სცენა. მოგვიანებით ჯასტინი რეპორტიორებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ მისი კოლეგის "გარდერობში არსებული ხარვეზები" წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო.

თქვენ კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა...

პამელა ანდერსონი



image

მართალია, პამელა ანდერსონის სიშიშვლე ეკრანზე არავის უკვირს, მაგრამ როცა ეს შემთხვევით, წინასწარი გეგმის გარეშე ხდება, თაყვანისმცემლებისთვის ძალიან ამაღელვებელია. ასე მოხდა 2014 წელს, ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე, რომლისთვისაც პამელამ მოკლე, ბრეტელებიანი თეთრი კაბა აირჩია, რომელიც საღამოს კომბინაციას უფრო ჰგავდა. ზედა საცვალი, რაღა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ვიწრო ბრეტელებმა მუხანათურად უმტყუნეს და მანქანაში ჩაჯდომის დროს მკერდი გაუშიშვლეს.

ჯერი ჰოლიუელი


image

დღეს გაშიშვლებული მკერდი აღარავის აკვირვებს, 1997 წელს კი ეს ნამდვილი შოკი იყო. როცა Brit Awards-ის ცერემონიალზე Spice Girls-მა გაიმარჯვა ნომინაციებში "წლის სიმღერა" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სინგლით Wannabe-ით, და "წლის ვიდეო" კლიპისთვის Say You'll Be There, ჯერი სცენაზე უბრეტელო, წითელი კაბით ავიდა და ხელები ცისკენ აღაპყრო. შედეგად კი, ღრმა დეკოლტედან სხეულის საინტერესო ნაწილმა "ამოყო თავი".

პერის ჰილტონი



image

ორი წლის წინ, საკუთარი დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე პერის ჰილტონმა სტუმრები გააოცა არა მხოლოდ პრინცესას ფორმით, არამედ...ქვედა სცვლების გარეშე ყოფნითაც, რაც კარგად გამოჩნდა შემთხვევით გადაღებულ ფოტოზე.

ნიკი ჰილტონი

image



image

ნიკი ჰილტონი უფროსი დისგან ყოველთვის განსხვავდებოდა თავშეკავებულობით. თუმცა გასული წლის ზაფხულში Atelier Versace-ს პარიზული ჩვენების დროს გოგონამ შეარჩია თეთრი მოკლე კაბა გამჭვირვალე ზოლებით, საიდანაც კარგად ჩანდა, რომ ქვედა საცვალი არ ეცვა.

მილა იოვოვიჩი


image

5 წლის წინ ლონდონში, მიხეილ გორბაჩოვის 80 წლისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საზეიმო საღამო ჩატარდა, რომელზეც პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების გარდა, ვარსკვლავებიც იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის მილა იოვოვიჩი. Valentino-ს მაქმანებიანმა შავმა კაბამ მსახიობს, რომელსაც, რაღა თქმა უნდა ბიუსტჰალტერი არ ეცვა, მზაკვრულად უღალატა...

ენ ჰეტუეი


image

2012 წელს, ნიუ-იორკში, "საბრალონი"-ს პრემიერაზე, მანქანიდან გადმოსვლისას, ენ ჰეტუეი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა... თურმე ქვედა საცვალის ტარება, ბრიტნი სპირსის მსგავსად, არც მას ჰყვარებია.

ნიკი მინაჟი
image

5 წლის წინ შოუზე Good Morning America გამოსვლის დროს მომღერლის მკერდმა მიკრო-ტოპიდან თავი ამოჰყო...

ემა უოტსონი
image

ემა - სრულყოფილი სტილისა და ბრიტანული დახვეწილობის განსახიერება, ერთხელ მაინც აღმოჩნდა "ურჩი" კაბის მსხვერპლი, რომელიც ჩამოცურდა მსახიობის მკერდიდან პირდაპირ ჰოლივუდში, ფილმის პრემიერის დროს. ემამ სწრაფადვე შენიშნა ეს და თავად გაიცინა საკუთარ თავზე.


0
1876
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0